კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გზა გაიარა რატი წითელაძემ „კაცი გამოძახებიდან“ მღვდლის ანაფორამდე

რატი წითელაძე საზოგადოებაში საკმაოდ სკანდალურად გამოჩნდა. თამამი ფოტოსესიები, „კაცი გამოძახებით“ – ასეთი ისტორიები, მის შესახებ, ბევრმა სატელევიზიო შოუმ გააშუქა. პრესაში მისი შიშველი ფოტოები ყდაზე ხშირად იბეჭდებოდა. შემდეგ „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც“ მიიღო მონაწილეობა, სადაც საკმაოდ წარმატებით გამოვიდა. სერიალში „პარადოქსი“, რატიმ მღვდლის ანაფორაც მოირგო და მთავარი როლი შეასრულა. ბოლო პერიოდში ის თავს იკავებს ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან. ახლა რატი ამერიკაში ცხოვრობს და მისი სცენარით გადაღებულ ფილმებს მსოფლიოს ბევრ კინოფესტივალზე აჩვენებენ. მისმა ფილმმა ამერიკაში ერთ-ერთ ფესტივალზეც კი გაიმარჯვა. თუ კინოკრიტიკოსებს დავუჯერებთ, მას ამ სფეროში საკმაოდ კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
რატი წითელაძე: არასდროს აღმინიშნავს ჩემი დაბადების დღე და ახალი წელი. ბავშვობიდან რაღაც-რაღაცეებზე უარი ვთქვი და ამ პრინციპს არ გადავალ. ჩემთვის თარიღებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, დროის სწორი გადანაწილება და გამოყენება. თუმცა, რასაც ვაკეთებ, გულით ვაკეთებ და ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო.16 წლამდე ქუჩაში ვცხოვრობდი და ამ პერიოდმა გარკვეული კვალი დამიტოვა. ქუჩაში ვისწავლე სიცოცხლის ფასი, როცა ჩემმა მეგობარმა ჩვენივე მეგობარი მოკლა. ამ ტრაგედიამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამდენი წელი გავიდა და ახლაც მიჭირს ღამით დაძინება. დღეს ვიპოვე ის გზა, რომლითაც სიარული მსიამოვნებს. დავიკელი 25 კილო, დავიწყე ფიქრი საკუთრ გეგმებზე და მიზნებს ნელ-ნელა ვუახლოვდები. ყოველდღიურად ვვითარდები და ბედნიერი ვარ. არ ვნანობ განვლილ გზას და წარსულში რომ დამაბრუნოთ არც არაფერს შევცვლიდი. ეს იყო გზა, რომელიც უნდა გამევლო. რისკიანი ვარ და თუ რამე ჩავიფიქრე, უკან არ დავიხევ, ნებისმიერ სიტუაციას მოვირგებ და გამოვიყენებ ჩემს სასარგებლოდ. ბევრ შეცდომასაც ვუშვებ, თუმცა ამ შეცდომებზე ვსწავლობ.
– არ იყო რთული უცხო მხარეში ყველაფრის თავიდან დაწყება?
– დიახ, ამერიკაში გავაგრძელე ცხოვრება და მუშაობა. მივხვდი, როგორც რეჟისორი და მსახიობი, ვქმნი სხვადასხვა ცხოვრებას და ეს ნამდვილად ძალიან მაინტერესებს. თუმცა, მანამდე, დუბაიში წავედი, სადაც უკეთ ვისწავლე ინგლისური და გადავიღე როგორც მოკლემეტრაჟიანი, ასევე სრულმეტრაჟიანი ფილმები. სხვათა შორის, მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ამერიკაში ფესტივალზე გაიმარჯვა. გარდა იმისა, რომ რეჟისორი ვარ, ამავე ფილმებში ვთამაშობ კიდეც. ეს ფილმი ცოლ-ქმრის ურთიერთობაზეა, ნაჩვენებია, როგორ აღარ აფასებს წყვილი ერთმანეთს. აღარ აქცევენ ყურადღებას წვრილმანებს. ეს პატარ-პატარა რაღაცეები კი საბოლოო ჯამში, დიდ პრობლემას ქმნის, რასაც შეიძლება, სავალალო შედეგი მოჰყვეს. მთავარ როლს  ასრულებს ნინო ვარსიმაშვილი, რომელიც 10 წელია, დუბაიში ცხოვრობს, ბიჭი კი რუსია. ფილმი დუბაიშია გადაღებული.
