ყოველდღიური საკვები ყურადღებით შეარჩიეთ
თუ დღეში ორ ცალ ვაშლს შეჭამთ, ამით შეამცირებთ ინსულტის განვითარების ალბათობას, თან, ჯანმრთელ გულს შეინარჩუნებთ. ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რადგან ის ამცირებს პროსტატის, ფილტვებისა და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს.
თუ გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა, არ დაივიწყოთ C და E ვიტამინები, რომლებიც ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს. ყოველდღიურად მიირთვით ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი ან მიიღეთ ასკორბინის მჟავა. მათი წყალობით გარანტირებული გექნებათ იდეალური მხედველობა.
თუ დრო არ გრჩებათ, ნორმალურად ისადილოთ, ჭამეთ ნუში. დღეში დაახლოებით 60-70 გრამი ნუში ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. თუ მას 15-20 დღის განმავლობაში მიიღებთ, სისხლში ქოლესტერინის დონე შემცირდება.
ზეითუნის ზეთის რეგულარულად მოხმარება კი საკვერცხეების კიბოსგან დაგაზღვევთ.
ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის წითელი ბურთულებისა და მთლიანად სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად; ასევე, ის სასარგებლოა სტაფილოს წვენთან ერთად. დღეში 1 ჭიქაზე მეტი ჭარხლის წვენი არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს. თავდაპირველად, უმჯობესია, დალიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ჭარხლის წვენის რაოდენობა – ასე ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და კარგად იწმინდება. საკმარისია, დღეში 2-ჯერ თითო ჭიქა წვენის მიღება. ეს განსაკუთრებით კარგია ქალებისთვის კლიმაქსური პერიოდის დროს.
ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი. ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი კი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს.
ჭარხლისა და სტაფილოს წვენების ნარევი ორგანიზმს ამარაგებს საჭირო რაოდენობის ფოსფორით, გოგირდით, კალციუმითა და სხვა ტუტე ლითონებით.
კიტრი და მისი წვენი კი კარგი შარდმდენი საშუალებაა, თუმცა მას კიდევ სხვა ბევრი სასარგებლო თვისებაც გააჩნია. მასში შემავალი დიდი რაოდენობით გოგირდი და სილიციუმი ხელს უწყობს თმის ზრდას.
კიტრის წვენით, სტაფილოს წვენთან ერთად, მკურნალობენ რევმატიულ დაავადებებს. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. ადამიანის ფრჩხილსა და თმას სწორედ იმდენი მიკროელემენტი ესაჭიროება, რა რაოდენობითაც მათ კიტრის წვენი შეიცავს.
კიტრის, სტაფილოსა და მწვანე სალათის ფურცლების წვენის ნარევი კანის ბევრი დაავადებისთვის უებარი წამალია.
ხშირად ჭამეთ სეზონური ხილი და აიმაღლეთ იმუნიტეტი
იმუნიტეტი ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობაა. როდესაც ადამიანი ადვილად ცივდება, ხშირად ავადმყოფობს სხვადასხვა ინფექციური დაავადებით, ეს სწორედ სუსტი იმუნიტეტის ბრალია.
ორგანიზმის იმუნურ პროცესებზე პასუხს აგებს ლიმფოციტები და მონოციტები. ამ უჯრედების რაოდენობის საგრძნობი მატება, ანუ, როცა ლიმფოციტები დაახლოებით ორმოც პროცენტს აღემატება, მონოციტები კი ათ-თხუთმეტ პროცენტზე მეტია, ეს იმუნური სისტემის გადაძაბვაზე – ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის პროცესზე მეტყველებს. მაგრამ, თუ ლიმფოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ეს იმუნიტეტის დაქვეითების მაჩვენებელია. ასევე, სისხლში არსებობს სპეციალური იმუნოკომპეტენტური ცილები, ანუ იმუნოგლობულინები, რომელთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც იმუნიტეტის მდგომარეობაზე მიუთითებს.
ადამიანი რომ მხნედ, ჯანმრთელად და შრომისუნარიანად გამოიყურებოდეს, აუცილებელია, მისი იმუნიტეტი გარკვეული პროცენტით აკმაყოფილებდეს საერთო ნორმებს.
სწორედ ახლა გაქვთ შანსი, ორგანიზმი ვიტამინებით მოამარაგოთ და აიმაღლოთ იმუნიტეტი. ამისთვის სეზონური ახალი ხილი ნამდვილი მისწრებაა. წვენმა რომ თავისი უნიკალური და სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, აუცილებელია, მათი მომზადების წესები დაიცვათ.
