კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიიჩნევდა „ცეერუს“ დირექტორი ლავრენტი ბერიას ამერიკისთვის საშიშ პერსონად

ლავრენტი ბერიას ვერაგული მკვლელობიდან და მის ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე გათამაშებული ფარსიდან, 63 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მარშალ ბერიაზე უამრავი რამ დაიწერა. უმეტესწილად – ნეგატიური, რაც მისმა მკვლელებმა შეუკვეთეს, რათა თავიანთი ვერაგობა დაემალათ და თუკი ამას ვერ მოახერხებდნენ, გაემართლებინათ მაინც. თუმცა, სიმართლე ადრე თუ გვიან თავის გზას მაინც პოულობს და ამ ბოლო წლებში ლავრენტი ბერიაზე ობიექტური, კვალიფიციური პუბლიკაციები ქვეყნდება, სადაც ამ არაორდინარული ისტორიული პიროვნების ობიექტური პორტრეტია დახატული. პროფესორი ვლადიმირ სერგეევი წერს: „რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს მავანს ჩემი სიტყვები, თამამად, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუკი პლანეტა დედამიწაზე მესამე მსოფლიო ომი არ მოხდა, ეს ერთადერთი ადამიანის დამსახურებაა და მისი სახელია საბჭოთა კავშირის მარშალი ლავრენტი პავლეს ძე ბერია...
ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოციანი წლების მიწურულამდე აპირებდა საბჭოთა კავშირის ატომურ ბომბარდირებას და ბერიას, 1949 წელს საბჭოთა ატომური იარაღი  რომ არ შეექმნა, გამოუსწორებელი კატასტროფა მოხდებოდა. სწორედ მარშალ ბერიას ძალისხმევით შექმნილმა საბჭოთა ატომურმა იარაღმა ააღებინა ხელი შტატებს ამ საშინელებაზე და დედამიწაზე ბირთვული პარიტეტი დამყარდა, რომელიც უკვე 63 წელია, გრძელდება. ბერიას კონტროლქვეშ მოქმედი სადაზვერვო-დიპლომატიური კორპუსი კი ისე ეფექტურად საქმიანობდა, რომ საბჭოთა კავშირ-ამერიკის დაპირისპირება, ფაქტობრივად, არ გასცდენია „ცივი ომის“ ჩარჩოებს. კორეის კონფლიქტი კი მალევე მოგვარდა... საგულისხმო ფაქტია, რომ 1963 წლის ცნობილი „კარიბის კრიზისის“ დღეებში, როდესაც კრეტინმა ნიკიტა ხრუშჩოვმა კინაღამ ატომური ომი გააჩაღა, ვიაჩესლავ მოლოტოვს თავისი მეუღლისთვის, პოლინა ჟემჩუჟინასათვის თავისი ცნობილი ფრაზა უთქვამს: „ეს ბნელი გლეხუჭა (ხრუშჩოვი) მსოფლიოს ღუპავს. ბერია რომ ცოცხალი იყოს, ასეთი რამ არ მოხდებოდა. ტყუილად მოვკალით ის (ბერია) და ჩვენ, ყველანი, ბოროტმოქმედნი ვართო...“ მოლოტოვი ჭკვიანი, გამოცდილი და ხრუშჩოვისგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი იყო. ის გულწრფელად ნანობდა ბერიას წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობას. ნანობდნენ სხვებიც, გარდა ცალტვინა ხრუშჩოვისა...
სტალინზე უკეთ, ბერიას ფასი არავინ იცოდა და სწორედ ამიტომ ავალებდა საბჭოთა ბელადი ლავრენტი ბერიას ყველაზე საიდუმლო და საპასუხისმგებლო საქმეებს. სწორედ სტალინის პირადი დავალებით გაფრინდა ბერია 1950 წელს ვაშინტონში საიდუმლო მისიით და ეგრეთ წოდებულ „ამერიკელ ქორებს“ (ამერიკელ პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც საბჭოთა კავშირის განადგურებაზე მუშაობდნენ) შეხვდა. მოგვიანებით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, ალენ დალესი ასე იხსენებდა ბერიასთან შეხვედრას: „საბჭოთა უშიშროების მარშალთან შეხვედრისას დავრწმუნდი, რომ სანამ ეს ადამიანი (ბერია) ცოცხალია, ჩვენს სტრატეგიულ გეგმებს განხორციელება არ უწერია. ამიტომ, შეხვედრის დამთავრებისთანავე ვუბრძანე ჩემს თანაშემწეს, რომ ჩვენს უწყებას („ცეერუ“) დაუყოვნებლივ დაეწყო ძირგამომთხრელი საქმიანობა მარშალ ბერიას წინააღმდეგ, რაც ჩვენი ანტისაბჭოთა სტრატეგიული გეგმის მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდა. ბერიასთან შეხვედრის დროს კი, ამეკვიატა აზრი – რა კარგი იქნებოდა, ეს კაცი (ბერია) ერთ-ერთი ჩვენგანი რომ იყოს-მეთქი“.
