კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი სამუშაო ადგილი გამოიცვალა თამარ კორძაიას მეუღლემ ცოლის გადეპუტატებიდან დღემდე

ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, აწ კი კოალიციას გაყრილი „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია 1977 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა. მისი სამუშაო გამოცდილება 2002 წელს დაწყებულა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სადაც 2012 წლამდე იმუშავა. 2012-2013 წლებში კი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ. 2013 წელს შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა და აგერ უკვე მესამე წელია, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია.
შესაბამისად, ქ-ნი კორძაიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, ცხადია, პარლამენტარის ამპლუაში და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1967 წელს დაბადებული ზაზა მენაბდე, ორი შვილი – ლევან და ლაშა გურჩიანები; ორი გერი – თეონა და თამარ მენაბდეები და მშობლები: ქ-ნი ინეზა და ბ-ნი სტალბერი. თამარ კორძაიას საკუთრებაა ბინა თბილისში, ვარკეთილი 3-ში (93 კვ.მ.), ზაზა მენაბდესი კი – საცხოვრებელი სახლი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე (140 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში (700 კვ.მ.). დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული მხოლოდ პარლამენტარს ჰქონდა – 8 500 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში ქ-ნმა კორძაიამ, როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, 35 000 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებელმა მორიგემ, 9 600 ლარი.
2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში ის სიახლეა, რომ ზაზა მენაბდეს 15 000 ლარად შეუძენია 2002 წლის „მიცუბიში მონტერო“.
2013 წლის განმავლობაში თამარ კორძაიამ, როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, 2 800 ლარი აიღო, როგორც პარლამენტის წევრმა, 22 500 ლარი; ხოლო ზაზა მენაბდემ, როგორც აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებელმა მორიგემ – 700 ლარი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის, მე-3 განყოფილების, მე-3 ქვეგანყოფილების უფროსმა – 14 564 ლარი.
დეპუტატის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა და უძრავ-მოძრავი ქონების ოდენობაც, იმ განსხვავებით, რომ ზაზა მენაბდის კუთვნილი უძრავი ქონების თანამფლობელი თამარ კორძაიაც გამხდარა.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში თამარ კორძაიამ, როგორც პარლამენტის წევრმა, 43 200 ლარი აიღო; მისმა მეუღლემ კი, როგორც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მე-3 განყოფილების, მე-3 ქვეგანყოფილების უფროსმა, 14 564 ლარი, როგორც შპს სინათლის ქალაქის მონიტორინგის სამსახური უფროსმა კი, 6 540  ლარი.
რაც შეეხება გასავლებს: თამარ კორძაიას 24 000-დოლარიანი იპოთეკური სესხის მომსახურება 6 540 აშშ დოლარი დაუჯდა; „თი-ბი-სი ქარდის“ მომსახურება – 4 221 ლარი; „ამერიქან ექსპრესისა“ – 1 000 ლარი.

скачать dle 11.3