კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააბრუნებინა სტალინმა ქურდებს ბოლშევიკური სალაროს ფული

საგულისხმო ფაქტია, რომ კაცობრიობის ისტორიაში სტალინი ერთადერთი მმართველია, რომელსაც თუნდაც მცირე პირადი ქონებაც კი არ გააჩნდა და, რაოდენ პარადოქსულად, დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, მისი პირადი მოხმარების ნივთები და თვით ტანსაცმელიც კი, სახელმწიფოს საკუთრება იყო. ისტორიკოს-მკვლევარი სემიონ ტიხომიროვი წერს: „სტალინის ბიოგრაფიის კვლევისას პარტიულ არქივებში ერთი ძალზე საგულისხმო საბუთი აღმოვაჩინე. ესაა სტალინის ტანსაცმლის, ასევე, ძალიან მცირე რაოდენობის პირადი მოხმარების საგნებისა და ნივთების სრული სია. ყველაზე საინტერესო ამ აღმოჩენაში კი ისაა, რომ თითოეულ მათგანს სტალინის სიცოცხლეშივე, ანუ მოხმარების დროს, სპეციალური ნომრიანი ტვიფრი დაადეს, რაც მათ (ნივთების) სახელმწიფო კუთვნილებაზე მიუთითებდა... ანუ, არსებული კანონმდებლობის თანახმად, თუკი სტალინი ამ ნივთს დაკარგავდა, გაანადგურებდა ან დააზიანებდა, მისი საფასური საკუთარი ხელფასიდან უნდა აენაზღაურებინა... სხვათა შორის, რამდენიმე ასეთი შემთხვევა მართლაც მოხდა და სტალინმა საკუთარი ხარჯებიც გაიღო რემონტისთვის... მაგალითად, ერთ-ერთ პოლიგონზე, ახალი სატანკო ტექნიკის დათვალიერებისას, საბჭოთა ბელადი ტანკის კოშკურიდან ჩამოხტა და საბრძოლო მანქანის ჯავშანზე ქარხანა „ჩაიკაში“ დამზადებული ოქროს მაჯის საათი მიამსხვრია. არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სტალინმა დაზიანებული საათის (ახალ საათზე კატეგორიული უარი განაცხადა) შეკეთებაში  11 მანეთი და 65 კაპიკი თავისი ხელფასიდან გადაიხადა... მავანს შეიძლება ეს ამბავი, სასაცილოდ არ ეყოს, საბჭოთა ბელადს კი მიაჩნდა, რომ თითოეული კაპიკიც კი აღრიცხული უნდა ყოფილიყო და ბიუჯეტს არ უნდა გამოჰპარვოდა. სტალინის ასეთი პედანტიზმი და აკურატულობა მისი სიძუნწიდან კი არა, პირველ ყოვლისა, მისი ცხოვრების წესიდან და სახელმწიფოსა და მილიონობით ადამიანის წინაშე აღებული ვალდებულებიდან გამომდინარეობდა. ალბათ, ამიტომაც სჯიდა სტალინი უმკაცრესად მექრთამეებსა და მომხვეჭელებს, ანუ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ – კორუმპირებულებს.
ერთ ძალიან საგულისხმო, საინტერესო ისტორიას იხსენებდა სტალინის რევოლუციონერი კოლეგა და ექსპროპრიაციების დიდოსტატი ლეონიდ კრასინი. 1923 წლის საპირველმაისო ვახშამზე, რომელსაც ბოლშევიკთა ძალიან ვიწრო წრე ესწრებოდა და მათ შორის იყო კობაც (სტალინი) „ექსების“ (ექსპროპრიაციების) ასმა თანამესუფრეებს მოუთხრო: 1906 წლის თებერვალი, ზოგადად თბილ ბაქოში, ისეთი ცივი და თოვლიანი იყო, რომ  ყინვა ძვალსა და რბილში ატანდა. თავი ციმბირში მეგონა. ქუჩები საშინლად იყო მოყინული და გადაადგილება შეუძლებელი იყო. არადა, ძალიან სასწრაფო და სახიფათო ექსპროპრიაცია უნდა ჩაგვეტარებინა იქ (ბაქოში) და კობა, მე და კამო სწორედ ამისთვის ვიყავით ჩასული აზერბაიჯანის დედაქალაქში. ამასთანავე, ციხიდან გაქცევისთვის კობა „ოხრანკის“ (მეფის ხელისუფლების უშიშროების სამსახური) მიერ იძებნებოდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, ჩვენი ტრიო მილიონერ ბაირამოვის ეტლს უნდა დასხმოდა თავს, რომლითაც ამ მევახშის ფული გადაჰქონდათ კანტორიდან (ცენტრალური ოფისი) ბანკში. თანხა 55-60 ათასი მანეთი უნდა ყოფილიყო და სრული საიდუმლოების დაცვით ხორციელდებოდა. ამიტომ, მას მხოლოდ სამი შეიარაღებული ადამიანი აცილებდა და ისინიც ეტლში ისხდნენ. 