კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის აღსანიშნავად წაიყვანა ლელა მებურიშვილი მადონას კონცერტზე ბაჩო საგანელიძემ და რა სიურპრიზებით ანებივრებს მეუღლე მსახიობს ფეხმძიმობის პერიოდში

მსახიობი და ტელეწამყვანი ლელა მებურიშვილი მეორე შვილს ელოდება. მისი უფროსი ვაჟი, ალექსანდრე, ივლისში 2 წლის ხდება, სექტემბერში კი მათ ოჯახს კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატება. მიუხედავად იმისა, რომ ლელა უკვე ფეხმძიმობის მეექვსე თვეშია, საქმიანობას კვლავ აქტიურად განაგრძობს როგორც თეატრში, ისე ტელევიზიაში და, გეგმავს, რომ მშობიარობის შემდეგ, ამჯერადაც ძალიან მალე დაუბრუნდეს აქტიურ ცხოვრებას.
ლელა მებურიშვილი: ამბობენ, რომ პირველი ფეხმძიმობა სულ სხვა ემოციებთანაა დაკავშირებული, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ მეორე რამით ჩამოუვარდება. ახლაც ისევე ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, როგორც პირველად. მაშინაც და ახლაც დიდი სიხარული, ბედნიერება და პასუხისმგებლობა ვიგრძენი. მე და ბაჩოს უკვე გვინდოდა მეორე შვილი და, მადლობა ღმერთს, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვგეგმავდით. თავიდ ან ვფიქრობდი, რომ ბავშვებს შორის ოთხი წელი უნდა ყოფილიყო სხვაობა. ალექსანდრეს ბაღში ევლო და მეორე მერე გამეჩინა, მშვიდად და წყნარად რომ ვყოფილიყავი. მაგრამ ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ ახლა ამისთვის არაჩვეულებრივი დრო იყო. ჩემს პროფესიაში სულ რაღაც ხდება: გადაღება, სპექტაკლი, სხვადასხვა პროექტი. ცოტა ხნის წინ თეატრში პრემიერა მქონდა, ახლა კი ზაფხული მოდის, თეატრშიც და ტელევიზიაშიც სეზონი დასრულდება, წესით, სექტემბერში უნდა ვიმშობიარო და ახალი სეზონიდან უკვე შემეძლება ახალ პროექტებში ჩართვა. იმედია, შემოთავაზებები იქნება. რატომღაც, ასე დავგეგმეთ და, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დაემთხვა.
– პირველი, ალბათ, ბაჩოს უთხარი ფეხმძიმობის შესახებ?!
– სხვათა შორის, პირველი ფეხმძიმობის შესახებ რომ გავიგე, ჩემთან ერთად ჩემი მეგობრები იყვნენ და ბაჩომდე მათ გაიგეს, მერე კი – ბაჩომ. ზოგადად, როცა გადავწყვიტე, რომ მეორე შვილი მინდოდა და ბაჩოს ვუთხარი, ეს მისთვის შოკი იყო. ეგონა, რომ მე ჯერ არ მომინდებოდა და ბედნიერი იყო, როცა გაიგო, რომ უკვე მეორე შვილზე ვფიქრობდი. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ეს თემა განსაკუთრებულია. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, გიჟი ხარო, მინდა, მთელი დღე ჩემს შვილთან ერთად ვიყო. როცა გასვლა მიწევს, ვცდილობ, ეს ალექსანდრეს ძილის პერიოდს დავამთხვიო. თუ დღის განმავლობაში მე სახლში ვარ და ბაჩო გასულია, რეკავს და „ვაიბერში“ ნახულობს ალექსანდრეს, თუ მე ვარ გასული, მე ვურეკავ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქალაქში ვართ და საღამოს აუცილებლად ვნახავთ ბავშვს.
– ალექსანდრე უკვე აცნობიერებს, რომ კიდევ ერთი პატარა გეყოლებათ?
– როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, აცნობიერებს. ძალიან ემოციურად აღიქვა და  მოეწონა ეს ამბავი. სულ მუცელზე მეფერება და, „ბა, ბააო,“ – მეუბნება, ვითომ აჭმევს და ელაპარაკება. მოკლედ, ყველაზე მეტს ალექსანდრე ეკონტაქტება. არ ვიცი, რომ გაჩნდება, მერე რას იზამს. როგორც წესი, ეჭვიანობენ ხოლმე პატარებზე და აქედანვე ვცდილობთ, რომ ეს თავიდან ავირიდოთ. მისთვის საჩუქრები მოგვაქვს და ვეუბნებით, რომ ეს პატარამ გამოუგზავნა და, ის რომ გაჩნდება, ჩვენც უნდა ვუყიდოთ საჩუქრები. ამ თემაზე მართლა ვნერვიულობ – არ მინდა, ალექსანდრემ თუნდაც ერთი წამით ინერვიულოს, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, განსხვავებულად თბილი დამოკიდებულება აქვს.
– თვითონ როგორი ბავშვია?
– უზომოდ თბილი. რომ გხედავს, სახე უბრწყინდება. მარტო მშობლებზე კი არა, ოჯახის ნებისმიერი წევრის და მეგობრების მიმართაც განსაკუთრებულ სითბოს გამოხატავს. ჩემი მეგობრები ამბობენ: ვაიმე, როგორ ვუყვარვარ ამ ბავშვსო. ძალიან ცელქი და აქტიურია. მიუხედავად იმისა, რომ სულ მოძრაობაშია, სიდინჯეს ინარჩუნებს და, ვიღაც რომ შეხედავს, იტყვის, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ამან რამე გააფუჭოსო. მაგრამ თუ ოთახში ორი წამით მარტო დატოვე, ან სკამზე დაგხვდება, ან მაგიდაზე (იცინის).
– რომელს უფრო გგავთ?
– მეც და ბაჩოც ძალიან თბილები ვართ, მაგრამ, მეუბნებიან, შენ გგავს, სულ ეფერები, ჰკოცნი და ალექსანდრეც ამიტომაა ასე თბილიო. თუმცა, მე დიდად ცელქი არ ვიყავი და ამაში, ალბათ, ბაჩოს ჰგავს. მისი მშობლები მოძრაობით და საქციელებითაც მამას ამსგავსებენ. გარეგნობითაც ძალიან ჰგავს, მაგრამ ბავშვობაში მეც ასეთი ვიყავი, ანუ, მე და ბაჩო ვგავდით ერთმანეთს ამ ასაკში (იცინის). საერთო ჯამში, მგონი, ნაკვთებით მე მგავს და იერით – ბაჩოს.
– დედა უფრო ანებივრებს თუ მამა?
– მე არაფერს არ ვუშლი და ვერც ვერასდროს შევძლებ, რომ მკაცრად მოვექცე, ალბათ, იმიტომ, რომ ცუდად არც იქცევა. თუმცა, მე არ მიყვარს მისთვის ზედმეტი ნივთების ყიდვა. აი, ბაჩოს კი არ შეუძლია, ერთი კვირა ისე გავიდეს, რომ საჩუქარი არ მოუტანოს. ჯერ პატარაა და რამის მოთხოვნა არ იცის, თუმცა საჩუქრებზე მადლობელია (იცინის).
– უკვე მეექვსე თვეში ხარ. როგორი ფეხმძიმობა გაქვს?