საბჭოთა კავშირის დაუძინებელი მტრის, ალენ დალესის ეს შეფასება ნათლად მეტყველებს ლავრენტი ბერიაზე, როგორც სახელმწიფო მოღვაწესა და ძლიერ, ჭკვიან პიროვნებაზე. დალესი იხსენებდა: „ბერიას მთავარი საშიშროება ის კი არ იყო, რომ ეს კაცი რუსი გენერალიტეტივით სამხედრო ძალით გვაშინებდა ან გვაშანტაჟებდა, არამედ ის, რომ მე მასში პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი დავინახე, რომელსაც პოლიტიკის წინასწარ განჭვრეტის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. მეორე მხრივ კი, ბერიაში დავინახე ძალიან მოქნილი, ჭკვიანი დიპლომატი, რომელიც სულაც არ ჰგავდა ტიპურ საბჭოთა დიპლომატიის წარმომადგენელს. მას  შეეძლო, თამამად და რაც მთავარია, უშეცდომოდ ემოქმედა. ჩვენი ანალიტიკური  სამსახურის მიერ მომზადებული ვრცელი მოხსენებითი ბარათიდან ზუსტად ვიცოდი, რომ სტალინის მემკვიდრე ბერია გახდებოდა. აი, ეს კი ნამდვილად არ გვაძლევდა ხელს...“
ჭკვიან და ინფორმირებულ ალენ დალესს ლავრენტი ბერიასი იმიტომ ეშინოდა, რომ კარგად იცოდა, როგორც კი ბერია სტალინის ადგილს დაიკავებდა, უპირველესად, ის საბჭოთა კავშირის განვითარების მოდელს შეცვლიდა, ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზაციას შეუდგებოდა. მოახდენდა ერთპარტიული სისტემის გაუქმებას და სატელიტ სოციალისტურ ქვეყნებს მეტ ავტონომიას მისცემდა. ამით კი პოლიტიკურად მოიგებდა და ევროპაში დაგეგმილ ქაოსს წერტილს დაუსვამდა. ყოველივე ამათთან ერთად კი, შეინარჩუნებდა სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უშიშროების სადავეებს, რაც დალესის აზრით, დამღუპველი იქნებოდა ამერიკისთვის. შეერთებულ შტატებს მშვიდი და ძლიერი ევროპა არ აწყობდა, ხოლო ლავრენტი ბერია კი, სწორედ ასეთი ევროპის გარანტი იყო.
ამერიკული ანალიტიკური დაზვერვის გათვლები აბსოლუტურად ზუსტად მართლდებოდა და გარდაიცვალა თუ არა სტალინი, ბერიამ უმალვე რეფორმების გატარება დაიწყო უსტალინო ქვეყანაში. ევროპაში კი უკვე გერმანიის გაერთიანებაზე, ჩეხეთისა და სლოვაკეთის დამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ევროპის მოდერნიზაციაზე ალაპარაკდნენ, რაც შეერთებული შტატების გეგმებში არ ჯდებოდა.
ვაშინგტონის საიდუმლო მისიიდან ბერია ტრიუმფატორი დაბრუნდა. მან (ბერიამ) სტალინის დავალება ფრიადზე შეასრულა და „ამერიკელ ქორებს“ ხელი ააღებინა ატომური იარაღის ევროპაში, საბჭოთა საზღვრებთან ახლო განლაგებაზე, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა საბჭოეთს. იგივე დალესი სინანულით იხსენებდა: „ბერიამ აშკარად გვაჯობა, როდესაც ჩვენი მთავარი ძალის (ბირთვული ქობინები) ევროპაში განლაგება გადაგვაფიქრებინა, რადგან დაგვარწმუნა, რომ ანალოგიურად საბჭოეთიც მოიქცეოდა. თუმცა, მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ 1950 წელს საბჭოეთს ამის საშუალება არ ჰქონდა და მოვტყუვდით...“
სავარაუდოდ, უფრო მეტად მოატყუებდა ბერია ამერიკას, რომ დასცლოდა, მაგრამ ისტორიის ბორბალი სულ სხვაგვარად დატრიალდა.“

скачать dle 11.3