კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა: უკვე რამდენიმე წელია, საკმაოდ ხშირად დავდივარ კოსმეტოლოგთან სახის გასაწმენდად, მაგრამ ახლახან მითხრეს, რომ კანი ეჩვევა გაწმენდას და, ამ პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში, ის მალე დაბერდება. მართალია თუ არა ეს?
პასუხი: შეჩვევა შეიძლება იყოს მხოლოდ ფსიქოლოგიური. საერთოდ, ქალებს უყვართ სახის ცოცხალი ფერი და მოვლილი კანი შავი წერტილების გარეშე, ამიტომაც დადიან ისინი კოსმეტოლოგთან. რეგულარული წმენდის ფონზე ნორმალიზდება კანის ცხიმიანობა და მცირდება განმეორებითი ანთებითი პროცესების ალბათობა.
კითხვა: როგორი გაწმენდაა მიზანშეწონილი მშრალი და როგორი – ცხიმიანი კანისთვის?
პასუხი: მშრალი და ვიწროფორებიანი კანისთვის რეკომენდებულია ულტრაბგერითი წმენდა; ცხიმიანი და ფართოფორებიანი  კანისთვის კი უმჯობესია ატრავმატიკული წმენდა ხელების „ჩარევით”. ამ ყველაფერს წინ უნდა უსწრებდეს ნიღბები, რომლებიც მოგიხსნით დისკომფორტს.
კითხვა: როგორ უნდა გამოვიყენო სახის კანისთვის ქოქოსის ზეთი?
პასუხი: სხეულისა და თმისგან განსხვავებით, არ არის რეკომენდებული სახეზე ქოქოსის ზეთის სუფთა სახით წასმა, რადგან, შესაძლოა, მან „ამოლესოს“ ფორები. უმჯობესია, სახეზე წასმის წინ ის შეურიოთ კრემში, პროპორციით 1:10  (1 წილი ქოქოსის ზეთი 10 წილ კრემთან) და გაიკეთეთ ნიღაბი.

скачать dle 11.3