კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არიან მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიები საქართველოში სახელმწიფოზე ძლიერები და შანტაჟის რა მექანიზმებს ფლობენ ისინი

ევროკავშირის ქვეყნებში აბსოლუტურად გამჭვირვალეა ინფორმაცია საწვავის ყოველდღიური ჩაშლილი ფასების შესახებ, რომლებშიც მითითებულია თვითღირებულება, ტრანსპორტირების ხარჯი, გადასახადები და კომპანიის მოგებაც კი. თუმცა ჩვენს ქვეყანაში საწვავის ფასის მდგენელები გასაიდუმლოებულია ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო. მეორე მხრივ, მართალია, კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზარი შეისწავლა და კომპანიებს ჯარიმაც კი დაუწესა კარტელური გარიგებების ნიშნით, მაგრამ საწვავის ფასი მაინც იდენტურია თითქმის ყველა კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე და ქართული სასაწვავო ბაზარი კვლავაც უცნაურად რეაგირებს მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდა-შემცირებაზე. კერძოდ, შენარჩუნებულია ტენდენცია, როდესაც მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის გაიაფებას ქართული მენავთობეები მეტად დაგვიანებით ეწევიან, მოტივით, ძვირად გვაქვს შეძენილიო; გაძვირებას კი უმალ ასახავენ ფასებზე, მოტივით, ახალი პარტია გვაქვს შესაძენიო. შესაბამისად, ფასებს შორის ისევ მომხმარებელი იჭყლიტება. ქართული საწვავის ბიზნესის თავისებურებებზე აფბას ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი გვესაუბრება.
– რა ფაქტორები ახდენს გავლენას საწვავის ფასზე საქართველოში?
– საწვავის ფასზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი. თუმცა პირადად მე, როდესაც საწვავის ფასზე ვლაპარაკობ, არასდროს ვამბობ, თუ რა უნდა ღირდეს პირობითად ერთი ლიტრი „რეგულარი“ და რატომ: მოგეხსენებათ, საწვავის ღირებულებისა და თვითღირებულების ერთ-ერთი მდგენელია ტრანსპორტირების ხარჯი. რადგან ყველა კომპანია ირწმუნება, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვს საწვავი, ტრანსპორტირების ხარჯი თითოეულს სხვადასხვა აქვს.
– ლოგიკურად ყველაზე იაფი ტრანსპორტირება უჯდება ნავთობკომპანიას, რომელსაც ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან შემოაქვს საწვავი რკინიგზით, რკინიგზა კი გადაზიდვის ყველაზე იაფი საშუალებაა, თუმცა მის ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი ემთხვევა უფრო შორიდან შემოზიდულ საწვავს?
– ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვხვდებოდი კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებს და ისინი სწავლობდნენ ამ ბაზარს, მანამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ბაზარზე შეინიშნებოდა კარტელური გარიგება. სწორედ ის, რომ 50 კილომეტრით და ათასობით კილომეტრით დაშორებული ქვეყნებიდან შემოტანილი საწვავი ერთი და იმავე ფასის იყო, არის ეჭვის საფუძველი, რომ ბაზარზე შეინიშნებოდა და დღესაც შეინიშნება კარტელის ნიშნები.
– ტრანსპორტირების ხარჯის გარეშე თუ ვიმსჯელებთ საწვავის ფასზე?
– ტრანსპორტირების ხარჯს თუ გამოვრიცხავთ, ყველა კომპანიას ერთი და იგივე ხარჯი აქვს, თუ არ გავითვალისწინებთ კონკრეტული საწვავის ხარისხს. გვახსოვს პერიოდი, კომპანიები თავს იწონებდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ეკოლოგიურად სუფთა საწვავით, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმ ქვეყნებიდან მსგავსი ტიპის საწვავის ერთი გრამიც არ იყო შემოსული საქართველოში. დღეის მდგომარეობით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა კომპანიის განცხადებით, მათ აქვთ კონკრეტული ხარისხისა და სტანდარტის საწვავი, ერთი და იგივე თანხა უნდა უჯდებოდეთ საწვავის შესყიდვა, რადგან მსოფლიოში საერთო ტენდენციაა: ფასი რამდენიმე ბირჟაზე დგინდება და მათ ფასებს შორის დიდი განსხვავება არ არის.
– არის ადეკვატური ქართული საწვავის ფასი?
