კახა კუხიანიძის ანეკდოტები
– ბიკენტია, რეიზა ხარ, ბიჭო, მოწყენილი?
– ჩემი ცოლი ერთი კვირით დედამისთან მიდის.
– მერედა, არ გიხარია?
– მაცალე, თუ ძმა ხარ! თუ დეინახა, რომ არ მწყინს, გადეიფიქრებს.
***
პანაშვიდზე მივიდა ქალი და მოთქვამს:
– აფრასიონა, ჩემებს უთხარი, კარგად არიენ-თქვაა!.. შენმა ბიჭმა ქალი მეიყვანა-თქვა და ბაღანას ელოდება უკვე-თქვააა!.. შენმა წასვლამ დაგვიბუგა გული-თქვაა!.. ასე მოთქმით აბარებს, რისი თქმაც და დაბარებაც შეიძლება.
ამასობაში შემოვიდა განსვენებულის ჭირისუფალი შვილიშვილი, მივიდა აქვითინებულ ქალთან და ყურში ჩასჩურჩულა:
– დეიდა, მაგას პაწა სკლეროზი სჭირდა, წითელი ძაფი შეაბი ხელზე, თვარა, დაავიწყდება.
***
გურულს ავტობუსში ჯიბგირმა ჯიბეში ჩაუყო ხელი. გურული მიხვდა და მაჯაში სტაცა:
– რას შობი, ბიჯო, არ გრცხვენია სულ?!
– შემთხვევით მომივიდა, ბატონო, ტუბერკულოზი მაქვს და ხელები მიკანკალებს.
– მერე, ძამა, ჩემი ჯიბე ბახმაროა, თუ?!.
***
იმერელს ბევრი შვილი ჰყავს და ერთ დღესაც მამამ შეაპარა მორიდებით:
– ხომ ხედავ, რავარი გაჭირვებული დროა, ძლივს ვირჩენთ თავს... აი ბოვშები ღმერთმა გაზარდოს და, იქნება, პაწა შეიკავოთ თავი.
– რა ვქნა, მამა, ღმერთი მიგზავნის!
– შე მამაძაღლო, ღმერთი წვიმასაც კი გიგზავნის, მარა, ზონტიკის დაკავებას ხომ კარგად ხვდები?
***
კაცი ეუბნება მეზობელ ქალს:
– გუშინ თქვენი სახლიდან სიმღერის ხმა მესმოდა, ქალბატონო ცისანა და, თქვენ მღეროდით?
ქალმა გაიკეკლუცა:
– დიახ, უბრალოდ, დროს ვკლავდი.
– მართლა კარგი სასიკვდილო იარაღი აგირჩევიათ!
***
გასაუბრების მერე ექიმი ეუბნება პაციენტს:
– ესე იგი, თქვენ სექსუალური სიზმრები გაწუხებთ, არა?
პაციენტი:
– ვინ თქვა, რომ მაწუხებს?
***
ქუთაისელი პატრული მიკროფონში მძღოლს მიმართავს:
– „მერსედესი“!!! მაი ღვედი იღლიაში რომ ამოგიდვია, „რექსონა“ კი არაა, გეიკეთე წესიერად!
***
კახელი სიძე ეკითხება სიდედრს:
– შენ ყველაფერი იცი, განათლებული ქალბატონი ხარ და გეცოდინება, ვირი რამდენ ხანს ცოცხლობს?
– რა იყო, თავს ცუდად გრძნობ?