– დამეთანხმე, რომ ფილმის გადაღებას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება. ამ მხრივ ვინ გაგიწია დახმარება?
– რომან სიმონიანი გახლავთ ჩემი მეგობარი, რომელმაც ფილმის გადაღებისათვის საჭირო ტექნიკაზე იზრუნა. როდესაც ვუთხარი, რომ მქონდა იდეა, ჩამოვიდა დუბაიში, ფინანსური და ტექნიკური მხარე საკუთარ თავზე აიღო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ეს იდეა განმეხორციელებინა. რეალურად, უმთავრესი აპარატურა იყო, თორემ დიდი ფინანსები ამას არ დასჭირვებია. მსახიობები მონაწილეობაზე იმიტომ დამთანხმდნენ, რომ ფილმს მე ვიღებდი. სახლი ახლობლებმა დაგვითმეს. ასე რომ, თითქმის ყველაფერი ნაცნობების დახმარებით მოვაგვარეთ. ფილმის იდეა და ზოგადად, ისტორია ნინო ვარსიმაშვილის დაწერილია. იქიდან კი, სცენარი მე შევქმენი და პროდიუსერიც მე გახლავართ. მთავარია, მოინდომო და ყველაფერი გამოგივა. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ასეა. როცა რამეს მიზნად დავისახავ, თავდაუზოგავად ვშრომობ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მიღწევის შემდეგ, იმ საქმის მიმართ გული მიცრუვდება.
 – „კაცი გამოძახებით“ იმიჯის ადამიანმა, მღვდლის ანაფორა მოირგე და საკმაოდ წარმატებულადაც. ეს გარდასახვა როგორ მოხდა?
– გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არავისთან ურთიერთობა არ მქონია, მხოლოდ ჩემს მომავალ პროფესიაზე ვფიქრობდი. დღესაც მომდევს „კაცი გამოძახებით“ იმიჯი და არაერთი ცუდი რამ მსმენია ჩემზე ამის გამო. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ გავემგზავრე ლოს-ანჯელესში და დავიწყე პროექტზე მუშაობა ჩემს პარტნიორთან ერთად. გარკვეული პერიოდის მერე, ზურა მენთეშაშვილმა – „პარადოქსის“ რეჟისორმა, შემომთავაზა ამ სერიალში მონაწილეობა. გამომიგზავნეს სცენარი, წავიკითხე და დავთანხმდი, რადგან სცენარიც მომეწონა და ჩემი პერსონაჟიც. ეს იყო მიზეზი, რატომაც დავთანხმდი „პარადოქსში“ მონაწილეობაზე. სიმართლე გითხრა, სერიალი ჯერ არ მინახავს.  ორ თვეზე მეტია, „პარადოქსის“ გადაღებების გამო, მღვდლის ფორმით დავდივარ და ვფიქრობ, ამ როლმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ისიც ვიცი, ბევრი იტყვის „კაცმა გამოძახებით“ მღვდლის ფორმა როგორ მოირგოო, მაგრამ კრიტიკა ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა... ეს ჩემს ცხოვრებაში მუდმივად იყო, არის და ალბათ, იქნება. თუმცა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქტიური ვარ, ერთ ადგილას არ ვზივარ და რაღაცას ვაკეთებ. თორემ, როცა არაფერს აკეთებ, არც არაფერს ამბობენ და არც გაკრიტიკებენ. ზოგადად, კრიტიკა ძალიან მეხმარება მომავლის დაგეგმვასა და განვითარებაში. ბედნიერი ვარ, რომ ისეთი არ ვარ, ყველას რომ მოსწონს. ყველასთვის მოსაწონი არც მინდა ვიყო. მახარებს, რომ არის ხალხი, ვინც კრიტიკულად მიყურებს. ეს დიდი სტიმულია უფრო მეტის გასაკეთებლად. ადამიანები ვართ და სრულყოფილები ვერ ვიქნებით. თუ გაკრიტიკებენ, ყოველთვის ფორმაში ხარ და არ მოდუნდები. ფაქტია, კრიტიკის მიუხედავად, სპორტიდან დაწყებული, „კაცი გამოძახებით“ დამთავრებული და მღვდლის ანაფორაში გამოწყობილი, მუდამ ვაღწევდი იმას, რაც მსურდა და ვერავინ დამაძალებს იმას, რაც არ მინდა.

скачать dle 11.3