– დაანონსებული იყო ნავთობის ფასის მატება. „ოპეკმა“ ფასების მარეგულირებელმა ორგანომ, ერთ-ერთმა მთავარმა კარტელურმა ორგანიზაციამ, თავისი მაქსიმუმი შეასრულა, როდესაც თებერვალში მსოფლიო ბაზარზე ფასების მატება დაიწყო, „ოპეკი“ მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ფასები გაეზარდა და მან ეს შეძლო: თებერვლიდან მოყოლებული ბაზარზე 14-პროცენტიანი ზრდაა, თუმცა მისი მიზანი მხოლოდ ეს არ ყოფილა. მთავარი ხელისშემშლელი იყო და დღემდე რჩება ირანი, რომელიც მოპოვების გაყინვაზე უარს აცხადებს. შესაბამისად, არ ველოდები ნავთობზე ფასის რადიკალურ ზრდას. ასევე, ვერ დავეთანხმები ოპონენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტა არასტაბლურია, ნავთობზე ფასები კი სტაბილურად იზრდება, იმიტომ რომ, ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, 2,13 თეთრზეა გაჩერებული და იგივე მდგომარეობა გვაქვს, სტაბილურობის მხრივ, ბარელი ნავთობის ფასებზე მსოფლიო ბაზარზე: 48-49 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
– გასაგებია, რომ კერძო კომპანიებს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვერავინ დაუწესებს მოგების ზედა ზღვარს, თუმცა, საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს საქართველოში საწვავის ფასი. რატომ ვერ მოხერხდა ამ ბაზრის გონივრულ ფარგლებში მოქცევა? ამდენად ძლიერები არიან სახელმწიფოზე ნავთობიმპორტიორები?
– ვაღიაროთ, რომ ეს კომპანიები არიან ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეები. მათ აქვთ ძალიან დიდი ფინანსური, იურიდიული რესურსი და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. თუ გავიხსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა ყველა კომპანიამ გაასაჩივრა, ეს არის ერთგვარი მსოფლიო პრაქტიკა. მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, როდესაც უცხოურ კონკურენციის სააგენტოებს გამოაქვთ გამამტყუნებელი განაჩენი, მას ყველა კომპანია ასაჩივრებს და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. უპირველესად, ისინი ამით ხაზს უსვამენ ფაქტს,  რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ და მეორე, რადგან ეს რთული ბაზარია, სასამართლო განხილვა შესაძლოა, გაიწელოს წლობით და კომპანიებს არ უწევთ ჯარიმის გადახდა სასამართლოს დასრულებამდე. ამდენად, სრულიად ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, რომ ქართული ნავთობიმპორტიორი კომპანიებიც გაასაჩივრებდნენ კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწესებულ ჯარიმებს: მათ აქვთ გასაჩივრების რესურსი და მეორე, ეს მათთვის მომგებიანია.
– თუ ისინი მაინც არ იხდიან ჯარიმას წლობით, რა აზრი აქვს მათ დაჯარიმებას? რა ეფექტი მოაქვს ამას საწვავის ბაზრისთვის?
– დაჯარიმებას, უპირველესად, აქვს პრეცედენტის დანიშნულება. ქვეყანაში ამ კუთხით სრული ბაკქანალია გვქონდა. კომპანიები თავიანთი ინტერესებით მოქმედებდნენ, სრულიად განუკითხავად. არ არსებობდა არანაირი პრეცედენტი იმისა, რომ, თუ კომპანიები წესების დაცვით არ იმოქმედებდნენ, მათ ვინმე დასჯიდა. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიქმნა პრეცედენტი, რომ, თუ გაგრძელდება შეთანხმებული წესების დარღვევა, იგულისხმება კარტელური გარიგებები, შეთანხმებული ფასები და ასე შემდეგ, შესაძლოა, დაჯარიმება განმეორდეს. ასევე, თუ   სხვა სფეროშიც მოინდომებს ვინმე ანალოგიურად მოქცევას, ისინიც დაჯარიმდებან.
– რამე ცვლილება გამოიწვია ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს ამ აქტივობამ?
– ცვლილება გამოიწვია არაორდინარული: დაჯარიმებიდან ძალიან მალე, საწვავზე ფასები გაიზარდა, რაზეც ანალიტიკოსების ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს გაძვირება იყო ჯარიმის თანხის საკონპენსაციო. ეს იმთავითვე არასწორი შეფასებაა, ვინაიდან ჯარიმა მათთვის არავის დაუწესებია უსამართლოდ. ის არის იმ არაკეთილსინდისიერი საქმიანობის შედეგი, რომლითაც საწვავის ბაზარზე წლების განმავლობაში მოქმედებდნენ.
– მაგრამ მალევე ისევ დააკლეს ფასები. ახლა რას უკავშირდება ფასების მატება? ნავთობი 50 დოლარის ფარგლებშია, ეროვნული ვალუტა კი მყარდება.
– ნავთობკომპანიების განცხადებით, ეს უკავშირდება მსოფლიო ბაზარზე ფასების მატებას. რადგან ისინი მიბმული არიან საერთაშორისო ფასს. ეს სრულიად ლოგიკური იქნებოდა, რომ არა ეროვნული ვალუტის კურსი. როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა, ეროვნული ვალუტა დასტაბილურდა 15 პროცენტით. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ, რომელ კომპანიას პირობითად რამდენით შეეძლო ფასების შემცირება, მაგრამ არცერთ კომპანიას არ უნდა გაეზარდა ფასი დღევანდელ ვითარებაში.
– თქვით, რომ კომპანიებს აქვთ განუზომლად დიდი რესურსი სახელმწიფოზე ზემოქმედებისთვის და ამიტომ უნდა მიიღონ არაბუნებრივი მოგებები? რა რესურსია ეს: საწვავს აღარ შემოიტანენ?
