კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამამ მოძალადე შვილი დედის თვალწინ მოკლა

33 წლის  ალექსანდრე მ-ძე მამის მსხვერპლი გახდა – 61 წლის ნუგზარ მ-ძემ ის საკუთარ  სახლში  მოკლა იარაღით და ამის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა.  გარდაცვლილს ერთადერთი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, მკვლელობას ჰყავდა თვითმხილველი – ალექსანდრე მ-ძის დედა, ნელი მ-ძე, რომელმაც, მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო ქმრის შეჩერება. შვილის მკვლელობის შემდეგ ნუგზარ მ-ძემ თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა მას ამის საშუალება არ  მისცეს.
 რა გახდა მამა-შვილის დაპირისპირებისა და შვილის მკვლელობის მიზეზი, სამართალდამცველებისთვის სოფლის მცხოვრებლებისგან გახდა ცნობილი. იგივე მოტივი დაასახელა მკვლელობაში ბრალდებულმა ნუგზარ მ-ძემ, რომელმაც განაცხადა, რომ შვილი აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მოკლა, რადგან მას ოჯახისა და პირადად მისი სახელის შეურაცხყოფა არ აპატია.
 საქმის მასალების მიხედვით, 33 წლის მამაკაცი სოფელმა მოზარდი გოგონას გაუპატიურებასა და მის მიამრთ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში  ამხილა. გოგონა სოციალურად დაუცველი, ღარიბი ოჯახიდან იყო, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ მამა და მამიდა ზრდიდნენ. მას შემდეგ, რაც სოფელში გახმაურდა, რომ ალექსანდრე მ-ძეს მოზარდთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, მამაკაცმა ბრალი უარყო.  ალექსანდრე მ-ძეს  ქორწინებიდან 10 წლის  გოგონა ჰყავდა, რომელსაც დედა ცალკე ზრდიდა. ყოფილმა ცოლმა  მეორედ დაოჯახების შემდეგ მამას შვილის ნახვაც კი აუკრძალა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან  მამობის უფლების სამართლებრივი დაცვის მცდელობა მოჰყვა, თუმცა შვილი თავად აღმოჩნდა მამის ნახვის კატეგორიული წინააღმდეგი.  ალექსანდრე მ-ძის მეზობლების ჩვენების მიხედვით, ოჯახის დანგრევის შემდეგ მას ხასიათი შეეცვალა,  კონფლიქტურ სიტუაციებშიც არაერთხელ მოხვდა, რის გამოც  მასთან ურთიერთობას ყველა თავს არიდებდა. სოფელი პატივისცემით ექცეოდა მის მამას, რომელსაც მშრომელი და პატიოსანი  კაცის სახელი ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მოზარდთან საეჭვო კავშირის  გამო, ალექსანდრე ყველამ გარიყა. როგორც თვითმხილველნი ამბობდნენ, ინციდენტამდე ორი კვირით ადრე, ალექსანდრეს მამას, ნუგზარ მ-ძეს სახლში მიადგა მოზარდი გოგონას მამიდა და მოსთხოვა, ან შენმა შვილმა ცოლად მოიყვანოს ჩემი ძმისშვილი, ან პოლიციაში გიჩივლებთო. ამ ინციდენტის შემდეგ მამამ შვილთან საქმის გარკვევა სცადა, თუმცა ალექსანდრე მ-ძემ  უარყო, რომ მოზარდთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდა. მამას და შვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, თუმცა ალექსანდრემ თავის უდანაშაულობაში მამის დარწმუნება მაინც შეძლო. რა მოხდა მკვლელობის დღეს, მოგვიანებით თავად ბრალდებულისგან გახდა ცნობილი. მისი ჩვენების მიხედვით, ის თავად დაადგა თავზე შვილს, რომელსაც პატარა გოგონასთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა.