6 თებერვალს უკვე ბინდდებოდა, როდესაც ბაირამოვის „ფულიანი ეტლი“ გამოჩნდა. კამო დაზღვევაზე იდგა. მე და კობამ კი ეტლი „შევაყენეთ“. გუშაგები სწრაფად განვაიარაღეთ და ფულით სავსე ტყავის ჩანთა გავიტაცეთ, რომელიც სხვა ეტლით უნდა წაგვეღო. ის ეტლი კი ასიოდე მეტრში, ერთ პატარა ჩიხში გვეყენა. მოულოდნელად კაზაკთა გუშაგი გამოჩნდა, რომელმაც ცეცხლი გაგვიხსნა და რომ არა კობა, რომელიც უზადოდ ისროდა, კამოს მოკლავდნენ. კობამ კი კამოს უკან მდგომი კაზაკი მკლავში დაჭრა, შაშხანა გააგდებინა და კამო სიკვდილს გადაარჩინა. გავიქეცით, მაგრამ კობას კარაბინის ტყვიამ მარცხენა მხრის რბილ ქსოვილში გაუარა და მართალია, ძვალს არ შეხებია და ოდნავ დაუზიანა მყესი, მაგრამ ჭრილობა გაუსივდა, სიცხემ აუწია... მიუხედავად იმისა, რომ პარტიული საჭიროებისთვის მხოლოდ 50 ათასი გვჭირდებოდა, ექსპროპრირებულმა თანხამ კი 65 ათასი მანეთი შეადგინა, კობა ცოცხალი თავით არ დაგვთანხმდა, მისთვის არალეგალურად ექიმი მოგვეყვანა და 50 მანეთი გადაგვეხადა. „არაფერია, გაივლის“, – იმეორებდა კობა და კამოს „მაუზერითაც“ (პისტოლეტი) კი დაემუქრა: ექიმის მოყვანა არ გაბედოო... მხოლოდ მაშინღა მოიყვანა კამომ ექიმი, როდესაც კობას ცხელება დაეწყო, გონება დაკარგა და ჭრილობა გაუსივდა.
კრასინმა რომ თხრობა დაასრულა, სტალინს ჩაეღიმა და თქვა:
– ორმოცდაათი მანეთი მაშინ ძალიან დიდი ფული იყო და ამ თანხით ოთხი თვე არალეგალურად ვცხოვრობდი ხოლმე. პარტიას თანხები არ ჰყოფნიდა და ძალიან დიდი ფუფუნება ხომ არ იყო, რომ რიგითი წევრის სამედიცინო მომსახურებაში ამხელა თანხა გადახდილიყო?
სტალინმა რომ ფრაზა დაასრულა, კრასინმა დაამატა:
– ყველაზე საინტერესო კი ისაა ამ ისტორიაში, რომ გამოჯანმრთელებულმა კობამ ეს 50 მანეთი პარტიის სალაროში დააბრუნა, რამაც  ილიჩის (ლენინის) გაბრაზება გამოიწვია და დღემდე არ ვიცი, თუ სად იშოვა ეს ფული.
– დედაჩემს ვესესხე, – თქვა სტალინმა...
ზემოხსენებული ისტორია ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ უფრთხილდებოდა სტალინი პარტიული სალაროს თითოეულ კაპიკს და ცნობილი არაა, დაუბრუნა თუ არა  მან ვალი დედამისს. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ 1911 წლის ციმბირულ გადასახლებაში 32 წლის სტალინმა ქურდულ-ბოლშევიკური საერთო სალაროს განიავებაში ავტორიტეტული ქურდი – „მაქსიმკა“, იგივე პავლე მაქსიმოვი ამხილა. მას მისმა კოლეგა ქურდებმა ტიტული აჰყარეს და ხელის მტევანი მოჰკვეთეს. ფული კი ქურდებმა ბოლშევიკებს დაუბრუნეს, რაც სტალინის ავტორიტეტის გამო მოხდა, რადგან ისიც კარგად იცოდნენ, რომ რევოლუციონერი კობა არავის შეარჩენდა პარტიის კაპიკსაც კი.“

скачать dle 11.3