– აქაც ძალიან ბევრი ფაქტორია. ამ კომპანიებში ათასობით ადამიანია დასაქმებული. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხოლო კომპანიებისთვის –  ბერკეტი. გავიხსენებ ერთ ფაქტს: როდესაც ერთ-ერთმა კომპანიამ რამდენიმე ასეული თანამშრომელი გაათავისუფლა იმის გამო, რომ ისინი კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა. ეს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დარტყმაა, შესაბამისად, ძალიან ძლიერი ბერკეტი კომპანიების ხელში.
– ფაქტობრივად, შანტაჟია.
– ეს ცოტა უხეში ნათქვამია, მაგრამ მათ ეს ბერკეტი აქვთ.
– ნავთობიმპორტიორებს შეუძლიათ ზემოქმედება ვალუტის კურსზე ბანკების მეშვეობით, ანუ გარკვეული ოდენობის ვალუტის მოთხოვნით?
– ვალუტის კურსზე პირდაპირი ზეგავლენა არ შეუძლიათ, მაგრამ ეს რამდენიმე მსხვილი ნავთობკომპანია ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და არავის ინტერესი არ არის, ამ კომპანიებმა გადასახადები ვერ გადაიხადონ, თანხა ვერ შეიტანონ ბიუჯეტში, თუმცა დასაქმება მათი მთავარი ბერკეტია, რაც გამოიყენეს კიდეც.
– ადრე შეუძლებელი იყო, ვინმე სხვას შემოეტანა საწვავი. ახლა როგორი მდგომარეობაა?
– ამ კუთხით სიტუაცია გამოსწორდა, იმდენად, რამდენადაც ბაზარი გაიხსნა, შემოვიდნენ ახალი კომპანიები, მეტიც, ისეთი კომპანიებიც კი დაბრუნდნენ, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში გააძევეს ბაზრიდან. ერთ-ერთ კომპანიას კომიკური სიტუაცია შეუქმნეს. კომპანიის ხელმძღვანელს დააწერინეს განცხადება, რომ თავისი ნებით გადიოდა ბაზრიდან და სამომავლოდაც აღარ გაუჩნდებოდა ბაზარზე დაბრუნების სურვილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს კომპანია წელიწადის წინ დაბრუნდა ბაზარზე.
– წვრილ-წვრილ ბენზინგასამართ სადგურებზე უფრო იაფი რატომ ღირს საწვავი, პირიქით არ უნდა იყოს, წესით?
– ამ კომპანიებს ნაკლები აქვთ შიგა ხარჯი, ისინი არ არიან ბრენდირებულები, მარკეტინგში თანხა არ ეხარჯებათ. ისინი მუშაობენ მცირე მოგებაზე. ეს ჰყოფნით, არ აქვთ დიდი რესურსი და დიდი პრეტენზია. მათ არ შეუძლიათ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა და მუშაობენ მცირე მოგებაზე.
– ჩვენთან საწვავი, პირდაპირი მნიშვნელობით, უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აშშ-ს საკმაოდ ბევრ შტატში, ევროკავშირის ქვეყნებშიც, თუმცა, უფრო ძვირი ღირს, მაგრამ მათი ცხოვრების დონისა და საწვავის ხარისხის გათვალისწინებით, საბოლოოდ, მაინც ჩვენზე იაფი გამოდის. ისინი ხომ არეგულირებენ ამ ბაზარს რაღაცნაირად? ჩვენთან რატომ ვერ ხერხდება ასეთი ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება?
– ამის პრობლემაა ევროპაშიც. მაგალითად, გერმანიაში ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საწვავის ბაზრის შესწავლა იქაური კონკურენციის სააგენტოს მიერ და მან გამოიტანა კომპანიების გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. მსგავსი პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება, დადგეს, რადგან კომპანიები მაინც ახერხებენ ზემოგებების მიღებას. ეს მსოფლიოს პრობლემაა და იქაც მეტ-ნაკლები ეფექტიანობით ცდილობენ, ებრძოლონ ამ პრობლემებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენს კონკურენციის სააგენტოს გამოცდილებას უზიარებენ სხვა ქვეყნების კონკურენციის სააგენტოების წარმომადგენლები, იმდენად, რამდენადაც ქართული კონკურენციის სააგენტო ჯერ ახალბედაა. მაგრამ ბრძოლის საშუალებები თითქმის ყველგან ერთნაირია, უბრალოდ, ჩვენი კანონმდებლობა უფრო შეზღუდულია. მაგალითად, თუ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის კანონმდებლობებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იქაური კონკურენციის სააგენტოებს უფრო თავისუფალი მოქმედების საშუალება აქვთ და მეტი რესურსიც, რომ გამოავლინონ დარღვევები, ჩვენთან კი კონკურენციის სააგენტო შეზღუდულია.
– წინა ხელისუფლების დროს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ საწვავზე არაადეკვატური ფასნამატის წილში იჯდა ხელისუფლება. მას შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ფასნამატი, მთლად ისეთი არა, მაგრამ მაინც დარჩა. ახლა ვინღაა წილში?
– მე ვარ ანალიტიკოსი, მე ვლაპარაკობ მონაცემებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

скачать dle 11.3