კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ნიკა გვარამიასა და გიგი ადამაშვილს შორის მომღერლის შეურაცხყოფის შემდეგ და ვინ ეჭვიანობს გიგიზე და სოფო ნიჟარაძეზე

მომღერალი გიგი ადამაშვილი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ უკრაინული „X ფაქტორიდან“ გაიცნო. მაშინ ნიჭიერი მომღერლის საოცრად ტკბილმა, სასიამოვნო ხმამ და ემოციურმა შესრულებამ  არავინ დატოვა გულგრილი. დღეს გიგი უკვე ქართულ „X ფაქტორშია” და კვლავ განაგრძობს მაყურებლის მოხიბვლას. ვისაც გსურთ გიგის პროექტში დარჩენა, მისი მოსმენა და გამარჯვება, დაურეკეთ ტელეფონის ნომერზე: 0903 300 302.
გიგი ადამაშვილი: ეს კონკურსი ჩემს ცხოვრებაში მეოთხეა. ვცდილობდი, ცნობადი სახე გავმხდარიყავი, რომ ეს ჩემს საქმეს გამოსდგომოდა. ამ ყველაფრისთვის კარგი გზა არის „რუსთავი 2” – თავისთავად აეწყო ყველაფერი. არ ვნანობ, რომ „X ფაქტორში” მივიღე მონაწილეობა, მაგრამ საქართველოში ეს ჩემი ბოლო კონკურსია, რადგან ეს უკვე ის საფეხურია, საიდანაც ან რაღაც ახალი უნდა დაიწყო, ან გაჩერდე. უკვე ვმუშაობ ერთ სიმღერაზე, რომელიც აუცილებლად გამოვა. ასევე, სასწავლებლად ამერიკაში წასვლას ვაპირებ.
– წინა ლაივზე ნიკა გვარამიამ გაგაკრიტიკა და შენი ნამღერი მარტის კატის კნავილსაც შეადარა. როგორი რეაქცია გქონდა ამაზე?
– ნიკასგან ველოდი კრიტიკას, რადგან, შეიძლება, მას არ მოსწონს ჩემი ნამღერი; როგორც თავად ამბობს, უბრალოდ, მობეზრდა რაღაცეები, რაც სავსებით მესმის. მას, როგორც ადამიანს, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, წინა ლაივზე მისი ნათქვამი არ იყო კრიტიკა, ეს იყო უკვე შეურაცხყოფა. კრიტიკა ჩარჩოებში უნდა იყოს, შეურაცხყოფა კი სხვა რამ არის. მესმის, ადამიანია, მოუვიდა და არ ვარ პატარა ბავშვი, რომ დავიგრუზო, თუმცა იმ მომენტში ძალიან გავბრაზდი, ძალიან! ვერასდროს ვერავინ ვერ მომაყენებს შეურაცხყოფას; თუ მომაყენებს, აუცილებლად დავუბრუნებ უკან. მაგრამ, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ადამიანებს ზოგჯერ მოსდით მსგავსი რაღაცეები. ძალიან გამიხარდება, თუ ამას თვითონაც მიხვდება.
– ხომ არ გიცდია, გაგერკვია ეს საკითხი?
– ამას არ გეტყვით. რაც მოხდა, ის საჭიროა, ვიცოდეთ მე და ნიკამ. ერთ ტელევიზიაში ვართ, ის მენტორია და, შესაბამისად, ერთმანეთს ლაითად ვხვდებით. ნიკას ზედმეტი მოუვიდა და ეს ყველანაირ ფარგლებს გასცდა. ვიღაცეებმა ისიც დაწერეს ჩემზე – რატომ არ იღებ კრიტიკასო. კრიტიკას ძალიან კარგად ვიღებ, მაგრამ, როცა შეურაცხყოფაა, ამას ვერ მივიღებ.
– როგორ იქცევი, როდესაც ვინმე ცდილობს შეურაცხყოფა მოგაყენოს?
