კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – ყველაზე რეიტინგული უმაღლესი სასწავლებელი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რეიტინგების მიხედვით, საქართველოში არსებულ ყველაზე მოთხოვნადი კერძო უნივერსიტეტების პირველ ოთხეულში შედის. განათლების მაღალი დონე, დასაქმების გარანტია, საუკეთესო ინფრასტრუქტურა, მაღალი სოციალური აქტივობა, ქველმოქმედება, დისციპლინა და ჰუმანური დამოკიდებულება – ეს იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამ უნივერსიტეტს სულ უფრო და უფრო მოთხოვნადს ხდის.
უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ილიას ჩილოღლუ გვესაუბრა იმ პრივილეგიების შესახებ, რომლებიც ამ უნივერსიტეტის წარმატებას განაპირობებს.

 – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა. იმ დროიდან დღემდე, უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება და ფართოვდება. ამ დროისთვის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შედის და ეტაპობრივად დავიწყებთ იქ გადასვლას. ჩვენთან ფუნქციონირებს როგორც ინგლისურენოვანი, ისე ქართულენოვანი პროგრამები ოთხ ფაკულტეტზე: ბიზნესის მართვა; სოციალური მეცნიერებები; კომპიუტერული ტექნოლოგიები და საინჟინრო საქმე; განათლება და ჰუმანიტარული მეცნიერებები. რეიტინგის მიხედვით, ნამდვილად პირველ ოთხეულში შევდივართ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველ ყოვლისა კი ის, რომ მოწინაავეები ვართ დასაქმების თვალსაზრისით – ჩვენი კურსდამთავრებულების  95%  დასაქმებულია, რასაც, რასაკვირველია, ჩვენთან მიღებული განათლების მაღალი დონე განაპირობებს, რომელსაც, როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 150-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი უზრუნველყოფს. ჩვენი უნივერისტეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა გაცვლითი პროგრამები. ჩვენს სტუდენტებს შანსი აქვთ, ისწავლონ ევროპის, ამერიკისა და ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში და, არჩეული დარგის პარალელურად, სასურველ უცხო ენას დაეუფლონ. ევროპისა და ამერიკის უნივერიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე კი საშუალება ეძლევათ, მიიღონ როგორც ქართული, ისე უცხოური დიპლომი. ის ფაქტი, რომ ქართველ სტუდენტებს ჩვენს უნივერსიტეტში 19 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად უწევთ სწავლა, უადვილებს უცხოელებთან კომუნიკაციას და საქართველოს საზღვრებს გარეთ პრობლემებს აღარ აწყდებიან. ჩვენი სლოგანია „ისწავლე საერთაშორისო დონეზე, ქვეყნიდან გაუსვლელად“. უცხოელი სტუდენტებისთვის კი გვაქვს უფასო კურსები ქართული ენის შესასწავლად. შესაბამისად, როცა ისინი საკუთარ ქვეყნებში ბრუნდებიან, მიაქვთ ქართული ენის ცოდნა და საქართველოს სიყვარული.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საუკეთესო აბიტურიენტებისთვის გვაქვს სპეციალური ოთხწლიანი გრანტები, რომლებსაც ავტომატურად მიიღებენ სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში. ოქროსა და ვერცხლისმედალოსნებიც დაჯილდოვდებიან 100, 70 და 50-პროცენტიანი გრანტებით. თუ სტუდენტი რეიტინგის პირველ ასეულშია, მას ჩვენთან სრული დაფინანსება და 200-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია ენიშნება; თუ პირველ 200-ეულშია – სრული დაფინანსება და 100-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია.
 უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა კვლევითი საქმიანობა. ჩვენ ხელს ვუწყობთ კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების გახსნა-განვითარებას, სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას.
 მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას უნივერსიტეტში არსებული 33 კლუბიც განაპირობებს. მათ შორისაა: ქველმოქმედების, „ყავა პროფესორთან”, კინოს, ბიზნესის, ინტელექტის, გარემოს დაცვისა და სხვა კლუბები. ასევე, განსაკუთრებული ადგილი უკავია სპორტს. აქვე სიამაყით აღვნიშნავ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გამოირჩევა დისციპლინითა და სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ნებისმიერ წარმომადგენელს შორის უშუალო დამოკიდებულებით.
ყოველთვის ხაზს ვუსვამ და ამჯერადაც ვიტყვი, რომ, შესაძლოა, თბილისი განათლების ცენტრად იქცეს, რადგან აქ ძალიან კარგი უნივერსიტეტებია, რომლებიც მაღალი დონის განათლებას უზრუნველყოფენ. მე ამერიკაშიც ვასწავლიდი, შესაბამისად, მათი დონეც კარგად ვიცი და ამას თამამად ვამბობ.  
– ბატონო ილიას, ძალიან საინტერესო ისტორია გაქვთ პირადად თქვენ: თურქეთში ეთნიკურად ქართულ ოჯახში დაიბადეთ და გაიზარდეთ და ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი ხართ.
– დიახ, მე ქართულ ოჯახში დავიბადე და ქართული ენა მშობლებმა მასწავლეს. სკოლა თურქეთში დავამთავრე და, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად რომ ვემზადებოდი, მეგობარმა მირჩია, საქართველოში ახლად გახსნილ საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩამებარებინა. სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ჩამოვედი, გამოცდები ჩავაბარე და სტიპენდიაც ავიღე. ჩემი კუთხური ქართულით თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე და, ახლა, იმედია, გამართულად ვმეტყველებ (იცინის).
