კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა შოთა ზანდუკელმა შხამიან გველებთან და ნიანგთან ერთად ცხოვრება

29 წლის შოთა ზანდუკელმა თავისი უცნაური, მაგრამ ძალიან საინტერესო ცხოვრების შესახებ გვიამბო. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ის გველებთან, ნიანგთან და სხვა ქვეწარმავლებთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ ბავშვობიდან ჰობის დონეზე, ქვეწარმავლების შეგროვება და მათი მოვლა უყვარდა. თუმცა, ეს ინტერესი პროფესიაში გადაეზარდა და დღეს ის ჰერპეტოლოგი, ანუ შხამიანი გველების სპეციალისტია. როდესაც შოთა უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირებას სწავლობდა, პარალელურად, ზოოლოგებსა და ბიოლოგებში დადიოდა, სადაც „ეკოლოგიური წრის” წევრი იყო. გველების შესახებ არაოფიციალურად ლექციებს კითხულობდა და მოხალისედ სკოლებში გაკვეთილებს ატარებდა. დღეს მას სახლში ჰყავს იშვიათი ჯიშის ნიანგი, გიგანტური ზომის ორი გველი – მექსიკური კონსტრუქტორებიანი სამეფო ბოა, ანუ მახრჩობელა და ქართული შხამიანი გიურზა. ეს ისტორია, თავიდან რომ მოვისმინე, არ დავიჯერე. ამიტომ, როგორც ამბობენ, გაგონილს საკუთარი თვალით ნანახი ჯობიაო და შოთას სახლში ვესტუმრეთ, სადაც მისი საოცარი ბინადრები ვნახეთ და ბევრი საინტერესო ამბავიც მოვისმინეთ.
შოთა ზანდუკელი: თავიდან, ცხოველების მიმართ მქონდა ინტერესი. რაღაც პერიოდის განმავლობაში, მოსკოვში ვცხოვრობდი, თუმცა საქართველოშიც ხშირად ჩამოვდიოდი. მამა მოღვაწეობდა რუსეთში და ოჯახიც, ძირითადად, იქით ვიყავით. შვიდი წლის ასაკში მამამ მოსკოვის ზოოპარკში წამიყვანა, საიდანაც საოცარი შთაბეჭდილებებით წამოვედი. გაოცებული ვიყავი. უკვე ცხრა წლის ასაკში, როცა საქართველოში ჩამოვედი, გადავწყვიტე, სახლში მომეყვანა ცხოველები. მაშინ, მოგეხსენებათ, ზოომაღაზიები არ იყო, ამიტომ მარტივად მოსაპოვებელი ცხოველებით დავიწყე. მაგალითად, ძაღლით, კურდღლით და ასე შემდეგ. 10 წლისას უკვე იმდენი ბინადარი მყავდა, ზოოპარკი გავხსენი, რომელსაც „ნომერი 140” დავარქვი. თუმცა, რატომ ავირჩიე ეს სახელწოდება, არ ვიცი. ჩემი ზოოპარკი მრავალფეროვანი იყო, მყავდა: მორიელები, ხვლიკები, ზაზუნები, ზღვის გოჭები, თუთიყუშები და კიდევ ბევრი რამ. ხუთი წლის განმავლობაში, ამ საქმეში მთელი უბანი იყო ჩართული. დაახლოებით 20-მდე თანამშრომელი ვიყავით (იცინის). ზოოპარკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი თავად გახლდით. ასევე, მყავდა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ კანონებს იღებდა. გვქონდა სალარო, რომელსაც „ფულის დადების ფასები” ერქვა და თითოეული თანამშრომელი ვალდებული იყო, ყოველთვიურად 20-30 თეთრის ოდენობის თანხა დაედო. მათ, ვისაც აინტერესებდა ჩვენი ბინადრების დათვალიერება, ვყიდდით ბილეთებს. ახლობლებს, ნათესავებს და დიდებს ბევრად ძვირად, დაახლოებით ორ ლარად ვაძლევდით. თვეში 100 ლარამდე გვიგროვდებოდა და ეს თანხა 19 წლის წინ, კიდევ დიდი ფული იყო. შეგროვებული ფულით გავცემდი ხელფასებს და ცხოველებისთვის ვყიდულობდით საკვებს. მქონდა ხუთი შტაბი, ერთ-ერთი იყო მომარაგების, ანუ რასაც ვიჭერდით, იქ მიგვყავდა და ვახარისხებდით. ვიჭერდით ყველაფერს, რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა: ქვეწარმავალს, ფრინველს, ცხოველს. მოკლედ, სერიოზული ორგანიზაცია ვიყავით (იცინის).
– გველებით როდიდან დაინტერესდი? სად გაქრა ეს ზოოპარკი?