– ამ შემთხვევაში უკვე გაბედვის მომენტია, ვერ ბედავენ და ვერც გაბედავს ვერავინ! ასე მარტივი არ არის გიგი ადამაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ასეთ მომენტში გიგი სულ სხვა ადამიანია. არ ვარ ისეთი, როგორიც სცენაზე ვარ – ტკბილი, საყვარელი, წყნარი ბიჭი; მეც ბევრი მაქვს გავლილი და, არავის ეგონოს, რომ ვინმე რამეში მაჯობებს. ზოგს ჰგონია, რომ უთქმელი ვარ; პირიქით, ძალიან მთქმელი ვარ, პირდაპირი და ზოგჯერ ძალიან სასტიკიც. შეურაცხყოფასაც ყოველთვის ცუდად ვპასუხობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯობდა, დუმილით მეპასუხა, რადგან, ვიცი, რომ ნიკას რაღაც პრობლემები ჰქონდა – ადამიანია, მესმის. არის რაღაცეები, რაც ჩვენს შოუზე მაღლა დგას, თუმცა, შესაძლოა, მეც მქონოდა პრობლემები და არ შეიძლება ასეთი რამ.
– რას იზამ, კიდევ რომ განმეორდეს მსგავსი რამ?
– არა მგონია, რომ განმეორდეს, მაგრამ, თუ განმეორდება, აუცილებლად წამოვალ პროექტიდან. შეურაცხყოფას კიდევ თუ მომაყენებს ნიკა, მერე ვნახოთ... უფრო სწორად, არ დავტოვებ პროექტს, რადგან ძალიან ბევრი გულშემატკივარი მიდგას უკან, ასევე, ჩემი მენტორი, ოთხივე მწვრთნელი და ამ ადამიანებს ვერ შევაქცევ ზურგს.
– როგორი ცხოვრება გაქვს?
– არ მაქვს სევდიანი ცხოვრება, ძალიან კარგი ცხოვრება მაქვს, რომელსაც მშვიდად, ლამაზად მივყვები. უბრალოდ, ვიღაცეებს ნუ ჰგონიათ, რომ მხოლოდ მიკროფონი მიჭირავს ხელში. ვიღაცეები წერენ ხოლმე: არაფრის თავი არ აქვსო. საკმაოდ ბევრის თავი მაქვს... ვერ წარმოუდგენიათ კაი ბიჭებს, რომ მიკროფონიანმა ბიჭმაც შეიძლება იცოდეს სხვა რაღაცეებიც. ჩემი ცხოვრება მთლიანად დაკავშირებულია მუსიკასთან, ოჯახთან, მეგობრებთან; ვცხოვრობ ჩემი გზით და მიხარია, რომ გიგი ადამაშვილი არ ეზიზღებათ.
– რისი კეთება შეგიძლია კიდევ, სიმღერის გარდა?
– შემიძლია, ვითამაშო „ფლეი სთეიშენზე”. ვგიჟდები თამაშებზე, ისე შემითრევს ხოლმე, რომ გვერდზე გახედვა აღარ მინდა. სამაგიეროდ, ვერ ვერთობი კლუბებში; როგორც კი შევდივარ, მაშინვე მეძინება – მთენთავს კლუბური მუსიკა. ვერთობი მეგობრებთან ერთად აგარაკზე, მიყვარს ტერასები, ვერანდები, სივრცე, პლედი და დაბალ ხმაზე ლამაზი სიმღერა. ჩემი საღამოებიც არ არის ეპატაჟური, ძირითადად არტ-საღამოებია, თითქმის ყველა მაგიდა დაკავებულია და იმ დროს ჩემია მთელი პუბლიკა. მათი ფონი არასდროს ვარ, ჩვენ ვართ ერთი დიდი მთლიანობა, ყველა ერთად მღერის, შუქს ვაქრობთ, ნათურებს ვანთებთ, მთელი რიტუალები გვაქვს. ბევრი მწერს: შენი ხმა მაძინებსო. მე მჭირდება მშვიდი სტადიონი, ლამაზ ფერებში განათებული.
– ოჯახი, მშობლები ახსენე. როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?
– დედაჩემი ძალიან პატარაა და საყვარელი. იმდენად მეგობრულად ვართ, ვეუბნები ხოლმე – დედა, ღამე გოგოსთან მივდივარ-მეთქი. წადი, ოღონდ, წამალი დალიე, არ გაცივდეო. არასდროს არაფერს მაძალებდნენ, სულ მქონდა მათი მხრიდან მხარდაჭერა. ის, რომ ახლა ასეთი ვარ, მათი დამსახურებაა. მამა ძალიან ჩართულია ჩემს ამბებში – ყველა მომენტს, დეტალს ერთად განვიხილავთ. როცა სიყვარულსა და სითბოს ხედავ, შენც მოსიყვარულე და თბილი ხდები. მეც ძალიან მინდა, ასეთი ოჯახი მქონდეს.
