კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაგრილებულები

ოჰ, ნეტავი ერთად იყოს ანკარა და მოსკოვი

 სანამ ჩვენ ტურისტებს ვითვლით, იმ იმედითაც, რომ ეს ჩვენი ლარი დასტაბილურდება, მოსკოვი და ანკარა გზავნილების მიმოცვლითა და კბილთა ღრჭენით არიან გართულნი (ცხადია, ერთმანეთის მისამართით).
კერძოდ, პრ. პუტინმა კოლეგა ერდოღანს ვითარების ნორმალიზება შესთავაზა, ოღონდ, პირველ ნაბიჯს მისგან ელის. თუმცა, თავის მხრივ, თურქეთის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რას ელიან მათგან მოსკოვში.
არ აქვს, რადგან (მომყავს ციტატა): „თურქეთი კატეგორიულად არ აპირებს, ჩადგეს დამნაშავის როლში და არც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას.“
ბ-ნი ერდოღანი დარწმუნებულია, ანკარამ პასუხი არ უნდა აგოს პილოტის შეცდომის გამო (იგულისხმება რუსი პილოტი) და იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებული დამოკიდებულება მალე გადაიზრდება ისეთსავე მეგობრულში, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში შეინიშებოდა ერთ დროს დაუძინებელ მტრებს შორის.
რაკი ეს ორი სხვადასხვა დროს ჩვენს ოკუპანტთა გრძელ სიაში ირიცხებოდა, ხოლო მათი დაპირისპირება ზედმეტ ტურისტულ დესანტს გადმოისვრის ჩვენკენ, ვფიქრობ, უპრიანია, ვისურვოთ, რომ გრილი ურთიერთობა, რაც შეიძლება, გაუხანგრძლივდეთ. –

скачать dle 11.3