კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირველი ქართულენოვანი ხმოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია – „საქართველოს ბანკის“ ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ შშმ ბავშვებისთვის კომუნიკაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი უმნიშვნელოვანესი პროექტი წარადგინა

„საქართველოს ბანკს,“ ფონდ „სიცოცხლის ხესთან” ერთად, შშმ პირების მხარდასაჭერი ბევრი წარმატებული პროექტი განუხორციელებია. ამჯერადაც „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ კიდევ ერთი ახალი პროექტი წარადგინა „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, რომელიც განკუთვნილია შშმ ბავშვებისთვის და წარმოადგენს პირველ ქართულენოვან ხმოვან საკომუნიკაციო აპლიკაციას Listen to My Voice (ჩემი ხმა). ეს მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. „ჩემი ხმა“ აპლიკაციის გამოყენებით, მეტყველების პრობლემის მქონე ნებისმიერი ასაკისა და ენის კუთვნილების ადამიანებს ეძლევათ კომუნიკაციის დამყარების საშუალება. აპლიკაციაში არსებული ფრაზები, სიმბოლოები და სურათები მოიცავს პირველად მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს. სასურველი მოთხოვნის დაფიქსირების მიზნით, ადამიანს შეუძლია, თითი დაადოს შესაბამის სურათს, რომელიც ხმოვანი სიგნალით შეატყობინებს ადრესატს, კონკრეტულად რა სურს მას. აპლიკაცია მოიცავს საბაზისო კომუნიკაციისთვის აუცილებელ 130 ხმოვან ჩანაწერს და 133 გამოსახულებას (სურათი და სიმბოლო). აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია „მოისმინე ჩემი ხმა“ უფასოა. მისი ჩამოტვირთვა ყოველგვარი ღირებულების გარეშეა შესაძლებელი როგორც Google Play Store­დან, ასევე, App Store­დან, შესაბამისად, აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც Android-ის, ასევე io-ს სისტემაზე მომუშავე პლანშეტებზე.
მურთაზ კიკორია („საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი): ბედნიერი ვარ, რომ დღეს „საქართველოს ბანკს“ შესაძლებლობა აქვს, ძალიან სასარგებლო პროექტი წარადგინოს. „სიცოცხლის ხესთან“ ერთად, უკვე დიდი ხანია, ვაკეთებთ მნიშვნელოვან საქმეს. შშმ პირების მხარდასაჭერად ჯამში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 23 პროექტი განხორციელდა. ვფიქრობ, შშმ ბავშვების მხარდაჭერა ერთ­ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რასაც „საქართველოს ბანკი“ აკეთებს, ხოლო ეს პროექტი – უპრეცედენტო. მათ, ვისაც ეს სჭირდება, აპლიკაცია კომუნიკაციაში და, ასევე, საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.
ხათუნა მაკალათია (პროექტის ავტორი): თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბანკი“, როგორც წამყვანი ბანკი, ყოველთვის დგას საზოგადოების გვერდით და ითვალისწინებს მათ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს. ამჯერადაც ბანკმა უმნიშვნელოვანესი პროექტი დააფინანსა. რაც შეეხება იდეას, ის გაჩნდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან და ქცევით თერაპევტთან ერთად. როცა კონკურსი გამოცხადდა, ვეცადეთ, ისეთი განაცხადი შეგვედგინა, რაც ნამდვილად საჭირო იყო აუტისტის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. ეს არის პირველი ქართულენოვანი ხმოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია, თუმცა, მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი აპლიკაციების გამოყენება საგრძნობლად აუმჯობესებს მეტყველების სტიმულაციასაც. თითოეული განხორციელებული მსგავსი პროექტი მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება.

скачать dle 11.3