კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იმღერა ამერიკაში „ნიუ-იორკ ვოისის“ სოლისტთან ერთად დუეტი ვაჟა მანიამ და რატომ „გადაეკიდნენ” მას „ბერკლიში“ სტუდენტები

ვაჟა მანია ცოტა ხნის წინ ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. ის უკვე მეოთხე წელია, წარმატებით სწავლობს ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში. მისთვის ბოლო სემესტრი განსაკუთრებულად წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ვაჟა მანია: ბოლო სემესტრი ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სულ ბეწვის ხიდზე გავდივარ, მუდმივად მოტივირებული ვარ და კარგის მოლოდინი, იმედი მაქვს. ნიშნების მხრივაც კარგი შედეგი მქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ კონცერტები მქონდა პიტერ ელდრიჩთან – ეს არის „ნიუ-იორკ ვოისის“ ერთ-ერთი წევრი. ბერკლიში ძალიან ცნობილია და ზოგადად, ეს ჯგუფი საკმაოდ პოპულარული და წარმატებულია. გამორჩეული მუსიკოსები აარჩია და გამიხარდა, მათ შორის მეც რომ მოვხვდი. თან, ახლოს არ ვიცნობდი და ვისთანაც მუშაობს, ზოგადად, იმათ უფრო მეტი შანსი აქვთ ხოლმე. შეიძლება, მოეწონოს, მაგრამ მეორე დღეს რას იზამს კონცერტზე, არ იცის, ამიტომ, არ სურს რისკზე წასვლა. ცნობილი ვარსკვლავია, როგორც ბერკლიში, ასევე მთელ ამერიკაში, უფრთხილდება თავის პრესტიჟს.
– რატომ აგირჩია შენ?
– ალბათ, ძალიან მოვეწონე.  დიდი იყო კონკურენცია, თან, პიტერი საკმაოდ მკაცრია, ბევრ რამეს აქცევს ყურადღებას. ყველას უნდოდა, მის დუეტებში მოხვედრილიყო. გამიმართლა, ამიყვანა და მასთან ერთად სცენაზე ვიმღერე. გადავაკეთეთ ერთი სიმღერა სხვა არანჟირებით – ჯაზური სტანდარტი შევასრულეთ. ძალიან კარგად ჩაიარა. თან, იქაური პუბლიკა ძალიან განსხვავდება. დარბაზში რომ სხედან, უკვე იციან: ვინ გამოდის, რას მღერის, ის სიმღერა ვინ დაწერა, ვინ იმღერა, მოკლედ, მთელი ისტორია. შესაბამისად, შენგანაც სხვა რამეს ელიან. სცენაზე რომ გადიხარ, ყველაფერი უნდა იცოდე, რაც ამ სიმღერასთანაა დაკავშირებული. ახალი რაღაც უნდა გააკეთო, ახალი ემოციით, აქცენტით, თორემ შენს ნამღერს ფასი არ ექნება. ცოტა ვღელავდი, თან წინა დღეს ერთად მხოლოდ 15 წუთი ვიმუშავეთ. სიმღერა ერთი კვირით ადრე შევარჩიეთ. ახალი სიმღერა იყო და არ ვიცოდი. ასეთ ექსტრემალურ პირობებში მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა – 15 წუთში აკეთებ მაქსიმუმს და შემდეგ უკვე სცენაზე გრძელდება ეს მაქსიმუმი – არ სჭირდება მთელი დღე, ერთი კვირა მეცადინეობა. მერე ამაში იწვრთები და უფრო კარგად ჩანს შენი პროფესიონალიზმი. ასე ამუშავებენ იქ სტუდენტებს: მოგცემენ სიმღერას, 15 წუთს გაძლევენ სამუშაოდ. ტექსტი იცი, მელოდია იცი, ფორმაზე შევთანხმდით და დანარჩენი უკვე სცენაზე უნდა გააკეთო. პიტერის შეფასებებიც დადებითი იყო. თავიდან მკითხა: შენ როგორ მოგეწონა, როგორ გრძნობ თავს? მე მომეწონა, კარგი იყოო. ალბათ, იმიტომ, რომ სცენაზე ისეთი რაღაცეები მოხდა, რაც რეპეტიციაზე არ ყოფილა.
– რა მოხდა?
– იმპროვიზაცია, ოღონდ ჩარჩოში ჩასმული, ზედმეტი რაღაცეების გარეშე. სასიამოვნო დასასრული ჰქონდა, პიტერსაც გაუკვირდა, ამას არ ელოდებოდა. შემდეგ უკვე სამი თვე ვმუშაობდი მასთან, ჩემი პედაგოგი გახდა და ეს იყო ჩემთვის სამთვიანი ზეიმი. ძალიან კარგი პედაგოგია, საინტერესოა მასთან მუშაობა. მონდომებული იყო, რადგან ხედავდა, რომ მეც ბოლომდე ვიხარჯებოდი.
– მასთან მოხვედრაც არ იქნება ადვილი, ალბათ, ყველასთან არ მუშაობს.
