კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აქვთ გასაიდუმლოებული ნიკე კეშელავასა და სტანისლავ ბონდარენკოს და სად მოუწიათ მათ ერთად გაქცევა

ბოლო პერიოდში საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობითა და მანდილოსნების სიყვარულით სარგებლობს მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ მისმა პოპულარობამ ზენიტს მიაღწია. ნიკე კეშელავამ ის პროექტში გაიცნო, დღეს კი ის და სტასი მეგობრები არიან და ერთმანერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ.
ნიკე კეშელავა: 7-8 წლიდან ვცეკვავ. ჩვენს სახლთან ახლოს გაიხსნა ცეკვების შემსწავლელი სტუდია და დედამ შემიყვანა. ცეკვაზე მისვლის პირველივე დღიდან მხოლოდ ცეკვაზე ვფიქრობდი, ძალიან შემიყვარდა. როცა მეწყვილე არ მყავდა და სოლო-შემსრულებელი ვიყავი, მარტო ვცეკვავდი და არაერთხელ გავხდი საქართველოს ჩემპიონი კატეგორიების მიხედვით, ასევე, კავკასიის თასის მფლობელი. შემდეგ მეწყვილე ჩამოვიყვანე რუსეთიდან, ოთხი წელია, აქ არის, ერთად ვცეკვავთ და, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც, არაერთ წარმატებას მივაღწიეთ – საპრიზო ადგილები გვაქვს აღებული საერთაშორისო კატეგორიაში. გარდა ამისა, საქართველოს თასის მფლობელები გავხდით ერთად, ანკარაში კი საერთაშორისო კატეგორიაში 70 წყვილს შორის მესამე ადგილი ავიღეთ.
– სანამ სტანისლავ ბონდარენკოსთან დაგაწყვილებდნენ, იცოდი რამე მის შესახებ?
– როდესაც გიგიმ შემომთავაზა მონაწილეობა, სიამოვნებით დავთანხმდი, თუმცა თავიდან არ ვიცოდი, ვისთან მომიწევდა ცეკვა. სტანისლავს არ ვიცნობდი, სერიალიც არ მქონდა ნანახი, აზრზე არ ვიყავი, ვინ იყო. გიგი გაჩეჩილაძემ მითხრა, უცხოელიაო, – მეტი არაფერი უთქვამთ. მგონი, ხალხმა ჩემზე ადრე გაიგო, სტანისლავთან ერთად რომ მიწევდა ცეკვა, ისეთი ამბავი მოჰყვა ამას...
– ადვილად შეწყვილდით შენ და სტანისლავი?
– ძალიან კარგად და ადვილად შევწყვილდით, ის ყველაფერს ადვილად ითვისებს. ჩემთვის მასთან ცეკვა და ურთიერთობა ძალიან ადვილია, თან, ფიზიკურად ძლიერია და ვენდობი – ვიცი, ხელიდან არ გავუვარდები, დამიჭერს. თავიდანვე თავისუფლად ვიყავით ერთმანეთთან, და-ძმასავით ვართ. თვითონაც მითხრა, რომ დას ვაგონებ საუბრით, მანერებით. ისეთი ამბავია სტანისლავზე ატეხილი, რომ ყველა ქალი ისურვებდა ჩემს ადგილას ყოფნას. ძალიან მეგობრული,  მზრუნველი, ყურადღებიანი ადამიანია. არასდროს არსად არ ვავიწყდები, სადმე რომ მიდის – ან გადაცემაში, ან ნებისმიერ ადგილას,  არ ვავიწყდები, მე აუცილებლად უნდა მახსენოს და მიკითხოს.
– რა იყო თქვენთვის, ორივესთვის ყველაზე რთული?
– ყველაფრის ერთად გაკეთება ყველაზე რთულია მისთვის – ეს ყველას უჭირს. რომ ვეუბნები: ეს ასე გააკეთე-მეთქი, მეუბნება: მაცადე, ჯერ ეს დავიმახსოვროო. ნერვები ეშლება, გაივლის, წაიყვირებს, დაბრუნდება და ვაგრძელებთ. ზოგჯერ მკაცრი და მომთხოვნიც ვარ მის მიმართ, თუმცა, მე რომ ვეუბნები, არ მიჯერებს, ბიჭი რომ ეტყვის, იმაზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას. გიგი გაჩეჩილაძე რომ ეუბნება, ასე გააკეთეო, მე ეს უკვე ნათქვამი მაქვს, მაგრამ იმას უჯერებს და მე – არა. გიგიც მეუბნება: კაცები ერთმანეთს უფრო ვუგებთ, ვიდრე თქვენო. არ ვბრაზდები, რადგან უკვე მივეჩვიე.  ქართული ტური განსაკუთრებით რთული იყო – ის კვირა ძალიან გიჟური გვქონდა. ორშაბათს ღამით ბათუმში წავედით, ოთხშაბათს ჩამოვედით და ეგრევე ვარჯიშზე მივედით. ორი დღე გვქონდა იმისთვის, რომ გვესწავლა, რადგან შაბათ-კვირას შეჯიბრებები მქონდა და შეჯიბრების შემდეგ ვაგრძელებდით ვარჯიშს, მთელი ღამე, დილის 4 საათამდე ვვარჯიშობდით, ვათენებდით. გიჟური კვირა იყო, ახლაც ვერ მოვდივართ აზრზე. სტანისლავსაც სულ გადაფრენები აქვს, თითქმის ყოველ კვირას მიდის სპექტაკლებზე, მასაც სულ გიჟური კვირები აქვს, მაგრამ უძილობას, დაღლილობას, ყველაფერს უძლებს.