– ცხრა წლის ვიყავი, პირველად რომ დავიჭირე გველი და შოკი დამემართა. იმ დღიდანვე გველებზე გადავერთე. ეგზოტიკური ცხოველები მხიბლავდა, მაგრამ გველებმა გამაგიჟა. გველის თუ შიში და ზიზღი არ გაქვს,  აღიარებ, რომ მართლა ძალიან ლამაზი და საინტერესოა. ისეთი ფერები აქვთ, ულამაზესები არიან. პირველად რომ დავიჭირე, არაფერი ვიცოდი ამ ქვეწარმავლის შესახებ. როგორც ყველა ბავშვს, მეც ის ინფორმაცია მქონდა, რომ გველი შხამს ხმელეთზე ტოვებდა და წყალში არ იკბინებოდა. ეს, მინდა გითხრათ, რომ სიცრუეა. მაშინ ლისის ტბაზე, წყალში დავიჭირე და როგორც აღვნიშნე, საოცარი რამ დამემართა. რაც შეეხება ზოოპარკს, ნელ-ნელა დაიშალა. მეც გავიზარდე და ინტერესთა სფერო გამიფართოვდა. მორიელები და წვრილ-წვრილი ქვეწარმავლები აღარ მაინტერესებდა. თუმცა, ბავშვები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულები და არ ვიცი, რა მოლოდინი ჰქონდათ – ალბათ, ფიქრობდნენ „ლონდონის ზოოპარკს” გავაშენებდი (იცინის).
– შხამიან გველს თუ უკბენია შენთვის?
– მგონი, 16 წლის ვიყავი, რომ მიკბინა. ყველაფერი ვიცოდი: როგორ უნდა დამეჭირა, რა ტექნიკა უნდა გამომეყენებინა და ასე შემდეგ, მაგრამ დაზღვეული არასოდეს არაფრისგან ხარ. თან, ეს ცხვირრქოსანი გველგესლა პატარა ზომის იყო, შესაბამისად, შხამის დოზაც ცოტა ჰქონდა. ეს ვიცოდი და ამიტომ მივყევი ბოლომდე. თუ მიკბენდა, არაფერი მომივიდოდა. დაჭერის დროს ხის ფესვებში შეძვრა, შემოეხვია და მელოდებოდა. მეც შევავი ხელი და როგორც კი მივუახლოვდი, მაშინვე დამარტყა. მახსოვს, ძმაკაცთან ერთად ვიყავი და გული გავუხეთქე. ვიდრე მიკბენდა, ავუხსენი, როგორ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ პანიკაში ჩავარდა. ეს რომ დავინახე, მეც გავითამაშე, ვითომ გული მიმდიოდა და გაგიჟდა ბიჭი, ჩემზე უარეს დღეში იყო (იცინის). ცხვირრქოსანმა ორჯერ მიკბინა და რაიმე შხამის საწინააღმდეგო წამალი არც ერთხელ არ გამიკეთებია.  გიურზას ნაკბენი, ფაქტობრივად, ანგრევს ორგანიზმს. თუ გადარჩი, მერე გეწყება პრობლემები. ცხვირრქოსანა გველგესლაც მისი მონათესავე ჯიშია, მაგრამ გადავრჩი. ჩემმა ორგანიზმმა გაუძლო, რადგან არ ვარ ალერგიული. ისე, ძალიან ძლიერი შხამი აქვს. გადარჩენის შემდეგ ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს. პირდაპირ სუსტ წერტილს ურტყამს და თავის დაღს ასვამს. 
– ნიანგი როგორ აღმოჩნდა შენს სახლში?
– ყოველთვის მიზიდავდა ნიანგის თემა, ესეც ერთგვარი ექსტრემია. ჩემი ნიანგი პატრაა, მაგრამ ისეთი აგრესიულია – გებრძვის და სპეციალისტი უნდა იყო, რომ დაიმორჩილო. ჯერ ერთი წლისაა და თუ რაიმე საფრთხეს იგრძნობს, დედას ეძახის დასახმარებლად, საოცარ ხმებს გამოსცემს. ნიანგის გაზრდა, მართლა სიკვდილთან თამაშია. სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში და სასწრაფოდ ვიყიდე სარფში ერთი არაბისგან. 
– სახიფათო მომენტი თუ შეგქმნია?
– ბევრი სახიფათო მომენტი მქონია და არა ერთხელ ვარ გადარჩენილი გიურზას კბენას. სახიფათო მომენტი იქმნება მაშინ, როცა გველს ვერ ხედავ და  სიტუაციას ვერ ფლობ. ორჯერ გადავუჩი გიურზას დაგესვლას. დაურტყამს, მაგრამ ამიცდენია. ამასაც ცოდნა უნდა. სახალისო შემთხვევებია ხოლმე გამოძახებებზე. ძირითადად, ისეთ ხალხთან გიწევს ურთიერთობა, ვისაც ძალიან ეშინია გველის. ბევრჯერ გულიც წასვლიათ. როცა დასაჭერად გავიწევი, მეუბენიან, არ მოკლა „ფუძის ანგელოზია”, „ოჯახის მცველია” და მსგავს რაღაცეებს. ამაზე მეცინება. ჯერ ერთი, გველი არასდროს მომიკლავს და მეორე, ამ გადმოცემებისაც არ მჯერა. რომ ამბობენ, გველი სიბრძნესთან ასოცირდებაო, არც ამას ვეთანხმები. ამდენი წელია, გველებთან მაქვს ურთიერთობა და სიბრძნის ვერაფერი შევამჩნიე. დელფინს ან ძაღლს რომ შევადაროთ, ისინი განვითრებულები არიან, ეს – ნაკლებად. თან, ტვინი აქვს ძალიან  პატრა. ალბათ, დინჯები რომ არიან, მაგიტომ აიგივებენ სიბრძნესთან.

скачать dle 11.3