– პირველზეც და მეორეზეც პირველი სამი თვე ტოქსიკოზი მქონდა. მაგრამ ალექსანდრეზე ისე ვიყავი, რომ ვერ ვჭამდი, მთელი დღე ძალიან დატვირთული ვიყავი, ამიტომ დილით გადასხმებს ვიკეთებდი. ახლა ჭამა შემეძლო და გადასხმები აღარ დამჭირვებია. ისე, სულ გული მერევა და ამ მხრივ რთული ფეხმძიმობა მაქვს. სულ მეშინოდა, რომ პირდაპირ ეთერში არ დამმართნოდა რამე (იცინის). მაგრამ, უკვე მივხდი, რამ შეიძლება გაგიჩეროს იმ მომენტში ეს შეგრძნება – ხან ალუჩა მქონდა თან და ხან „სუხარი“. რეკლამაზე, ან, როცა მე არ ვჩანდი კადრში, მაშინ ვჭამდი. მქონია შემთხვევა – ვაიმე, ახლა გავედი ეთერიდან, თორემ, რაღაც დამემართება-მეთქი. რეპეტიციის დროსაც მიგრძნია თავი ძალიან ცუდად, მაგრამ ამას ყოველ წამს ვერ იტყვი, მაინც ვერავინ გაგიგებს. იცი, რომ უნდა მოითმინო და გაივლის.
– როგორც ვიცი, ამჯერად შენი ფეხმძიმობა ბროწეულმა „გაყიდა”.
– პირველზე სამი თვე რომ ვერაფერს ვჭამდი, ერთადერთი, ბროწეული მსიამოვნებდა. გარჩეულს ვყიდულობდი და სულ თან მქონდა. ამჯერადაც ისევ ბროწეულისკენ წავედი. არც მიფიქრია, ეს თუ ვინმეს ახსოვდა, მაგრამ ეკა ამირეჯიბმა ბროწეულით რომ დამინახა, მაშინვე ყველაფერს მიხვდა (იცინის). „იმედში“ პირველმა მან გაიგო ჩემი ფეხმძიმობის შესახებ.
– საკვებთან დაკავშირებით განსაკუთრებული სურვილები გაქვს?
– ნებისმიერი მწვანე რამის დანახვაზე ალუჩას გავიძახოდი და, როგორც კი შემოვიდა, მაშინვე ვიყიდე (იცინის). ახლაც სულ მაქვს ჩანთაში. ფეხმძიმობას ახასიათებს – სულ რაღაც უნდა გქონდეს თან, კარგად რომ იგრძნო თავი და მე ალუჩა ავირჩიე (იცინის).
– ისე, პრეტენზიული ფეხმძიმე ხარ? მეუღლე რას ამბობს?
– ბაჩო, ზოგადად, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველია. რაც არ უნდა მომეთხოვა, პრეტენზიას არ დაარქმევდა, რადგან, იცის, რომ ეს ფეხმძიმისთვის ბუნებრივია. მაგრამ განსაკუთრებული სურვილი მეც არ მქონია. ერთადერთი, პირველ თვეებში ღამით ალექსანდრეს რომ ვაძინებდი, შიმშილის გრძნობა მიჩნდებოდა და ვფიქრობდი, ახლა რომ არ შევჭამო, ცუდად გავხდები-მეთქი. ასეთ დროს მიმიწერია ბაჩოსთვის, ბავშვს ვაძინებ და, გეხვეწები, კარაქიანი და ჯემიანი პური გამიკეთე-მეთქი. ერთს რომ შემომიტანდა, ორი მინდებოდა და უსიტყვოდ მიკეთებდა (იცინის).
– ვიცი, რომ მეუღლეს უყვარს შენთვის სიურპრიზების გაკეთება.
