კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორი K

„ლეიბორისტულ“ გზაზე – „ნაციონალურად“

 იმ მარტივი მიზეზით, რომ კარალეთის დღეები არ აგონდებათ, ან, თუ აგონდებათ, მხოლოდ „მთების ლურჯი კამარა – უცხო სამოთხეები“, საქართველოს პარლამენტის სხდომებს ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოუცხადა, მოტივით, ვიდრე კორცხელის ინციდენტის მონაწილეები სამაგალითოდ, მკაცრად არ დაისჯებიანო (ამათ – დახვრეტა, იმათ – ჩამოხრჩობა?!).
მეორე მხრივ, ბუნებრივია, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და არც ის უნდა განმეორდეს, რაც მოხდა და მომხდარა, თუმცა, რა საჭირო იყო ამისთვის სხდომების ბოიკოტირება, გაუგებარია.
გაუგებარი, ვინაიდან, ჯერ ერთი, მაინცდამაინც თავს არ იკლავდნენ სხდომებზე დასწრებით და, რაც მთავარია, განა საპარლამენტო ტრიბუნა უმნიშვნელო ფაქტორია?! მაგრამ, როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ ბოიკოტი უფრო სარფიანია და ვერც გაამტყუნებ, იმიტომ, რომ პოლიტიკაში ყველა საშუალება ამართლებს მიზანს – ნეტავ, სკამზე ბევრნი დაგვსხა.
მოკლედ, როგორც უნდა იყოს, ბოიკოტი გამოცხადდა (რადგან ვერ იტანენ ძალადობას – ), ოღონდ ისეც არა, რომ პროტესტის ნიშნად საპარლამენტო ხელფასებსა და პრივილეგიებზეც თქვან უარი (მშვენიერი ბოიკოტია, მე და ჩემმა ღმერთმა!).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ტიპის ექსკლუზივი „ლეიბორისტებისაა“ (მათ 2008 წლის მოწვევის პარლამენტში ისეთი ტექსტით მიმართეს პარლამენტის იმდროინდელ თავმჯდომარეს, რომ მათ უარს მანდატებზე ვერ დააკმაყოფილებდა, ამიტომაც, ვითომ პროტესტის ნიშნად დატოვეს პარლამენტი, რეალურად კი საპარლამენტო ხელფასებს იღებდნენ) და იმასაც დავამატებთ, რომ „ლეიბორისტებსა“ და „ნაციონალებს“ შორის ურთიერთობა მეტად დათბა-დატკბა, სავარაუდოდ, ამ უკანასკნელებმა იფიქრეს, თხა თხაზე ნაკლებიო, რაც მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას რიტორიკულ კითხვას: პოლიტიკაში გამორჩეულად მოხერხებულები ხვდებიან თუ გაპოლიტიკოსობის შემდეგ ხერხემლიანდებიან?!

скачать dle 11.3