– როგორც ვიცი, საშუალება გქონდათ, კარიერა ამერიკაში გაგეგრძელებინათ, მაგრამ საქართველო არჩიეთ.
– ატლანტაში სახელწიფო უნივერსიტეტში ვასწავლიდი და ყველა მირჩევდა, დავრჩენილიყავი, მაგრამ დაბრუნება ვარჩიე. მოგვიანებით გავიგე, რომ „მწვანე ბარათი” მოვიგე და არჩევანი უნდა გამეკეთებინა: ან საქართველოს, ან ამერიკის მოქალაქეობა და მე საქართველო ავირჩიე.
– ვიცი, რომ სტუდენტებიც და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც აქტიურად ხართ ჩართული საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ღონისძიებებში.
– დიახ, ჩვენი თანამშრომლები და სტუდენტები მაქსიმალურად ცდილობენ საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებასა და მათში მონაწილეობის მიღებას და შემოსული თანხებით გაჭირვებულებს ეხმარებიან. საქმე მხოლოდ თანხაში კი არა, მიდგომაშია. ჩემთვის ძალიან ღირებულია ერთი ისტორია: სანაპიროზე მილიონობით ზღვის ვარსკვლავია გამორიყული და იღუპება. ერთი კაცი დამდგარა და ვარსკვლავებს სათითაოდ აბრუნებს ზღვაში – ცდილობს, თითოეული სიცოცხლე გადაარჩინოს. ამ სანახაობის შემსწრე უცხო ადამიანი გაოცებული ეკითხება კაცს, რას აკეთებო; პასუხზე – მათ გადარჩენას ვცდილობო, უფრო მეტად გაოცდება: როგორ უნდა გადაარჩინო, ვერ ხედავ, მილიონობით ვარსკვლავია და, ყველას ხომ ვერ დააბრუნებ ზღვაშიო?! კაცმა ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი აიღო, ზღვაში ჩააგდო და თქვა: აბა, ახლა ამას ჰკითხეო. ზუსტად ასეთია ჩემი ცხოვრებისეული პრინციპი: შეიძლება, ყველა ვერ გადაარჩინო, მაგრამ ერთეულებს ხომ დაეხმარები?! 2008 წელს, ომის დროს, ჩვენთან 400-მდე დევნილი შემოასახლეს. დახმარებაზე უარს როგორ ვეტყოდით, თითო კლასში თითო ოჯახი შევიყვანეთ და 40 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ ჩვენი ხარჯით ვკვებავდით. ბავშვებისთვის, პამპერსიდან დაწყებული, ნებისმიერ წვრილმანს თუ მსხვილმანს ვყიდულობდით და აქ ჩვენც მათთან ერთად ვცხოვრობდით. თურქეთში მეგობრებს დავურეკეთ და ვთხოვეთ, მათ დასახმარებლად ჩამოსულიყვნენ. სულ ჩვენს მეგობრობას ვუსვამთ ხაზს და იმ მომენტში ჩვენი სიტყვების დამტკიცების დრო დადგა. მართლაც, წამოვიდნენ და გორში ნახევარი საათით გამოასწრეს დაბომბვას. საზღვარზე ეუბნებოდნენ, სად მიდიხართ, გიჟები ხომ არ ხართ, ხალხი იქიდან გამორბის და თქვენ ახლა მიდიხართო?! მათ უპასუხეს, რომ აქ მეგობრები ჰყავდათ და მათ უნდა დადგომოდნენ გვერდით. მაშინ პირველად ვნახე ომის საშინელება რეალობაში, მაგრამ, მთავარი ის იყო, რომ ერთმანეთს ვედექით მხარში. უნდა გენახათ, დევნილებს როგორი იმედი ჰქონდათ. ძალიან დავმეგობრდით, ერთად ვალაგებდით და ჩვენს სასადილოში ერთად ვამზადებდით საჭმელს. სექტემბერში სწავლა დაიწყო და სხვაგან გადაიყვანეს, სადაც ძალიან რთული პირობები დახვდათ, ამიტომ სამი-ოთხი თვე ისევ ჩვენ მიგვქონდა მათთვის პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთებიც ვუყიდეთ და ოთახებიც გავურემონტეთ. ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ცხოვრება და ადამიანობა. კარგი ლექტორი და სწავლისთვის შესაბამისი გარემო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ, ადამიანად ჩამოყალიბება სწავლასთან ერთად კიდევ ბევრ სხვა ფაქტორს გულისხმობს და, ვცდილობთ, ჩვენს სტუდენტებს განათლებასთან ერთად ეს თვისებებიც ჩამოვუყალიბოთ. როცა სტუდენტი ხედავს, რომ მისი უნივერსიტეტი ამას აკეთებს, თავადაც მეტს ცდილობს. ალბათ ამიტომაც, ყოველთვის, როცა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იკრიბებიან, საქართველოში იქნება ეს თუ სხვა ქვეყანაში, ჩვენი სტუდენტები ყველასგან გამორჩეულები არიან, რითაც ძალიან ვამაყობ. მეამაყება ისიც, რომ ასეთ პოზიციაზე ვმუშაობ და ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, მომავალშიც ჩვეული წარმატებით განვაგრძობთ ჩვენს საქმიანობას.

скачать dle 11.3