კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გეგმები ჩაუშალა სტალინმა მსოფლიო ოლიგარქიულ მაფიას

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინზე უამრავი შეუსაბამო ჭორი და ტყუილი ვრცელდება როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ პრესაში და საბჭოთა ბელადს ლამის კაციჭამია მანიაკად ხატავენ, უამრავი რიგი კვალიფიციური მკვლევარი და პუბლიცისტი ობიექტურობის დაცვას ცდილობს. პროფესორი ვლადიმირ კონკოვი წერს:
„იოსებ სტალინზე ცალსახად წერა ან არაკვალიფიციურობა და არასერიოზულობაა, ან გამიზნული ქმედება, რაც იმ პერიოდის ისტორიული რეალობის დამახინჯებისკენაა მიმართული, რომელშიც ეს გენიალური პიროვნება მოღვაწეობდა. რეალობის დამახინჯება კი ოლიგარქიული მსოფლიო მაფიის შეკვეთაა და მათ (ოლიგარქიული მაფიის) დანაშაულებათა დამალვის სურვილს ემსახურება...
ყველაფერს თანამიმდევრულად მივყვეთ და ადვილად აღმოვაჩენთ, თუ სადაა დამარხული ძაღლის თავი და რას ემსახურება ეს ანტისტალინური ისტერია.
ორი მსოფლიო ომი და რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუცია, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, სწორედ „ევროატლანტიკური“ ოლიგარქიული მაფიის მიერ იყო ინსპირირებული და ემსახურებოდა მთავარ მიზანს – რუსეთის იმპერიის დაშლას, მოსახლეობის დამონებას და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის უდიდესი რესურსების დაუფლებას, რაც მსოფლიოზე ბატონობის უცილობელი წინაპირობაა და ამ მაფიას სწორედ სტალინმა ჩაუშალა გეგმები. ძნელი სათქმელია, რომ რევოლუციონერი კობა (სტალინის პარტიული ფსევდონიმი) თავისი იატაკქვეშა მოღვაწეობის დასაწყისშივე ფლობდა ამ ცოდნას, მაგრამ, დადასტურებული ფაქტია, რომ 1909 წელს 30 წლის იოსებ ჯუღაშვილს აბსოლუტურად ზუსტი წარმოდგენა გააჩნდა გლობალურ პოლიტიკაზე. მას გაცნობიერებული და გაანალიზებული ჰქონდა მსოფლიო ოლიგარქიული მაფიის გეგმები; კარგად იცოდა, რა უნდა ეკეთებინა მომავალში; მათი საწინააღმდეგო გეგმა გააჩნდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება, ანუ მომდევნო 43 წელიწადზე მეტი, ამ გეგმას ახორციელებდა... საბჭოთა საიდუმლო პარტიულ არქივებში დაცულია 1909 წლით დათარიღებული საქაღალდე. მასში სტენოგრაფიული სიზუსტითაა გადმოცემული იმავე წლის 26 მარტს ფელიქს ძერჟინსკისა და იოსებ სტალინის (მაშინ ჯერ კიდევ იატაკქვეშა, ახალგაზრდა რევოლუციონერების) დიალოგი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში, სადაც მათ ლენინის მეუღლისთვის ნადეჟდა კრუპსკაიასთვის, 60 ათასი მანეთი უნდა გადაეცათ ლენინთან წასაღებად. ეს ჩანაწერი გაკეთებულია ძერჟინსკის კარნახით და მის ერთ-ერთ ფრაგმენტში ვკითხულობთ: „ნადეჟდა კონსტანტინოვნა მოსვლას აგვიანებდა. მე და კობას კი მეზღვაური გველოდებოდა, რომელსაც არალეგალურადვე უნდა დავებრუნებინეთ პეტროგრადში. ამიტომ ოთახში ბოლთას ვცემდი და განუწყვეტლად ვაბოლებდი, კობა კი ჩაფიქრებული იჯდა სავარძელში და ხმას არ იღებდა.
– რაზე ფიქრობ, კობა? – ვკითხე მას.
– იმაზე, თუ რამხელა ზეწოლის დაძლევა მოგვიწევს, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ. მთელი მსოფლიო აგვიმხედრდება და, თუკი ფოლადისებურ სიმტკიცეს არ დავუპირისპირებთ ამ საშინელ ძალას, მსოფლიო კატასტროფა მოხდება.
– წარღვნაზე უარესი?  – ვიხუმრე მე.
– არანაკლები, – თქვა კობამ და დაამატა: – მსოფლიო კაპიტალი შეეცდება ჩვენს ჩაძირვას, მათ კი ძალიან დიდი ძალა აქვთ. თავიანთი ბინძური საცეცებით ყველგან შეძვრნენ და მათთან ბრძოლას დიდი თავდადება და მსხვერპლი დასჭირდება.
– მერედა, აქ არ გვყავს ნოე? – ხუმრობითვე განვაგრძე და დავამატე: – რითაა ჩვენი ილიჩი ბიბლიურ ნოეზე ნაკლები?
– გეთანხმები, რომ ილიჩი ნათელი გონებაა, მაგრამ, გამოდგება კი ის ახალი ნოეს როლისთვის? – მშვიდად მითხრა კობამ.
