კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სეზონური დიეტა

ვინაიდან უკვე უამრავი ახალი ხილი და ბოსტნეულია შემოსული, შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ და საზაფხულო სუპებით, სალათებით, ხილითა და კენკრით დავიცვათ დიეტა და, წონაში დაკლების გარდა, ორგანიზმი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მოვამარაგოთ.
შეგახსენებთ, რომ დიეტის დაწყების წინ კონსულტაცია უნდა გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
დიეტა, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ძირითადად 3-დღიანია, თუმცა, თითოკვირიანი შუალედების შემდეგ, შეგიძლიათ, რამდენჯერმე გაიმეოროთ.
ჩვენ შემოგთავაზებთ ერთი დღის ვარიანტს, თქვენ კი მომდევნო დღეებში შეგიძლიათ შეცვალოთ როგორც ხილის, ისე ბოსტნეულის სახეობები, მთავარია, დიეტის პრინციპი არ დაარღვიოთ.
მაშ ასე, ერთი დღის ნიმუში ასე გამოიყურება:
პირველი საუზმე: 1 ფინჯანი უშაქრო ყავა ან 1 ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაი, პატარა ნაჭერი უცხიმო ყველი, 1 ფირფიტა „ხლებცი“.
მეორე საუზმე: 1 ცალი ვაშლისა და 1 ცალი ბანანის სალათა; 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
სადილი: 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე ან უცხიმო თევზი, ოდნავ მოშუშული ბოსტნეულის გარნირით. 1-2 ფირფიტა „ხლებცი“, 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი.
სამხარი:  სალათა მოამზადეთ 1 ცალი კიტრით, 1 ცალი პომიდვრით, სალათის ფურცლებით, ბროკოლით, ისპანახის უმი ფოთლებით, უცხიმო და უმარილო ყველით (ან ხაჭოთი), გახეხილი ბოლოკით, ვაშლით, უმი კომბოსტოთი და ლიმონის წვენით. შეატანეთ 1-2 ფირფიტა „ხლებცი“. ნახევარი საათის შემდეგ დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
ვახშამი (არაუგვიანეს 19 საათისა): ხილ-კენკრის ასორტი უშაქრო კეფირით.
დღის განმავლობაში, ტრადიციულად, დალიეთ 2 ლიტრამდე ჩვეულებრივი სასმელი წყალი (ჩაის, მინერალური წყლისა და წვენების გარდა).

скачать dle 11.3