კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთა ლიგიდან – ევროკავშირამდე

გეკუთვნის, მაგრამა, არ გეკუთვნის?!

 მართალია, ამ ჩვენმა ნანინანატრმა ევროკავშირმა წყაროსთან ჩაგვიყვანა, მაგრამ არ ჩქარობს, წყურვილი მოგვაკვლევინოს. სახელდობრ, თუმცა წლის დასაწყისში გვაიმედებდნენ, ივნისისთვის უვიზოდ ივლით ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზეო, ივნისშივე გაირკვა, რომ ისეც არ დაგვაწვიმდა ვიზები, როგორც დაიქუხა.
სახელდობრ, ძლიერ წინააღმდეგობას სწევენ გერმანია და საფრანგეთი, რომლებსაც ბოლოსკენ იტალიაც მიუერთდა. გერმანიამ არნახულ კრიმინალობაში დაგვდო ბრალი, მოტივით, სრულად ჩამოიქცევა ევროკავშირი, თუ აწ უკვე სამ მილიონ ქართველს შეეძლება ევროპაში 90 დღით დარჩენაო.
ოღონდ, გერმანული სტატისტიკა სრულიად სხვა რამეს მეტყველებს. კერძოდ, 2015 წლის განმავლობაში ბ-ნი მერკელის სამწყსოში ჩადენილია 6 330 649 დანაშაული (გახსნილი მხოლოდ ნახევარია), ამათგან არაგერმანელების მიერ მხოლოდ – 911 864, ხოლო ქართველების წილი, სულ რაღაც, 8 085 დანაშაულია, ანუ საერთო მაჩვენებლის 0,9 პროცენტი.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში დამნაშავეობის საერთო რეიტინგში ქართველები ბოლოდან მეორე ადგილზე არიან, ცხადია, ჯობდა, იმ რეიტინგში საერთოდ არ მოვხვედრილიყავით, მაგრამ, ფაქტია, არც ისეთი ქრისტეს ფეხის მკვნეტელები ვყოფილვართ, რომ კეთროვნებივით გვიფრთხოდნენ. უფრო მეტიც, ერთმა გერმანელმა ანალიტიკოსმა სრულად გადაგვიწურა წყალი: არც „ნატოს“ იმსახურებთ და არც ევროკავშირსო. მაგრამ, რაკი ჩვენ გვჯერა, რომ სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს (სამი ათასი წელია, ამ იმედით ვართ), ჩვენს ქუჩაზეც მოვა, ადრე თუ გვიან, ევროგაზაფხული, თუმცა, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ჩრდილოეთით, დასავლეთითაც აქტუალური ყოფილა მეიგავის შეგონება: დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი.“ –

скачать dle 11.3