კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხორცის მსხვერპლი

ანუ გველი გამიზრდია უბეში

 თითქოს ბ-ნი ივანიშვილის ჯერ წერილი და შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული გადაცემა არ გვეყოფოდა არსობისთვის, რომ მორიგი სიურპრიზი გაურკვეველი წარმოშობის ჯგუფმა შემოგვთავაზა.
კერძოდ, რამდენიმე, ჩემი შეფასებით, კრამიტდაცურებული შეცვივდა ვეგანურ კაფეში და იქ მყოფთ ხორცის ჭამა მოსთხოვა. საოცარი ის იყო, რომ ამ ფაქტს უმალ გამოეხმაურა მსოფლიო მედია, რაც ბადებს ეჭვს, რომ მიზანიც სწორედ ეს იყო (ნუ იტყვით და, პირად საუბრებში დასავლელ ლიბერალებს ჩვენთვის, სპარსელებისა და თურქების, უკაცრავად თქვენთან ამ გამონათქვამისთვის, ნაბუშრები უწოდებიათ, არადა, გენეტიკური კვლევები მოწმობს, რომ არცერთი დამპყრობლის გენი არ შეგვრევია, ასე რომ, ყველამ თავის დეენემებს მოუაროს).
მიზანი ქართველების დისკრედიტაცია იყო (რაც ფრიად მომგებიანია ვიზალიბერალიზაციაზე უარისთვის უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად), რადგან, სტატისტიკური მონაცემებით, ქართველები ყველაზე ბალახიჭამია ერია მთელ მსოფლიოში და იმ ერთა რიცხვს განვეკუთვნებით, რომლებიც ძალიან მცირე რაოდენობით ხორცეულს მიირთმევენ, იმას გარდა, რომ წელიწადის 365 დღიდან უმეტესობა სამარხვოა, როდესაც არათუ ხორცეული, ზოგადად, ცხოველური საკვები იყო და არის აკრძალული.
აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: ვინ და რა მიზნით გვაბრალებს კანიბალიზმს და შინაურებისგან ვინ უწყობს ხელს ამ წარმოდგენის დამკვიდრებას?! –

скачать dle 11.3