ამონაწერი ბრალდებულის ჩვენებიდან: „სოფელში ჩემი გარდაცვლილი ცოლისდის სახლი გვაქვს და დროდადრო მივდივარ ხოლმე იქ მისახედად. იმ დღეს  იმ სახლის ახლოს შემთხვევით მოვხვდი, დაგეგმილი არ მქონდა მისვლა. მე და ჩემი მეზობელი კაცი ახლობლის ორმოციდან ვბრუნდებოდით, ოდნავ ნასვამი ვიყავი და  სახლში შევედით. ბინიდან უცნაური ხმები შემომესმა. მეზობელმა იხუმრა კიდეც: მგონი, ქურდებს დავადექით თავზეო. პირველ სართულზე, როგორც კი კარს შეხსნი, დიდი, გრძელი დერეფანია, რომლის ბოლოშიც ძველისძველი ტახტი დგას. შევედი დერეფანში ჩემს მეზობელთან ერთად და ორივე საშინელი სურათის შემსწრე აღმოვჩნდით: ჩემი შვილი იმ ბავშვთან  გაუკუღმართებულ სექსუალურ კავშირს ამყარებდა. მართალია, მოზარდი წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ამხელა კაცს რას მოერეოდა? ნერვიულობისგან მუხლი მომეკვეთა. როგორც კი ალექსანდრემ დამინახა, ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. გამოკიდება ვცადე, მაგრამ მეზობელმა შემაჩერა.  მე გული წამივიდა. მეზობელმა ეზოდან წყალი ამოიტანა და თავზე დამასხა. არ ვიცოდი, იმ შეშინებული გოგოსთვის რა მექნა, ვერც კი გავბედე ახლოს მისვლა. ისევ ჩემმა თანმხლებმა მეზობელმა იყოჩაღა: გოგონას ჩაცმაში დაეხმარა, გარეთ გამოიყვანა და  სახლისკენ გაუშვა. არც კი მახსოვს, როგორ მივედი სახლამდე. საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რომ, ის, რაზეც ყველა საუბრობდა, მართალი იყო. ყველაზე მეტად  იმან გამაგიჟა, რომ გოგონა თითქმის ალექსანდრეს  შვილის ტოლი იყო. თან ეს ოჯახი ნათესავებად გვეკუთვნოდა. ალექსანდრე გვიანობამდე არ გამოჩნდა, მე კი მაინც ველოდებოდი. ჩემი  ცოლი მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.  ალბათ, ღამის 12 საათი იქნებოდა, ეზოს კარის ჭრიალი რომ გავიგონე.  ისე ვიყავი შეურაცხყოფილი, შვილის მოკვლა  უკვე გადაწყვეტილი მქონდა – გამზადებული მქონდა სანადირო თოფი. ჩემი ცოლი დერეფანში გამოვიდა – მიხვდა, რაც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ,  როგორც კი ალექსანდრე მეორე სართულის კიბეს ამოუყვა, წინ დავუდექი და გავისროლე.  ჩემი ცოლი მიჭერდა, მაგრამ ვერ გამაჩერა.  გასროლის ხმაზე და ჩემი ცოლის კივილზე ეზოში  მეზობლები შემოცვივდნენ, იარაღი საკუთარი თავისკენ მოვიმარჯვე, მაგრამ, არც მახსოვს, ვინ წამართვა”.   
მკვლელობის თვითმხილველმა, ბრალდებულის მეუღლემ, თავისი ჩვენებით დაადასტურა, როგორ მოკლა მამამ სექსუალურ ძალადობაში მხილებული შვილი. განსასჯელმა სასამართლო პროცესზე მოითხოვა, რომ მისთვის სასჯელის მკაცრი ზომა შეეფარდებინათ, რადგან, მისი განცხადებით, მის სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა. გამოძიებამ დაკითხა მოზარდი გოგონა, რომელმაც დაადასტურა, რომ ალექსანდრე მ-ძე მას სამი თვის განმავლობაში აუპატიურებდა და თან აშინებდა, რომ, თუ ამის შესახებ ვინმე გაიგებდა, მას სკოლიდან გააგდებდნენ, თვითონ კი მოკლავდა. სასამართლომ  გაითვალისწინა   შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამის სულიერი მდგომარეობა, თანასოფლელების მიერ გაწეული შუამდგომლობა და მას 8 წლით პატიმრობა შეუფარდა.

скачать dle 11.3