კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიდგომები აქვთ ქუთაისის ახალ, ¹2 სამშობიარო სახლში და რატომ ირჩევენ მას პაციენტები

ახალი, ¹2 სამშობიარო სახლი არა მხოლოდ  იმერეთის სიამაყეა. თანამედროვე სტანდარტებითა და პროფესიონალი მედპერსონალით  გამორჩეული კლინიკა  ჩვენი მკითხველების რჩეულიც გახდა.  რესპონდენტთა   დიდი ნაწილი იმერეთის რეგიონში სწორედ აღნიშნული კლინიკის  პაციენტია და კმაყოფილია აქ მიღებული მომსახურებითა და მიდგომით კლინიკის  მენეჯმენტისა და  პერსონალის მხრიდან. 
ახალი, N2 სამშობიარო სახლი მდებარეობს იმერეთში, ქალაქ ქუთაისში, ლორთქიფანიძის ქუჩა N13-ში. კლინიკამ ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, რენტგენის ოთახი, დღის სტაციონარით; მე-2 სართულზე ფუნქციონირებს პოლიკლინიკა, ქალთა კონსულტაცია და მაღალი სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე გერმანული უახლესი აპარატურით; მესამე სართულზე  გახლავთ სამეანო განყოფილება.
სამშობიარო სახლი დაკომპლექტებულია პროფესიონალი მეან-გინეკოლოგებით, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგით, ოჯახის ექიმით, თერაპევტით, კარდიოლოგით, ენდოკრინოლოგით, რეპროდუქტოლოგით, ოტოლარინგოლოგით, ოკულისტით, დერმატოლოგ-ვენეროლოგით, სტომატოლოგით, ნევროპათოლოგით, უროლოგითა და თერაპევტ-ჰომეოპატით.
აქ, გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთისა, კეთდება ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაცია: საშვილოსნოს ვაგინალური ექსტირპაცია, საშოს კედლების დაწევის გამო წინა და უკანა კოლპორაფია ბადეების იმპლანტაციით და ასე შემდეგ. 
სამშობიარო სახლი პაციენტებს ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოსა და პირობებს სთავაზობს.
კლინიკაში შესაძლებელია ჩაიტაროთ სხვადასხვა სახის გამოკვლევა: ექოსკოპია, რენტგენი, გინეკოლოგიურ-სამეანო კვლევები, ჩიყვის, სარძევე ჯირკვლებისა და სხვა  ანალიზები: კლინიკური, ბიოქიმიური, ვირუსული.  მიმდინარეობს ორსულობის მეთვალყურეობა. კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის დათვალიერება ესპანური ფერადი ვიდეოკოლპოსკოპით და, საჭიროებისამებრ, პრობლემების აღმოფხვრა), საშვილოსნოს ყელის წყლულებისა და კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობა უმტკივნეულოდ, მაღალი სიხშირის რადიოტალღებით, ამერიკული წარმოების აპარატით – სურგიტრონით; მკურნალობა ოზონოთერაპიის თერაპიის მეთოდით. კლინიკის ხელმძღვანელი გახლავთ  ბატონი  ირაკლი მერკვილაძე, რომელიც დღეს ჩვენი რესპონდენტია:
ირაკლი მერკვილაძე (კლინიკის ხელმძღვანელი): ამ კლინიკის პარტნიორები ვართ თვითონ ექიმები და ექთნები.  ჩვენ  გადავწყვიტეთ, რომ თანამედროვე სტანდარტების ახალი სამშობიარო  კლინიკა ჩამოგვეყალიბებინა. 2010 წელს დავიწყეთ კლინიკის მშენებლობა,  რომელიც 2013 წელს გავხსენით და იმერეთის რეგიონში მივიღეთ სრული კომფორტით აღჭურვილი, მაღალპროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული  ახალი სამშობიარო სახლი, განსხვავებული სერვისითა  და აპარატურით.
 გამოგვარჩევს ისიც, რომ ჩვენ მტკიცებულ მედიცინაზე დაფუძნებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების  მიხედვით ვაწარმოებთ ორსულებთან ინდივიდუალურ მიდგომებს, ასევე, გამოკვლევებსა და  ოპერაციებს. სამეანო-გინეკოლოგიური პროტოკოლების თანახმად,  დავნერგეთ მკურნალობისა და გართულებების  მართვა და  ამან გამოიღო განსაკუთრებული ეფექტი. ჩვენი ეროვნული ინტერესი გახლავთ სწორედ  ორსულობის გართულებების თავიდან აცილება, ორი სიცოცხლის – დედისა და შვილის გადარჩენა და მოფრთხილება, მათზე ზრუნვა. ჯანმრთელი თაობის დაბადება შედის ჩვენი კლინიკის მაგისტრალურ პრიორიტეტებში. ჩვენ ვცდილობთ, შიდა სტანდარტებით დავდოთ პროტოკოლები, რომლებიც შეესაბამება ეროვნულ პროტოკოლებსა და მსოფლიო სტანდარტებს. ამბულატორია, გინეკოლოგიური სამსახური, სამეანო განყოფილება, სამშობიარო და სხვა, პასუხობს ყველა სტანდარტს და  სრულადაა ორიენტირებული პაციენტის  უზრუნველყოფაზე. გვაქვს სპეციალური პალატები იმ შემთხვევისთვის, როცა მელოგინე იმყოფება ჩვენთან, მისი ოჯახის წევრს შეუძლია, დარჩეს, რათა ახლოს იყოს მშობიარესთან და მასთან ერთად გაეწეროს აქედან.  გვქონდა შემთხვევა, როცა დედა აქ იყო და მშობიარობდა, მისი სამი შვილი კი იქვე, ცალკე პალატაში იმყოფებოდა და ჩვენ ვუქმნიდით ოჯახურ გარემოსა და პირობებს. სერვისი სრულად მოწესრიგებულია. ეს არ გახლავთ ჩაკეტილი სივრცე. აქ უნდა იყოს სიხარულის შეგრძნება და ხელშეწყობას უნდა გრძნობდნენ.
 ნინო უგრეხელიძე (სამეანო  განყოფილების ხელმძღვანელი): დასავლეთ საქართველოში ჩვენი კლინიკა გამორჩეულია პარტნიორული ურთიერთობებით, თბილი, ოჯახური გარემოთი და პროფესიონალური მიდგომებით. როდესაც ორსული იმყოფება ოჯახურ გარემოში, პროცესი მიმდინარეობს გაცილებით კომფორტულად და შედეგებიც ძალიან ეფექტური გვაქვს. ჩვენ გვაქვს ქალთა კონსულტაცია, რომელიც უზრუნველყოფს ერთი ექიმის მიერ მთელი ორსულობის პერიოდის მეთვალყურეობას, მშობიარობის ჩათვლით. კლინიკის მუშაობა იმართება სრული გაიდლაინების სისტემით და ეროვნული პროტოკოლების თანახმად. გუნდური მუშაობა განაპირობებს რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას – ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, სისხლდენის შემთხვევა არ ყოფილა, აღარაფერს ვამბობ   სამშობიარო გართულებებზე.  ინტენსიურად ვახდენთ მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით ექთნების, მეანების, ბებიაქალების გადამზადებას და ყველა უახლესი მიღწევების ათვისებას. ყველაფერი ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ მივიღეთ მთლიანად პაციენტზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური და მაღალი სტანდარტების მქონე სამშობიარო სახლი იმერეთის რეგიონში. ეს მთელი საქართველოს შენაძენია. ჩვენ პაციენტების სამსახურში ვართ და  ეროვნულ საქმეს ვემსახურებით.

скачать dle 11.3