კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ამართლებს ზოგიერთი ქალი თავის ღალატს და რა გავლენა აქვს მასზე პირველ სიყვარულს

მაკა (34 წლის): მაინც, როგორ მოვახერხე, რომ საკუთარი ცხოვრება დავანგრიე... ვეკითხები თავს: რატომ მოხდა ეს? როგორ მოხდა? რატომ დამემართა? არ შემეძლო, ამერიდებინა თავიდან? საშინელ დღეში ვარ. ისღა დამრჩენია, რომ თავი ასეთი შეკითხვებით გავიწვალო. ვდარდობ იმაზე, რაც მოხდა, ძალიან ვდარდობ... მაინცდამაინც მე რატომ დამემართა ეს?
– არ ფიქრობთ, რომ უმართებულო შეკითხვაა? ყველა ადამიანს აქვს შეცდომის დაშვების უფლება.
– შეცდომის დაშვების უფლება შეიძლება მქონდა, მაგრამ ეს ჩემს მძიმე მდგომარეობას ვერ შველის...
მამაკაცთან უთრიერთობა ჩემთვის პრობლემა არასდროს ყოფილა. ოღონდ, ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ. ნორმალურ ურთიერთობას ვგულისხმობ. რომელი გოგო არ ხვდება ბიჭებს, სანამ თავის ნამდვილ სიყვარულს არ იპოვის?! საკმაოდ აქტიური ვიყავი ყოველთვის და კაცები ნებისმიერ გარემოში მამჩნევდნენ, სიყვარული კი შეუმჩნევლად მოვიდა ჩემთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ ვერ ვამჩნევდი იმ ბიჭს და ამის გამო სამაგიეროც გადამიხადა, ოღონდ, საკმაოდ გვიან მივხვდი რეალობას – თავი შემაყვარა. ძალიან, ძალიან შემიყვარდა, ის ჩემი პირველი და დიდი სიყვარული იყო. სულ მასზე ვფიქრობდი და, მეგონა, გული გამისკდებოდა, თუ ერთად არ ვიქნებოდით. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, ვერ გადმოვცემ ჩემს სიყვარულს. საერთოდ, როგორ უნდა ილაპარაკო სიყვარულზე, – ეს ხომ წარმოუდგენელია! გრძნობამ ძალიან ემოციური გამხადა. საკუთარ საქციელს ვერ ვაკონტროლებდი. გოგოები დამცინოდნენ – რამ გადაგრია, რა მოგწონს ამ უჟმური კაცისო, მაგრამ, როდის იყო, გული გვემორჩილებოდა?! სამწუხაროდ, ჩემი დიდი სიყვარულის ისტორია მალევე დამთავრდა – ის უცებ გაქრა. დეპრესიაში ჩავვარდი, რადგან ვეძებდი და ვერ ვპოულობდი – გაქრა ადამიანი... აღარ მოვყვები, რა მძიმე დღეები გადავიტანე. მეგონა, ცხოვრება დასრულდა, მაგრამ, უცებ გავთხოვდი.
– „უცებ“ როგორ გათხოვდით?
– ძალიან დიდხანს ვუყვარდი ერთ ბიჭს. მე ეს ვიცოდი და, როცა მე არ გამიმართლა სიყვარულში, გადავწყვიტე, ის მაინც გამებედნიერებინა. შეიძლება, არასწორად მოვიქეცი; შეიძლება, ეს დიდი სისულელე იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ, მართლა მინდოდა, თუნდაც ერთი ადამიანი ყოფილიყო ბედნიერი. ბუნებით პატიოსანი ადამიანი ვარ და მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლომდე ვუერთგულებდი მეუღლეს. შვიდი წელი ამ განცდით ვიცხოვრე...
– იმ ადამიანის მიმართ გრძნობა აღარ გქონდათ?
– არ ვფიქრობდი მასზე. გადავწყვიტე, რომ დავივიწყე და წავშალე ჩემი მეხსიერებიდან.
– გადაწყვეტილებით სიყვარულის დავიწყება შესაძლებელია?
