კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაიხოცა სხვის ომში – მონღოლების გილანში ლაშქრობის დროს უამრავი ქართველი

ყაზან ყაენის შემდეგ, 1304 წელს, მონღოლთა ჰულაგუიდების სახელმწიფოს ილხანთა ტახტზე დასვეს მისი უმცროსი ძმა და მემკვიდრე, ოლჯაითუ. ამ დროისთვის, რადგან მაჰმადიანობა ჰქონდა მიღებული, ეწოდა ყიას ედ-დუნია ვა-დ-დინ მუჰამედ ხუდაბანდე ოლჯაითუ სულთანი. ქართველები ხარბანდად მოიხსენიებდნენ. ის ცალთვალა ყოფილა. ბავშვობაში, 1289 წელს, დედამისს ოლჯაითუ ქრისტიანულად მოუნათლავს, მაგრამ 1295 წელს მიიღო ისლამი. მის დროსაც, საილხანოში მნიშვნელოვან თანამდებობებს სპარსი მაჰმადიანები ფლობდნენ.
ახალი ყაენი ძალიან კარგად იყო განწყობილი ვახტანგ მეფისადმი, რადგან კეთილი ადამიანი ყოფილა, ამბობს ასწლოვანი მატიანეს უცნობი ავტორი. ხარბანდა მიჰყვებოდა თავის ძმის რეფორმატულ გზას.
ყაენმა ხარბანდამ გადაწყვიტა გილანში (სპარსეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში) გალაშქრება და თავის ყველა მეომარსა და ვახტანგ მეფეს მოუწოდა. გილანი ლამაზი მხარეა, მისი სახელი ასე ითარგმნება თურმე – ყვავილების ქვეყანა. მდებარეობს კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. პატარა ქვეყანა იყო, სულ 15 000 კვადრატულ კილომეტრამდე (დაახლოებით აფხაზეთის, სამეგრელოსა და გურიის ტოლი, ოდნავ მეტი). ახლა აზერბაიჯანს ესაზღვრება უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ ენაზე ლაპარაკობს (ირანული ენების ჩრდილო-დასავლურ ირანული ჯგუფის კასპიისპირული ქვეჯგუფი). ისლამი გილანში გვიან გავრცელებულა – მეცხრე-მეათე საუკუნეებში, რადგან არაბებს ძალიან გაუჭირდათ გილანელების დაპყრობა, მთებში მცხოვრებლები კი ვერც დაუმორჩილებიათ. გილანელები ფიცხი ხალხი იყო და არ უყვარდათ უცხოელების ბატონობა. 1270 წელს მონღოლებმა, ქართველების დახმარებით, სცადეს გილანის დამორჩილება, მაგრამ ვერ შეძლეს. ამ დროს მთელი ირანი, ერაყი, სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი მთლიანად, მცირე აზიის ნაწილი, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ გილანის მთავრები, მელიქები არ ემორჩილებოდნენ ილხანებს.
სხვა რა გზა ჰქონდა ვახტანგ მეფეს, ახლაც უსიტყვოდ დამორჩილდა ყაენს. საილხანოს ომებში, ყოველ მიწვევაზე ვახტანგ მეფე და ქართველი მეომრები თავდადებით იბრძოდნენ, სისხლს ღვრიდნენ და ასე ახერხებდნენ, საკუთარ სამშობლოში არ დაღვრილიყო მშვიდობიანი ქართველების სისხლი. ურდოში გამოიძახეს სამცხის მთავარი ბექაც. ამ დროს სამცხე ილხანთა პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო და არ ემორჩილებოდა ქართველ მეფეებს, მიუხედავად იმისა, რომ სამეფოს იერარქიაში ბექა ჯაყელი მეფის მანდატურთუხუცესის ტიტულს ატარებდა. მისი შექმნილია ბექას სამართალი. ბექა პირველი წარმატებით ებრძოდა სამცხეში შემოჭრილ თურქებს, რომლებმაც ისარგებლეს საქართველოს დასუსტებით და არბევდნენ ჩვენი სამშობლოს სამხრეთ-დასავლეთ მხარეს. ბექამ უფროსი ქალიშვილი – ჯიაჯაყი მიათხოვა ტრაპიზონის იმპერატორ ალექსი მეორეს, რაც ტრაპიზონში ქართული პოლიტიკური დასის გაძლიერებას ნიშნავდა. ბექას მეორე ასული, ნათელა კი, დემეტრე თავდადებულს ჰყავდა მესამე ცოლად, რომლისგანაც იშვა ვახტანგ მესამის უმცროსი ნახევარძმა, გიორგი – მომავალი ბრწყინვალე მეფე საქართველოსი.
