კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუმსუბუქა მილიციელებს შრომა ნაგაზმა მურამ

ძველი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ ძმები გორგილაძეების მოუხელთებელი ბანდა. ოთხნი იყვნენ და მთელ მილიციას სისხლს გვიშრობდნენ. ორი წლის განმავლობაში ნახევარი საქართველო „გააუთოეს“ და ძებნის სამსახურს ქანცი გვქონდა გაწყვეტილი მათ დევნაში. კუდზე კი ვეჯექით, მაგრამ მაინც ვერ ვიხელთებდით და მაშინდელი ჩვენი მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ყველას მოხსნით გვემუქრებოდა... ერთ მშვენიერ დღეს, ახმეტიდან ჩემმა კოლეგამ და დიდი ხნის მეგობარმა სოსო აღნიაშვილმა დამირეკა და მეუბნება:
– კარგი ამბავი რომ გითხრა, ციკანს დაკლაავ?
სოსო მოქეიფე, ხუმარა კაცი იყო, სიტყვაზე გამოჭერა უყვარდა და, რომ არ გავბითურებულიყავი, მივაგებე: – მე უფრო კარგ ამბავს გეტყვი და ციკანი შენ დაკალი-მეთქი.
– მართლა, მართლა, არ გატყუებ. რომ გითხრა, დაკლაავ? – ჩაუკახურა ისევ სოსომ.
რომ იტყვიან, პურმარილი დაძველებული გვქონდა, თან სოსოც მენატრებოდა და მივუგე:
– ჯანდაბას შენი თავი, მითხარი, როდის ჩამოდიხარ თბილისში, ციკანს დაგიკლავ  და კარგად შევუბეროთ-მეთქი...
– მაშ, მისმინე ეხლა, – თქვა სოსომ, – მააჯექი შენს ავტოსა და ახმეტაში გამოგაზე. შენ რო სისხლი გაგიშრეს, ი გორგილაძეები საავადმყოფოში ყრიან...
თავიდან ვიფიქრე, რომ სოსო მატყუებდა და ჩემი ჩატყუება უნდოდა საქეიფოდ. მაგრამ, შვილები რომ დაიფიცა, დავუჯერე და ჩემს სამ თანამშრომელთან ერთად ახმეტაში გავემგზავრე. საავადმყოფოში რომ მივედით, ძმები გორგილაძეები დაკბენილ-დაგლეჯილები დაგვხვდნენ პალატაში გაშოტილები. სოსომ თითი გაიშვირა მათკენ და ამიხსნა:
– ეს ვერანები მოპარული „უაზიკითა“ მთაში მიდიოდნენ, რომ დაღესტანში გადაპარულიყვნენ დასამალათა. გზაში ცხვრის ფარა შეხვედრიათ და ერთ-ერთ ვერანს უფიქრია, ბატკანსაც თან გავიყოლებთო. მანქანის კარი გაუღია, ხელი უტაცნია ცხვრისთვინა და შიგ შეუგდიათ, კარი კი გამოუხურავთ... ბრიყვები! არ იცოდნენ, რომ ფარებს ქოფაკები დაჰყვებიან. ამ სითეთრეში შეშლიათ, ცხვრის მაგივრად, მეცხვარე ნაგაზი შეუგდიათ მანქანაში და, მეცხვარეებს რომ არ ემარჯვნათ, მურა ოთხივეს წირვას გამოუყვანდა...
სოსოს კოლორიტულ ტონსა და თხრობის მანერაზე ისეთი სიცილი ამიტყდა, რომ კარგა ხანს ვხარხარებდი. გორგილაძეები ორი დღის შემდეგ გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით ჩამოვიყვანე თბილისში. ის ორი დღე კი მე, სოსომ და ჩვენმა კოლეგებმა ზღაპრულად მოვილხინეთ და, ტრადიციულ სადღეგრძელოებთან ერთად, ნაგაზ მურასაც პერსონალურად ვადღეგრძელებდით, რომელმაც შრომა შეგვიმსუბუქა.

скачать dle 11.3