კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ყულიშვილი-ყულოშვილი
ყულო უცხოური სიტყვაა. ეს სიტყვა ინდოეთიდან მოდის. აზიის ზოგ ქვეყანაში ის მტვირთავს, ბარგის წამღებს ან შავ მუშას ნიშნავს.
ყულოშვილთა სამშობლოდ ჩანს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე – საინგილო. ყულოშვილები ქართველები, მართლმადიდებლური სარწმუნოებისანი არიან. ყულოშვილთა წინაპრები დღესაც საინგილოში ცხოვრობენ. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ერთი კომლი კახეთში გადმოსულა. გურჯაანის რაიონში დასახლებულები ყულიშვილებად ჩაუწერიათ.
ასევე, გვარი ყულიანცი, სავარაუდოდ, იგივე ყულიაშვილი უნდა იყოს.
ყულიაშვილები ქართველი აზნაურიშვილები არიან. ცხოვრობდნენ სოფელ ირაგაში, კოდაში, დმანისის რაიონში, გორში.
საქართველოში 61 ყულიშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 38, დმანისში – 14, რუსთავში – 9.
83 ყულოშვილი: თბილისში – 48, რუსთავში – 11, ლაგოდეხში – 8. არიან სხვაგანაც.
წითელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წითელა.
1721 წელს მოიხსენიება როსტომა და გუგუნა ნამანგლელიშვილების ყმა – გიორგი წითელაშვილი.
სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ, საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ისტორიულ დოკუმენტებში.
საქართველოში 402 წითელაშვილი ცხოვრობს: ზესტაფონში – 244, თბილისში – 70, ბაღდათში – 13. არიან სხვაგანაც.
ფერიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სიტყვა ფერია.
„როსტომ მეფემ 1658 წელს სოფელ ენაგეთში პაპუნა ბარათაშვილს აჩუქა ფერიაშვილის და შირაქას მამულზე მოსახლე დავრეშათი თამაზითურთ”.
ფერიაშვილები მოხსენიებულნი არიან 1660 წლით დათარიღებულ რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტში.
საქართველოში 213 ფერიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 95, გურჯაანში – 41, გარდაბანში – 38. არიან სხვაგანაც.
კვიცაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კვიცა.
სოფელ კოდაში მცხოვრები დღევანდელი კვიცაძეები 1873 წლის აღწერით კვიციშვილები იყვნენ.
კვიციაშვილი გიორგი და მისი შვილები არაგვის საერისთავოში დუშეთის რაიონის სოფელ ეთვალიდან გადმოსულან.
საქართველოში 56 კვიცაძე ცხოვრობს: თბილისში – 26, თეთრი წყაროში – 20, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.
აფხაზიშვილი
აფხაზი ტომის აღმნიშვნელი სიტყვაა, აქედან კი მომდინარეობს გვარო აფხაზიშვილი. „თავადი აფხაზიშვილები – ესენი არიან აფხაზეთიდან მოსულნი, ოდეს იწყეს მამადინობა აფხაზთა. ესენი მოვიდნენ კახეთსა და მეფემან თეიმურაზ მიიღო თავადობისა ხარისხითა აფხაზად წოდებულნი, რომელნიც იწოდებიან აწ აფხაზისშვილებად და უბოძა კარდენახს სახასო მამულნი და ყმანი და მუნ სცხოვრობენ. მუნ ჟამიდან წელსა 1636-სა არიან ერთ სახლად“.
ალგეთში, დვალათას ხევის მარჯვენა მხარეს, ბოღრანეთის სამხრეთით, ხორბუკის აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით, 1654 წელს მოიხსენიება მებატონე აფხაზიშვილი.
საქართველოში 151 აფხაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 101, გარდაბანში – 28, გურჯაანში – 9. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3