ლენინი რევოლუციური მოძრაობის უპირობო ლიდერი და ავტორიტეტი იყო. პარტიული დემოკრატიისა და პლურალიზმის მიუხედავად, მისი კრიტიკით არავინ გამოდიოდა ბოლშევიკებში. კობას ის თავის მასწავლებლად მიაჩნდა და დიდ პატივს სცემდა, ამიტომ მისმა სიტყვებმა ორმაგად გამაოცა და ვკითხე:
– რატომ ფიქრობ ასე?
კობამ მაშინვე მიპასუხა და, მივხვდი, რომ მას ეს საკითხი ღრმად ჰქონდა გააზრებული, გაანალიზებული და დარწმუნებული იყო მის სისწორეში. მან მითხრა:
– ვიმეორებ: ილიჩი ნათელი გონებაა და ამაში მას ცოტა ვინმე თუ შეედრება, მაგრამ, ფაქტია, რომ ის შურისძიებითაა შეპყრობილი. მისი ერთადერთი მთავარი მიზანი მეფის განადგურებაა, ეს კი ისტორიული პერსპექტივისთვის შეიძლება დამღუპველი  აღმოჩნდეს მომავალი დიადი ქვეყნის მშენებლობის საქმისთვის და ილიჩმა არა ნოეს, არამედ, ანტინოეს ფუნქცია შეასრულოსო...“
სტალინი აბსოლუტურად სწორი აღმოჩნდა ლენინის შეფასებაში – სტალინი იყო ერთადერთი, ვინც მხარი არ დაუჭირა ლენინის ინიციატივას საგანგებო სხდომაზე, რომელზეც რუსეთის იმპერატორსა და მის ცოლ-შვილს  სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და უმალვე აღასრულეს. ჯერ კიდევ მაშინ, პოლიტბიუროს რიგით წევრ სტალინს მიაჩნდა, რომ ნიკოლოზ მეორის სიკვდილით დასჯა დიდ სახალხო მღელვარებასა და სამოქალაქო დაპირისპირების უკიდურეს გამწვავებას გამოიწვევდა, რაც, შესაძლოა, ახლად შექმნილი ბოლშევიკური მთავრობისთვის კატასტროფით დასრულებულიყო, ასეთი სიტუაცია კი მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ოლიგარქიული მმართველობისთვის იყო ხელსაყრელი, რომელიც რუსეთს დააჩოქებდა, დაანაწევრებდა და მის რესურსებს დაეპატრონებოდა, ლენინმა კი, ამ რჩევას ყური არ ათხოვა. ოქტომბრის რევოლუციის ბელადს მხოლოდ შურისძიება ამოძრავებდა და იმპერატორი და მისი ოჯახი ჯალათურად ამოწყვიტა, რუსეთში კი საშინელი სამოქალაქო ომი გაჩაღდა და მის დაძლევას დიდი მსხვერპლი დასჭირდა, რამაც ქვეყანა ძალიან დაასუსტა. ამიტომ, ქვეყნისთვის  სწორედ მისწრება იყო 1924 წელს ლენინის გარდაცვალება, რადგან მმართველობის სადავეებს სტალინი დაეუფლა და მისმა თანმიმდევრულმა, ღრმად გააზრებულმა და მტკიცე ქმედებებმა დაახევინა უკან იერიშზე წამოსულ ოლიგარქიულ მსოფლიო მაფიას და ქვეყნის მოდერნიზაცია განახორციელა. ხოლო, როდესაც სახეშეცვლილმა ოლიგარქებმა ჰიტლერი აღმოაჩინეს, დააფინანსეს და გააძლიერეს, რომ რუსეთისთვის დაეტაკებინათ, სტალინი გულმოდგინედ ცდილობდა ფაშისტი ფიურერის დარწმუნებას, რომ ის მსოფლიოოლიგარქიული ძალის ბრმა იარაღი იყო, პარალელურად კი ფარულად ემზადებოდა დიდი ომისთვის და, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო. საგულისხმო და მრავლისმეტყველი ფაქტია, რომ „პერესტროიკის“ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი, ღრმად მოხუცებული, მაგრამ საღ გონებაზე მყოფი სტალინის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, ცენტრალური ტელევიზიისთვის მიცემულ ვრცელ, მაგრამ დაბლოკილ ინტერვიუში ამბობდა: „დღეს, ალბათ, სტალინი საფლავში ბრუნავს იმის გამო, რაც ამჟამად ხდება (ჩაწერილია 1986 წელს), რადგან, საქმე, რომელსაც ის მთელი თავისი ცხოვრება ემსახურებოდა, ჩაფლავების პირასაა – ქვეყანა იშლება. მსოფლიო ოლიგარქიულმა მაფიამ, მოღალატე პოლიტიკოსების წყალობით, ჩვენს მთავრობაშიც ღრმად გაიდგა ფესვები და კატასტროფა გვიახლოვდება. აი, რატომ და ვინ მიაჩნდა სტალინს ხალხის მტრებად...“ მოლოტოვი მაშინ გამოჩერჩეტებულ ბებრად შერაცხეს და ინტერვიუ თაროზე შემოდეს, თუმცა მისი სიტყვები სრულად გამართლდა და დღეს ამიტომ ნატრობენ სტალინს თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში...“

скачать dle 11.3