ოთხად გაჰყო ხარბანდა ყაენმა არმია, საუკეთესონი თავისთან დაიტოვა, მათ შორის ვახტანგ მესამე ქართული ნაწილებით. მეორე ნაწილი ჩააბარა ხუტლუ შაჰს და ბექა ჯაყელს, რომელიც მესხური ჯარის ნაწილებით ხლებოდა შაჰს.
მესამე ნაწილი ჯალიარს ჩააბარა. მათთან იყვნენ ოსები, რომელთაც მონღოლების ბატონობის გამო, გორი ჰქონდათ დაკავებული.
მეოთხე ნაწილს სალდუხ ჩოფანი უსარდლეს.
ასე, ოთხად გაყოფილი ჯარი გაემგზავრა გილანისკენ. თითოეული დაჯგუფება ცალ-ცალკე, სხვადასხვა გზით გაუდგა გზას. ძველ დროში, დიდი არმიები სხვადასხვა გზით გადაადგილდებოდნენ და დათქმულ ადგილას ხვდებოდნენ ერთმანეთს დასარბევი ქვეყნის მეზობლად.
იმ ნაწილებს, ხარბანდა ყაენთან ერთად რომ მიდიოდნენ, ვახტანგ მეფე უსარდლეს. გილანელები მცირერიცხოვანნი იყვნენ, მაგრამ არ შეუშინდნენ თათრების არმიას. ამ დროს გილანში ოთხი მთავარი ჰყოლიათ, მაგრამ მონღოლების შიშით გაერთიანდნენ და გააფთრებით იბრძოდნენ. ქართველ მემატიანეს შემონახული აქვს  გილანის მთავრების სახელები: ერქაბაზნი, უბაში, როსტანი და ასანი.
გილანელები კარგად მომზადებულები დახვდნენ მტერს. მათი ნაწილი ციხეებში გამაგრდა. ერიქაბაზნმა შეკრა ხეობები, თვითონ ციხე-სიმაგრეში გამაგრდა და მისი ნაწილები შეება ხარბანდა ყაენის ნაწილებს. ამ ბრძოლას ვახტანგ მეფე წინამძღოლობდა. სასტიკი ომი იყო. გაუვალ მთებში, ვიწრო ხეობაში და უღრან ტყეში წინსვლა ძალიან უჭირდა მონღოლურ არმიას. სადაც ვაკე იყო, იქ ლამი იდგა, რადგან ბევრია, თურმე, გილანში ჭაობიანი ადგილები.
გილანელები ჩასაფრებული იყვნენ. დიდხანს გაგრძელდა ომი. ისრებითა და ხმლებით იბრძოდნენ ქართველები და თათრები. ყაენი შორიდან უყურებდა ბრძოლას. ძალიან გაუჭირდათ ქართველებს ასეთ მძიმე პირობებში, თუმცა ზურგი არ უჩვენებიათ მტრისთვის. მაგრამ, გზის სივიწროვის გამო, ჩასაფრებული მტრისგან დიდი ზარალი ნახეს ჩვენმა წინაპრებმა. ყოველი ათი კაციდან მხოლოდ ორი თუ გადარჩა ცოცხალი. უამრავი ოჯახი იმ დღეს უმკვიდრო გახდა, რადგან მამა, შვილი და ძმა, ყველა ერთად დაიღუპა. რომლებიც დარჩნენ ვახტანგ მეფის გვერდით ცოცხლები, უკან არაფრის დიდებით არ იხევდნენ.