– „ფეისბუქზე“, ალბათ, გწერენ გოგონები სტანისლავის შესახებ.
– ძალიან ბევრი მწერს, ბევრი გვგულშემატკივრობს, მხარს გვიჭერენ. მოსაწვევებსაც მთხოვენ, აინტერესებთ, სად ვვარჯიშობთ, მაგრამ თქმის უფლება არ მაქვს, გასაიდუმლოებულია. ძირითადად კეთილი სურვილები აქვთ, თუმცა ზოგჯერ ცუდი კომენტარებიც არის. გარეთ რომ გამოვდივართ, ერთი ამბავი ხდება – ყველა სცნობს, ფოტოების გადაღებას სთხოვენ. ზოგჯერ, როცა საზღვრებს გადადიან, ჩაეჭიდებიან და ხელს არ უშვებენ, არ მოსწონს. რამდენჯერმე მოგვიწია ერთად გაქცევა, დაცვასთან ერთად მანქანასთან მისვლა. ზოგჯერ მეც მიწევს ხოლმე მისი დაცვა, როცა შეხვედრებზე ვართ.
– მისი შვილი ხომ არ გაიცანი?
– პირადად ჯერ არა. აპირებს შვილის ჩამოყვანას. ერთ-ერთი პრომოში ქართულად გულშემატკივრობს მამას და მე ეს ტელეფონშიც მაქვს მოსმენილი, თვითონ სთხოვა სტასს – ნიკე დამალაპარაკეო.
– სტასი შენი პირადი ამბებით თუ ინტერესდება?
– როგორ არა, რჩევებსაც მაძლევს ხოლმე. თუ შემამჩნევს, რომ ვინმემ რამე მაწყენინა, მეუბნება – არავის აჩვენო, რომ გაწყენინესო.
– მისი მონაწილეობით სპექტაკლებს ან სერიალებს ხომ არ უყურებ?
– არა, საერთოდ არ მცალია ტელევიზორის საყურებლად. ყველაფერს მოვწყდი უკვე, თუმცა, კმაყოფილი ვარ. ძალიან გამიმართლა, რომ სტანისლავთან მოვხვდი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობილია, უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგი ადამიანია. ერთი ცუდი თვისება აქვს: ავტომობილს ატარებს ძალიან სწრაფად, ბათუმში 4 საათში ჩავედით, გიჟებს ვგავდით.
– სიურპრიზებსაც ხომ არ გიწყობს, საჩუქრებს ხომ არ გიკეთებს?
– როცა მიდის სადმე, იქიდან აუცილებლად რაღაც საჩუქარი ჩამოაქვს. წასვლისას მეკითხება კიდეც, რამე ხომ არ მჭირდება, თუნდაც ცეკვისთვის. მოსკოვში რომ იყო, იქაურმა თაყვანისმცემლებმა ჩემთან გამოატანეს საჩუქრები, რამაც ძალიან გამახარა.
– წყვილების გაცვლა არ იყო რთული? სალომეზე ხომ არ ეჭვიანობდი, ყველას მისი და სტანისლავის დაწყვილება რომ უნდოდა?
– არ ვეჭვიანობდი სალომეზე, ჩვეულებრივად მივიღე. სალომე სტასთან რომ ცეკვავდა, ამაზე არ ვნერვიულობდი. უბრალოდ, როცა ჯანოსთან ერთად ვცეკვავდი, სულ სხვა შეგრძნება მქონდა. ჯანოც ადვილად ითვისებდა ყველაფერს, მაგრამ სტასთან უფრო მშვიდად ვიყავი, არ მეშინოდა; თან, მასთან მიჩვეული ვარ. სალომეს და სტასის ცეკვაც მომეწონა, კარგი იყო. ცეკვის შემდეგ მე და სტასი ერთად ვსხდებით, ვუყურებთ ვიდეოს და განვიხილავთ.
– ქართველი გოგონები არ მოსწონს? ხან ნანკა კალატოზიშვილთან დააწყვილეს, ხან სალომე ჭაჭუასთან. ამ მხრივ რა ხდება სინამდვილეში?
– ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ისე, რომ ვიღაც მოსწონდეს – არა. როგორც მე ვიცი, ქერა, ცისფერთვალება გოგონები მოსწონს, თუმცა, ყოველთვის სხვანაირი უყვარდება. ახლა არ არის შეყვარებული. რაც შეეხება ვინმესთან დაწყვილებას, ამას უკვე მიჩვეულია – იცის, ინტერნეტში შეუძლიათ, ზღაპრები დაწერონ და ამაზე ჩვეულებრივი რეაქცია აქვს.
P. S. ფოტოები მოგვაწონდა ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ.

скачать dle 11.3