იქნებ ურთიერთობა დაგეძაბათ?
თქვენ ხშირად კამათობთ – ანუ, არ აღიარებთ, რომ პრობლემები გაქვთ და ამას გამოსწორება უნდა. დიახ, არის შემთხვევები, როცა ურთიერთობა ჩიხში შედის. მარტივი ტესტი თქვენს ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს, მთავარია, გულახდილი იყოთ.
შეკითხვებს უპასუხეთ მოკლედ: – „კი“ ან „არა“.
1. მუდმივად გაქვთ იმისი განცდა, რომ ქმარი გატყუებთ?
2. ხშირად ჩხრეკთ მისი ტანსაცმლის ჯიბეებს, იქექებით მის პირად ნივთებში, ვერ ისვენებთ?
3. გქონიათ მცდელობა, გეთვალთვალათ მეუღლისთვის, შეგემოწმებინათ მისი თითოეული ნაბიჯი, როცა სადმე მარტო წასულა?
4. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ საყვარელ ადამიანს, ადრე თუ გვიან, ტყუილში გამოიჭერთ და ამ მიზნით უსვამთ ორაზროვან, გამოსატეხ შეკითხვებს?
5. ურეკავთ შესამოწმებლად, რომ დარწმუნდეთ – ის ნამდვილად იქ არის, სადაც უნდა იყოს?
6. ცდილობთ, მეტი დრო გაატაროს თქვენთან და არა ნაცნობ-მეგობრებთან, ანუ, უზღუდავთ ურთიერთობების არეალს?
7. უკვე არაერთხელ ეჩხუბეთ იმის გამო, რომ შესაძლოა, გღალატობდეთ...
ნახეთ შედეგი: თუ თქვენი პასუხებიდან სამი მაინც აღმოჩნდება დადებითი, დროა, დაელაპარაკოთ მეუღლეს, თანაც დაუყოვნებლივ. ამ საუბრის გადადება აღარ შეიძლება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა ნელ-ნელა გართულდება და ღრმა კრიზისამდე მიხვალთ. თუ ბზარი უკვე გაჩნდა, ის არ უნდა გაღრმავდეს და სრულ კრახამდე არ უნდა მიგიყვანოთ.