კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იწვევენ მანუჩარ ხუბულავას მსოფლიოში ცნობილ შოუებში და რატომ სთხოვდნენ მას ცეკვის სწავლებას ცნობილი ტყუპები

მანუჩარ ხუბულავა პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. მისი კარიერა საქართველოში დაიწყო, შემდეგ კი თურქეთში, მსოფლიოში ცნობილ შოუებში – „ანატოლიის ცეცხლსა“ და „ტროაში“ გაგრძელდა – ის სხვადასხვა ქვეყანაში ქართული ცეკვისა და კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა. დღეს მანუჩარი წარმატებული მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგია – ის ჯერ კიდევ წლების წინ ასწავლიდა სტუდიაში ქართულ ცეკვას.
მანუჩარ ხუბულავა: ცეკვა 6 წლის ასაკში, ქალაქ ზუგდიდის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „თუთარჩელაში“ დავიწყე. მოგვიანებით კარიერა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონში“ განვაგრძე, სადაც, როგორც პროფესიონალი, ძალიან გავიზარდე. „ერისიონის“ ვარსკვლავიც ანსამბლში ჩემი ცეკვის პერიოდში გაიხსნა. შემდეგ შემოთავაზება მივიღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შოუდან – Fire of Anatolia და Troya. ეს შოუ გინესის ორგზის რეკორდსმენია სცენაზე მოცეკვავეთა რაოდენობითა და სინქრონით. ჩვენი, ქართველების ამ შოუში მონაწილეობა ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩვენთვის, ასევე თავად შოუსთვის.  „ტროას“ პროექტის გამო მოგვიწვიეს, რომელიც მთლიანად „ტროას“ ლეგენდის მიხედვით არის დადგმული. თავიდან ჩვენი ორი ნომერი ჩასვეს – ხალხის რეაქცია აინტერესებდათ. საოცარი ემოციები მოჰყვა, ყველა გაკვირვებული იყო; კითხულობდნენ, საიდან მოვედით... რამდენიმე წელი ვატარებდით კონცერტებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და, სიამაყით ვივსებოდი, როდესაც ქართველების გამოსვლას დიდი ემოციებით ხვდებოდნენ.
– როგორც ვიცი, არაერთ ქვეყანაში გამოსულხართ წარმატებით, მონაწილეობდით სხვადასხვა ფესტივალში, სადაც ქართველების გამოსვლას ყოველთვის უსვამდნენ ხაზს.
– 2011 წელს ქალაქ ტრაპიზონში ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიადა ჩატარდა, რომლის გახსნა-დახურვის ცერემონიალში ჩვენ ვმონაწილეობდით. გახსნისა და დახურვის ცერემონიალის ქორეოგრაფიული გაფორმებაც ჩვენს ანსამბლს დაავალეს. ანსამბლის ხელმძღვანელობამ მოგვანდო პროგრამის აწყობა, კოლექტივის მომზადება და ყველა ცეკვის სრულყოფილად დამუშავება. ჩვენს ანსამბლში დაახლოებით 200 მოცეკვავე ირიცხებოდა, მაგრამ ეს რაოდენობა ამ შემთხვევაში არ აღმოჩნდა საკმარისი და 170 მოცეკვავე დავიმატეთ. მე მომიწია კავკასიური ნომრის აწყობა და მუშაობა 37 პროფესიონალ მოცეკვავესთან. შემდეგ იყო ფესტივალი მაროკოში, სადაც ჩვენთან ერთად მონაწილეობდნენ შაკირა, ლენი კრავიცი, ჯიმი კლეფი, პიტბული, სკორპიონი და მერაია ქერი. ქართულმა ნომერმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მაყურებლის, ისე ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების მხრიდან. შემდეგ ვიყავით კორეა-მექსიკის ტურში, რომელმაც ასევე წარმატებით ჩაიარა. კორეიდან 5 ქართველი და 5 თურქი წავედით მექსიკაში, სადაც ტელევიზიებში გამოვდიოდით – გადაცემებში, პირდაპირ ეთერებში გვიწვევდნენ და ჩვენს წარმატებებზე, ჩვენს დაგეგმილ კონცერტებზე ვსაუბრობდით. ზოგადად, როდესაც ტურნეში ცოტა ხალხი სჭირდებათ, ძირითადად, ჩვენი ნომერი მიდის, რადგან ყველაზე ეფექტურია, დიდ მოწონებას იმსახურებს და ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა მთელი შოუსთვის. ცოტა ხნის წინ კი ოთხმა ქართველმა გავაკეთეთ ჯგუფი და მალევე მიგვიწვიეს ამერიკაში მსოფლიო ფესტივალზე. ჩვენი ცეკვა სიურპრიზი იყო ყველასთვის. მოცეკვავეების უმრავლესობა მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ – პირველი ნომრები, თუმცა ჩვენმა გამოსვლამ აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებული ემოციები ფარიკაობას ხვდა წილად. ფესტივალზე Lombard Twins-იც იყო მიწვეული, რომლებიც ძალიან ცნობილები არიან, ბევრ ფილმში იღებენ. კულისებში გამოგველაპარაკნენ და გვითხრეს: თქვენი ვიდეოები გვაქვს „იუთუბიში“ ნანახი, ვცდილობდით, ჩვენს ცეკვებში ჩაგვესვა თქვენი ელემენტები, მაგრამ, ძალიან რთული აღმოჩნდა, ვერ შევძელით და იქნებ გვასწავლოთო. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვასწავლიდით, თან, მე სწავლების გამოცდილებაც მაქვს – საქართველოში სტუდიაში ვასწავლიდი მოსწავლეებს. ყოველი კონცერტის შემდეგ სიამაყისა და ბედნიერების გრძნობა მეუფლება იმის გამო, რომ ქართველად დავიბადე, საქართველოს, ქართველ ხალხს ვემსახურები და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ვეწევი.

скачать dle 11.3