სასურველია, ხილი და ბოსტნეული გახეხოთ პლასტმასის სახეხზე და არა ლითონისაზე, რადგან რკინასთან შეხება ანადგურებს ვიტამინების ნაწილს, განსაკუთრებით კი C ვიტამინს. ასევე, ფერმენტები, ვიტამინები და არომატული ნივთიერებები სწრაფად ნადგურდება ჰაერზე ჟანგბადის ზემოქმედების გამო. ამიტომ, წვენი უშუალოდ მიღების წინ უნდა მოამზადოთ ან შეინახოთ მინის, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.
წვენი უნდა სვათ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით. წვენი ცოტა ხნით პირის ღრუში გაიჩერეთ, რათა ნერწყვს შეერიოს. ეს ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ მის მთლიანად შეწოვას. ასევე, არ არის რეკომენდებული, წვენს დაუმატოთ შაქარი.
აქვე შემოგთავაზებთ, რამდენიმე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის წვენების შეთავსება-შეხამებას, რომლებიც სასიამოვნო გემოთი და სამკურნალო მოქმედებით გამოირჩევა:
მკვებავი წვენები – მარწყვი, ანანასი და ყურძენი; ნესვი, ბანანი, მარწყვი, ჟოლო, მანგო და ანანასი; მოცვი და ჟოლო.
გამწმენდი წვენები – სტაფილო, ვაშლი და ჭარხალი; სტაფილო, ჭარხალი და კიტრი; კოჭა, ლიმონი და თაფლი; სტაფილო, ოხრახუში და ნიორი; სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო და ნიახური.
ანტიმჟანგავი წვენები – ფორთოხალი და გრეიპფრუტი; ფორთოხალი და სტაფილო; შავი ყურძენი, მსხალი და ვაშლი; ფორთოხალი, მარწყვი და პომიდორი; პომიდორი და ისპანახი; შავი ყურძენი, ვაშლი და ლიმონი; ვაშლი და წითელი მოცხარი.
თუ ზედმეტი წონა ან დიაბეტი გაწუხებთ, მოერიდეთ ბანანისა და მანგოს წვენებს, სხვა ტკბილი წვენები კი წყალში გააზავეთ.
ყველანაირი წვენის დალევა კარგია დილით, უზმოზე. თუ წვენს საკვებს მიაყოლებთ, მაშინ მათში არსებული მკვებავი ნივთიერებების დიდი ნაწილი ორგანიზმის მიერ არ შეითვისება.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ წვენებს არ შეუძლია ხილისა და ბოსტნეულის შეცვლა, რადგან, საჭმლის ნორმალური მონელებისთვის ბოჭკოებია აუცილებელი. ამიტომ, წვენები სვით, როგორც კვების ჯანსაღი დანამატი.
კანზე გამონაყარი კონკრეტული ორგანოს პრობლემაზე მიანიშნებს
კანზე გამონაყარის მიზეზი ტოქსინები ხდება, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ძილის ხარისხსა და სწორ კვებას. ღამის განმავლობაში ღვიძლი აქტიურად მუშაობს. ამ ორგანოს მთავარი მიზანი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაა. დილით აუცილებელია მინერალური წყლის დალევა.
სახის თითოეული ნაწილი ორგანიზმის გარკვეულ ორგანოს უკავშირდება და, თუ გამონაყარი შეამჩნიეთ, ესე იგი, კონკრეტულ ორგანოს აქვს პრობლემა და მის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოთ.
* სახის ქვედა ნაწილში ანუ ნიკაპზე გამონაყარი ენდოკრინული პრობლემების ნიშანია, ან შესაძლოა, საკვერცხეების დაავადებითაც იყოს გამოწვეული.
*თუ გამონაყარი ხშირად ჩნდება შუბლზე, ცხვირზე ან ზედა ტუჩზე, ეს ნაწლავების დაავადების ბრალია. თუ ნაწლავის პრობლემებს დროულად მიხედავთ, გამონაყარიც გაქრება.
* ზურგის ზედა ნაწილში გამონაყარი მიანიშნებს, რომ წესრიგში არ არის ლიმფური ქსოვილები;
* გამონაყარი ზურგის შუა ნაწილში კი ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს.
თუ ორგანიზმს კარგად დააკვირდებით, ადვილად მიხვდებით, რომელი საკვები გჭირდებათ
მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით. ის განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარგად მუშაობას, იცავს ადამიანის ორგანიზმს ათეროსკლეროზისა და კიბოსგან. მასში არ არის ქოლესტერინი. მაგალითად, სოია თვითონ განაპირობებს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.
ხილი და ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შესანარჩუნებლად. ფიტონციდები, რომლებიც მცენარეულ საკვებში შედის, თრგუნავს ნაწლავებში მიმდინარე ლპობის პროცესებს.