– კი, სიურპრიზების გაკეთება ნამდვილად უყვარს და ამისთვის განსაკუთრებული დღე არ სჭირდება. განსხვავებულია, მის ბევრ მეგობარს და მეგობრების ცოლებს უთქვამთ, რომ სხვებს არ ჰგავს. ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეს აღვნიშნავდით და საჩუქრად მადონას კონცერტის ბილეთები მომიტანა, რომელიც ვენაში ტარდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ მადონას დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ, მითხრეს, შოუს თვალსაზრისით მას ყველაზე გამორჩეული კონცერტები აქვსო და ასეც აღმოჩნდა, თან, არც ვენაში ვიყავი ნამყოფი. პრაღაც დავათვალიერეთ და მართლა საოცარი დრო გავატარეთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე დღით ერთად რომ გავედით ქალაქიდან, ეს იყო ყველაზე კარგი. ახლახან მითხრა, თვითმფრინავის ბილეთები გვაქვს, სასტუმრო დაჯავშნილია, კონცერტის ბილეთებიც გვაქვს და, ხომ წამოხვალ „მარონ 5-ის” კონცერტზეო (იცინის). სიმართლე გითხრა, ასეთ დროს არ მაქვს ხოლმე სასწაული ემოციები და ამაზე ცოტა ბრაზდება. მისი ნაჩუქარი პატარა ყვავილიც კი ძალიან მიხარია, მაგრამ გიჟურ ემოციებს ვერ გამოვხატავ. ვფიქრობ, რომ ეს ცუდია, მაგრამ, ხელოვნურობას მირჩევნია, ბუნებრივი რეაქცია მქონდეს. თვითონაც უკვე მიხვდა, რომ ძალიან მიხარია, უბრალოდ, ასე გამოვხატავ. ცოტა ხნის წინ, ოპერაში ორი დღე იდგმებოდა „ანა კარენინა“ და ბილეთები ვერაფრით ვერ ვიშოვე. ყველა მეგობარს დავურეკე – იქნებ უკნიდან მაინც შემაპაროთ, სადღაც დავდგები და ვუყურებ-მეთქი, მაგრამ, შეუძლებელი აღმოჩნდა. ბოლო დღეს, საღამოს 5 საათი იქნებოდა, ბაჩოს ვუთხარი, რომ ძალიან მწყდებოდა გული, წასვლას რომ ვერ ვახერხებდით. წავიდა და, არ ვიცი, როგორ შეძლო, მაგრამ, ბილეთები მოიტანა. აი, მაშინ კი მართლა მქონდა გიჟური რეაქცია, ისე გამიხარდა. მას შემდეგ რამე ღონისძიებაზე რომ მინდა წასვლა, მეგობრები ორი დღით ადრე მეხუმრებიან – ჯერ ადრეა, საღამოს უთხარი ბაჩოსო. მეც ვცდილობ, ყოველი დღე განსაკუთრებული იყოს და წვრილმანებითაც გავახარო. თუნდაც საყიდლებზე სიარული იყოს, რაც, კაცების უმეტესობისგან განსხვავებით, ძალიან უყვარს: ის კაცების სექციაში შედის, მე – ქალების და ორივე კარგად ვგრძნობთ თავს. ცოტა ხნის წინ წასული იყო და შუაღამით ჩამოვიდა. მითხრა – გეხვეწები, გაიღვიძე, საჩუქრები უნდა გაჩვენოო. ალექსანდრესთვის ძალიან მაგარი რაღაცეეები ჰქონდა ნაყიდი, ჩემთვის ულამაზესი სამაჯური და, მეკითხება:  იცი, ჩემთვის რა ჩამოვიტანეო? ყველაფერი განვიხილე, რისი ჩაცმაც კი შეიძლებოდა, მაგრამ, არაო და ძეხვი ამოიღო – ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვისო (იცინის). ალბათ, მეც სადმე თუ წავალ, რამე განსაკუთრებულად გემრიელ საჭმელს ჩამოვუტან.
– ალექსანდრე ამერიკაში დაიბადა. ამჯერად რას გეგმავთ?
– ალექსანდრეზე მერვე თვეში ვიყავი, ამერიკაში წასვლა რომ გადავწყვიტეთ. წასვლამდე ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე და აქედანვე შევარჩიეთ სასურველი კლინიკა და ექიმი. გამოკვლევების პასუხები რომ ჩავიტანე, მითხრეს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო გაკეთებული. საქართველოშიც და ამერიკაშიც ძალიან კარგი ექიმები მყავდნენ და, ისევ ამერიკაში თუ წავედით, დიდი სიამოვნებით ავირჩევ კვლავ იმ ქალს. მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი, არ გვაქვს გადაწყვეტილი იქ წასვლა. სადაც არ უნდა გავაჩინო მეორე შვილი, იმედია, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.

скачать dle 11.3