– გასაუბრება უნდა გაიარო მასთან და თუ მოეწონები, აგირჩევს. ყველას არ ირჩევს და რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, სამი თვე რომ ჩემი პედაგოგი იყო. ტექნიკურად მისწორებდა, მასწავლიდა ბევრ რამეს. თუმცა, მთლიანობაში ძალიან მოსწონდა მუსიკისადმი ჩემი დამოკიდებულება, ხასიათი. ამბობდა: ახალგაზრდის ასეთი დამოკიდებულება ჯაზისადმი ძალიან იშვიათია ამერიკაშიც კი და ეს ძალიან მომწონსო. მიხარია, რომ მომავალშიც ისევ განვაგრძობ მასთან მუშაობას. გარდა ამისა, პიტერთან დაკავშირებით სხვა გეგმებიც მაქვს, რადგან ჩვენი დუეტი საინტერესო გამოვიდა და თან, წარმატებული. გარდა ამისა, მესამედ გავედი მეგი სკოტის კონკურსზე და გამოვედი კონცერტზეც. რამდენჯერაც მასთან მოვსინჯე ძალები, რომ მხედავს, ძალიან სიამოვნებს და უკვე ვიცი, ამიყვანს. ამ კონცერტმაც ძალიან კარგად ჩაიარა. გარდა ამისა, სტუდენტებთან ერთად მასტერ-კლასებიც მქონდა, მათ შორის ქართველებთან – პაპუნასთან და სოსოთან ერთად. მასტერ-კლასები ჩავატარეთ. კლასშიც გავაცანი მასწავლებლებს, ბავშვებს და ყველას ძალიან მოეწონა, დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს. „ბერკლიში” აბსოლუტურად ყველაფრის ნებას გრთავენ, სრულ თავისუფლებას გაძლევენ როგორც მუსიკაში, ასევე ცხოვრებაში. მთავარია, კანონი არ დაარღვიო. ახლა ვემზადები ნიუ-იორკში ერთ-ერთ ცნობილ ჯაზ-კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად, რომლის ჟიურის წევრებიც „გრემის“ მფლობელი მუსიკოსები არიან. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ნიუ-იორკში იქნება კონცერტი და მივიღებ მონაწილეობას. ეს, კარიერის მხრივ, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ასევე მინდა, მონტრეს ფესტივალზე გავიდე. „ბერკლიში“ სხვა სტუდენტებიც მეუბნებიან: რატომ არ გადიხარო. ისეთი დატვირთული ვარ, თან, ხშირად მიწევს საქართველოში ჩამოსვლა, საბუთების მოგვარება, მირჩევნია, დამთავრებისკენ მივიღო მონაწილეობა. უფრო მეტი გამოცდილებაც მექნება და უფრო კარგად მოვემზადები. თბილისშიც მაქვს გეგმები – 4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა და როგორც ვიცი, „ბერკლის“ ქართველი სტუდენტები აღვნიშნავთ საქართველოში ამას. ძალიან გამიხარდა, ეს ჩემთვის დიდი პატივია – იმ ქვეყანას დავუფასებ იმას, რასაც წლების განმავლობაში მაძლევს.
– „ბერკლიში“ უკვე იცნობენ ვაჟა მანიას?
– კი, გაიცნეს უკვე „ბერკლიში“ ვაჟა მანია. რამდენიმე სტუდენტი გადაკიდებულიც მყავს, მშობლებივით რომ დაგყვებიან უკან: ამას რატომ არ აკეთებ, ამ ფესტივალზე რატომ არ გამოდიხარ? სადმე რომ დამინახავენ, მეუბნებიან: იქ რატომ არ წახვედი, ამაში რატომ არ მიიღე მონაწილეობაო...
– ეს „გადაკიდებული“ სტუდენტები ბიჭები არიან თუ გოგონები?
– გოგონებიც და ბიჭებიც. ბავშვებს ვუყვარვარ, რადგან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. ერთმანეთის ნიჭს, შესაძლებლობებს ძალიან აფასებენ. თუ მასზე მეტი ხარ, ესეც მოსწონთ და ცდილობენ, შენგან რამე ისწავლონ. საოცარი გარემოა „ბერკლიში“.
– როგორია ბოსტონელი ვაჟა მანია, როგორია მისი ამერიკული თავისუფლება?
– თავისუფლებასაც თავისი ჩარჩოები აქვს, რადგან თუ ჩარჩოს გადადიხარ, აფუჭებ, არღვევ, ეს უკვე აღარ არის თავისუფლება. თუმცა, ამერიკაში გაქვს იმის საშუალება, მუსიკაში ან შენს ცხოვრებაში აკეთო ის, რაც შენს სულთან ახლოა და გსიამოვნებს. ჩემი თავისუფლება ბედნიერებაა და ეს გამოიხატება იმით, რომ ვარ იქ, სადაც მინდა, ვიყო; ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს; შემიძლია, ვიმეცადინო იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მინდა და ამაში ხელს არავინ მიშლის. ვტკბები იმით, რაც მაქვს და რასაც ვაკეთებ. თუ მეტი მინდა – ისიც იქნება, ოღონდ დროა საჭირო. იქ თავიდან ბოლომდე ვიხარჯები და ეს არის ჩემი თავისუფლება.
– რამე გაგიფუჭებია ან დაგირღვევია?
– არაფერი არ გამიფუჭებია, ყველაზე პატიოსანი ბიჭი ვარ. იქ რამეს თუ გააფუჭებ, დაარღვევ, არ მოსულა იმის თქმა: არ ვიცოდიო. ამერიკაში ყველაფერი უნდა იცოდე, რომ შარში არ გაყო თავი. ერთადერთი, მოტოციკლზე დავჯექი და ეს იყო დარღვევა, არ შეიძლებოდა, მაგრამ გადავრჩი. სხვა ისეთი არაფერი გამოფუჭებია, რადგან ვიცი, თუ გავაფუჭებ, იქ დამთავრდება ჩემი თავისუფლება.
– კარგია სწავლა, მეცადინეობა, მაგრამ პირადში არაფერი ხდება, გოგონებს არ მოსწონხარ?
– როცა სცენაზე ვდგავარ, მოვწონვარ, მაგრამ სცენის მერე, ისევ ვიკარგები. ჯერჯერობით მთელი ჩემი ენერგია სწავლას ხმარდება.

скачать dle 11.3