ვეგეტარიანელები, ფაქტობრივად, არ ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ჰიპერტონიითა და დიაბეტით. ასევე, ისინი დიდხანს ცოცხლობენ. ეს დაკავშირებულია არა მარტო კვებასთან, არამედ იმასთანაც, რომ ვეგეტარიანელები მეტ ყურადღებას უთმობენ ჯანმრთელობას.
პომიდორი, ისევე, როგორც ტკბილი წიწაკა, კარტოფილი და ბადრიჯანი, მდიდარია ნიკოტინის მჟავათი. თუ ადამიანის ორგანიზმი საკმარისად იღებს ნიკოტინის მჟავას, შესაბამისად, სიგარეტისადმი მოთხოვნილებაც ნელდება. ასე რომ, თუ სიგარეტის გადაგდება გინდათ, შეგიძლიათ, მიირთვათ ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული, მათ შორის კი, რაც შეიძლება მეტი პომიდორი.
ყველი ბევრს უყვარს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, მისი სასიკეთო თვისებების შესახებ. ყველის სუნი აღვიძებს მადას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას და საკვების ათვისებას. ყველი მამაკაცურ ძალასაც აძლიერებს, რადგან ადვილად მოსანელებელ ცილებს შეიცავს. ყველში შემავალი კომპონენტები მამაკაცის პოტენციას ამაღლებს, ამისთვის კი საჭიროა, დღეში რამდენიმე ნაჭერი ჭამოთ.
კომბოსტო სასარგებლოა როგორც ცოცხალი, ასევე მწნილის სახითაც. ის მადის მომგვრელი, შარდმდენი და მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა, აძლიერებს კუჭის სეკრეციას, კერძოდ, გამოყოფს წვენს. ასევე, აძლიერებს ნაწლავებში საკვების გადამუშავების პროცესს, გამოიყენება მონელების ქრონიკული დარღვევების დროს.
ახალი კომბოსტოს წვენი გამოიყენება ღვიძლისა და ელენთის დაავადებების, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს. კომბოსტოს წვენი მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში, ოღონდ, ახალი გამოწურული.
ასევე, არსებობს აღმგზნები და დამამშვიდებელი ეფექტის მქონე საკვებიც. დამამშვიდებელს მიეკუთვნება: ხილი, ბოსტნეული, რძე, კარაქი, მარცვლოვანი კულტურები, ხოლო აღმგზნებია – ხორცი, თევზი, კვერცხი, სანელებლები და ალკოჰოლური სასმელები.
გულის დასამშვიდებლად კარგია კუნელი, ისპანახი კი შეკრულობას შველის
გულის კუნთის მუშაობის გასაუმჯობესებლად და გულის დაავადებების წინააღმდეგ ბევრი სამკურნალო მცენარე გამოიყენება, თუმცა, კუნელი მათ შორის ნამდვილად გამორჩეულია. მას განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს და სწრაფად მოქმედებს.
გულის უკმარისობის, სისუსტის, ქოშინის დროს დღეში სამჯერ მიიღეთ თითო სადილის კოვზი ნედლი კუნელის ნაყოფი.
მოციმციმე არითმიის დროს სასარგებლოა დღეში ორჯერ, 2 სადილის კოვზი კუნელის წვენი.
გულის არეში ტკივილის შეგრძნების, ტაქიკარდიის, უძილობის, საერთო სისუსტის დროს, 1 სადილის კოვზ კუნელს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნაყენის თითო მესამედი, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის ან თავბრუხვევის დროს, ნახევარ ჩაის ჭიქა თესლგამოცლილ ნაყოფს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და კარგად შეფუთეთ. მთელი ღამე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა შემთბარი ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ.
ისპანახი კი აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის. თუ ისპანახის 500 გრამ წვენს რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღებთ, შეკრულობისგან განიკურნებით.
ისპანახი ასევე, კურნავს კბილებისა და ღრძილების დაავადებებს. ორგანიზმის ისეთი მოშლილობები, როგორიცაა: ნაწლავთა წყლულები, ანემია, კრუნჩხვები, ნერვული აშლილობები, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების მოშლილობები, ნეფრიტი, ართრიტი, ფურუნკული, კიდურების შეშუპება, სისხლდენა, ნევროტული და სხვა სახის ტკივილები, გულის ფუნქციის მოშლა, მაღალი და დაბალი წნევა, მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილები და ასე შემდეგ, გამოწვეულია ნაწლავთა დაბინძურებითა და ორგანიზმში ზოგიერთი ელემენტის ნაკლებობით. ამას კი დიდი რაოდენობით შეიცავს ისპანახი. მასში ბევრია E ვიტამინი, რომლის ნაკლებობაც იწვევს თვითნებურ აბორტს, სექსუალურ უძლურებას, უშვილობას, დამბლის სხვადასხვა ფორმას.