– გარდატეხის ასაკში მოზარდებს ხშირად უჩნდებათ სხვადასხვა საკითხისადმი პროტესტის გრძნობა, შენც გქონია ასეთი მომენტი?
– დიახ, მეც ვიყავი „აჭრილი”, გარკვეული პროტესტებიც მქონდა. რაღაც უაზრობაზე ჯიბრში ვდგებოდი და ახლაც ვერ მოვიტეხე რქები. უაზრობაზე, სისულელეებზე ვიციკლებოდი. 15 წლის ასაკში საყურით დავდიოდი, თუმცა ეს მომწონდა და იმიტომ ვაკეთებდი. ყველამ იცოდა, რომ გიგის საყურე ეკეთა – მომწონდა და ვერავინ ვერაფერს მიბედავდა. ბიჭები რომ იდგნენ, სპეციალურად იმ ყურით ვდგებოდი მათ მხარეზე, რომელზეც საყურე მეკეთა და, ნეტავი ვინმეს რამე გაებედა! ისე, ყოველთვის ჩემზე უფროსი მეგობრები მყავდა. გოგოებშიც ასე ვარ – უფროსი გოგონები მომწონს. იცი, როგორი?! – შემდგარი, საინტერესო ქალი. ქალის ყველაზე დიდი მომხიბვლელობა მისი გულწრფელობაა. როცა პატარა ხარ, საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი, რაღაცეებს ვერ გამოხატავ და კომპლექსდები. დიდი გოგონები არ არიან ასე და არც პატარა გიგი იქცევა ასე. კაცი ურთიერთობაში უნდა იყოს მშვიდი, გაწონასწორებული, კაცური. კაცურობა ხომ ელემენტარულ რაღაცეებში ჩანს: კარი გაუღე, კომპლიმენტი უთხარი... თუმცა, ბევრი კომპლიმენტი ქალს თავს აბეზრებს. ქალთან „ტონკი” უნდა იყო. ქალს, იცი, რა ბეზრდება? – სტაბილურობა; ყოველთვის ახალი ფლირტი სჭირდება. ამიტომ, ქალი ყველანაირად გამოცდილი უნდა იყოს, უნდა ამოწუროს ყველაფერი, შედგეს ძლიერ პიროვნებად, ისევე, როგორც კაცი და, მხოლოდ შემდეგ შეიძლება მათი ერთად ყოფნა. მიყვარს „პადელნიკური” ურთიერთობები: ყველაფერში უნდა გაუსწორო შენს საყვარელ ადამიანს, როგორც ქალმა, ასევე კაცმა. სადაც უნდა, იქ უნდა წავიდეს და, რაც სურს, ის ჩაიცვას. ჩემს ქალს ათასი პროცენტით ვენდობი; ის ჩემი ისეთი მეგობარი იქნება, რომ ზედმეტი კითხვები არ გამიჩნდება. ვერ ვიტან შეზღუდვებს. ცოლ-ქმარი თუ ვართ, რატომ უნდა შემიზღუდოს მან რამე, ან მე რატომ უნდა შევზღუდო? დიდ გოგოებთან არასდროს ვარ „ტონკი”, ყოველთვის პირდაპირ ვსაუბრობ, გამჭვირვალედ.
– სოფო ნიჟარაძის მუსიკალური სიყვარული რომ გახდი, ამაზე არ ეჭვიანობენ გოგონები?
– არა, პირიქით, მე რომ რამეს დავუწერ, იმდენი ფანი ჰყავს, ჩემზე ეჭვიანობენ – ჩემი სოფოა, შეეშვიო. რაც უნდა კარგად მღეროდე, შენზე რაღაც მითი უნდა შეიქმნას, რაღაც პერსონაჟი უნდა გახდე. შესაბამისად, „სოფოს მუსიკალური სიყვარული” უკვე თემა გახდა და მითიც შეიქმნა.

скачать dle 11.3