კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმინდაყბიანები

„შეიბნეს ვეფხი, მოყმეი…“

 მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ გავარკვიეთ, რატომ გაიმართა ცემა-ტყეპა კორცხელის ერთ უღიმღამო საარჩევნო უბანზე; სამაგიეროდ, ლამის მთელი ევროპა მოიარა ამ დაპირისპირების კადრებმა და ცას მისწვდა ადგილობრივი თუ უცხოელი დემოკრატიის დამცველების ხმა: ქართული დემოკრატია საფრთხეშიაო.
მეტიც, კიდევ ერთხელ დასდეს ბრალი ქართველ სამართალდამცველებს, რომ დროულად და ეფექტიანად არ ირეაგირეს დაპირისპირებაზე და რისხვას ვერც ქართული სასამართლო გადაურჩა: მუშტებმოღერებული სპორტსმენებისთვის, რომლებმაც პოლიტიკოსებს დაარტყეს, 100-ლარიანი ჯარიმა მცირე სასჯელიაო.
ერთი სიტყვით, ხელისუფლებამაც დაიფიცა, რომ მგავსს აღარ დაუშვებს და არასახელისუფლო პოლიტიკოსებმაც დაგმეს ძალადობა. ოღონდ, ამასობაში, საკრებულოს წევრებმა, ბ-ნებმა ელისაშვილმა და მანჯავიძემ პირდაპირ ეთერში ისეთი მუშტი-კრივი გამართეს, კორცხელი მონაგონი იყო (პათოსით: ნუ გამახსენებ ლამისყანას).
ხოლო, რაკი არავის შემოუხევია ტანზე – პოლიტიკოსებს სცემესო და არც ქართველი სამართალდამცველები დაუდანაშაულებია ვინმეს უმოქმედობაში, სავარაუდოა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკოსის წმინდა ყბისთვის მუშტის შეხება მხოლოდ პოლიტიკოსის წმინდა ხელის უფლებაა?! –

скачать dle 11.3