უკვირდათ მონღოლებს ქართველების ასეთი სიმამაცე. მონღოლების ნაწილებმა უკან დაიხიეს. ვახტანგ მეფე მხნედ იბრძოდა. ბარკალში დაიჭრა კიდეც მსუბუქად. ჩავიდა მზე და დაღამდა. გაიყარა არმიები.
ყაენი მიხვდა, ამ მთიანი, ტყიანი, გაუვალი და მხნე ხალხით დასახლებული პროვინციის დაკავება გაუჭირდებოდა და ღამით აიყარა, უკან დაიხია. ეს რომ გილანელებმა გაიგეს, გამოეკიდნენ და დიდი ზიანიც მიაყენეს.
ხუტლუშას შვილი, სიბუჩი გადაუდგა წინ. გილანელთა სარდალმა უბიშმა შეკრა გზა და წინ გადაუდგა ხუტლუ-შაჰს. ხუტლუ-შაჰი გადმოხტა ცხენიდან, მოიხადა მუზარადი, სკამზე დაჯდა და ბექა ჯაყელს უბრძანა ქვეითად შესვლა ვიწრობში. მესხებმა გმირულად იომეს, არც მათ შეაქციეს ზურგი ჩასაფრებულ მტერს, რომელიც ისრებს უშენდა და ბევრი გილანელი გაისტუმრეს საიქიოს.
ვიღაცამ სტყორცნა ისარი, ხუტლუ-შაჰს მოხვდა შიშველ თავზე და მკვდარი ჩამოაგდო სკამიდან. ეს რომ დაინახა სიბუჩიმ, ხუტლუ-შაჰის შვილმა, გაიქცა თავის ნაწილებთან ერთად. მესხები დარჩნენ და იბრძოდნენ. მათი დიდი ნაწილიც დაიღუპა. უკან დახევა მოუწიათ. ამის შემდეგაც მონღოლებმა და მესხებმა დიდი ზარალი ნახეს, რადგან მათ უკან ვაკეზე, ბრინჯის ყანებში,  ღამით წყალი მიეშვათ და ლამი დამდგარიყო. ვერც ქვეითებმა და ვერც ცხენოსნებმა ვერ გაიარეს. უამრავი დაიხოცა.
ჩოფან ნოინსაც შეებრძოლა როსტან მელიქი ერთ მინდორზე. მონღოლებმა დაამარცხეს გილანელები და გააქციეს. გილანელები გამაგრებულ ადგილას შევიდნენ. ჩოფანმა ჭკუა იხმარა და არ შეჰყვა როსტანის ნაწილებს. წყნარად დაბრუნდა და მხედრებს არიერგარდში დგომა უბრძანა, რათა გილანელებს კიდევ ერთი ხრიკი არ მოეწყოთ. ჩოფანთან ჯავახიშვილი გამრეკელი იბრძოდა მხნედ. ის და მისი ჯავახური ნაწილები მშვიდობით გამოვიდნენ.
უსენს და ოსებს შეებრძოლა ასან გილანელი და მანაც დაამარცხა მონღოლთა ეს ნაწილები. ისინიც გამოიქცნენ, მივიდნენ და შეიკრიბნენ უჟანს, ყაენის წინაშე.
ხუტლუ-შაჰის ნაცვლად სულდუხ ჩოფანი დაინიშნა მონღოლთა მხედართმთავრად.
გილანის ნაწილი დამორჩილდა საილხანოს, მაგრამ მთებში მაინც ვერ გავრცელდა მონღოლთა ხელისუფლება.
ვახტანგ მეფე, მისი სარდლები და ჯარი მხნედ და ერთგულად ბრძოლისთვის მონღოლებმა დააჯილდოეს და შინ გამოუშვეს.
შემცირებული ჯარით დაბრუნდნენ ჩვენი წინაპრები სამშობლოში. უამრავმა ოჯახმა შავები ჩაიცვა და ვერც დაიტირა სხვის ომში დაღუპული, გილანის მიწაში ჩაწოლილი ვაჟკაცები.

скачать dle 11.3