– მეგონა, რომ იყო შესაძლებელი, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუებამ მიმიყვანა იმ უფსკრულამდე, რომლის წინაშეც ახლა ვდგავარ. ჩემი ცხოვრება ქმართან საკმაოდ მშვიდი იყო, სტაბილურად კარგად ვიყავით.
– სტაბილურად კარგად ყოფნა რას ნიშნავს, არ იყავით ბედნიერი?
– თურმე, ბედნიერი ვიყავი მაგრამ, მეგონა, რომ არ ვიყავი და რაღაც უფრო მეტი მინდოდა. ამიტომაც დავუშვი საბედისწერო შეცდომა. ერთი წლის წინ გამოჩნდა ჩემი ყოფილი შეყვარებული და, მე, ორი შვილის დედას, უკვე დაოჯახებულ, ერთი შეხედვით ჭკვიან ქალს, თავბრუ დამახვია.
– გამოჩნდა, ანუ...
– დაბრუნდა ქალაქში ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ. მე ხომ არაფერი ვიცოდი მის შესახებ, საერთოდ არაფერი. სიმართლე გითხრათ, არც მიძებნია. გავთხოვდი და ვცდილობდი, დამევიწყებინა. შვილები და ყოველდღიურობა მეხმარებოდა იმაში, რომ არ მეფიქრა ჩემს ყოფილ სიყვარულზე და, როცა გადავწყვიტე, რომ ყველაფერი გამომივიდა, მაშინ გავხდი საკუთარი თავის მტერი – ჩვეულებრივი ქუჩის ქალივით მოვიქეცი. ისევ გამიჩნდა განცდა, რომ, თუ მასთან არ ვიქნებოდი, მოვკვდებოდი... დამირეკა, გავიგონე მისი ხმა და – „გადამეკეტა“! მოკლედ, პირველი სიყვარული საშინელ ბედისწერად მექცა. შევხვდი და ქმარსაც ვუღალატე. მაგრამ ჩემთვის უფრო დიდი ტრაგედია ის არის, რომ მარტო ქმარს კი არა, საკუთარ თავსაც ვუღალატე. რომ ეთხოვა, ოჯახსაც კი დავანგრევდი. სხვათა შორის, მზად ვიყავი – რომ შემოეთავაზებინა, სამუდამოდ მასთან დავრჩენილიყავი. გადავწყვიტე, რომ ვეტყოდი ქმარს და პატიოსნად დავშორდებოდი, მაგრამ, ჩემს პირველ სიყვარულს სხვა გეგმები ჰქონდა... არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ასე საშინლად მომქცეოდა, რა დავუშავე ისეთი, რომ ბოლომდე გაანადგურა ჩემი თავმოყვარეობა – თავიდან, ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში, უარს რომ ვეუბნებოდი და მის დასანახად სხვა ბიჭებს ვხვდებოდი?! ვერაფრით წარმოვიდგენდი, აქამდე თუ შეიძლებოდა  ადამიანის დაცემა.
– საკუთარ თავს გულისხმობთ?
– საკუთარ თავსაც და იმასაც. რატომ უნდა მოექცე ასე ადამიანს, რას მერჩოდა, ჩემი სიყვარული სასჯელად რატომ მიქცია? მეორედ დამენგრა ცხოვრება, მაგრამ ახლა ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. მრცხვენია ჩემი ქმრის, მრცხვენია საკუთარი თავის, მრცხვენია შვილების... სარკეში ჩახედვა და ჩემს თავთან თვალის გასწორება არ მინდა...
– მიგატოვათ, უკვე მეორედ?
– დიახ. თურმე, ცოლი ჰყავდა და არც აპირებდა მის მიტოვებას, თუმცა ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი რაც იყო და არის, სიმძიმის შეგრძნებაა, რომელიც არ მტოვებს.  ვგიჟდები, როცა ვაცნობიერებ, რომ ამ ტვირთით მომიწევს ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე. არც ვცდილობ, გავიმართლო თავი, თუმცა, ვხვდები, რომ რაღაც გამართლება მაქვს. იქნებ, არ უნდა გავთხოვილიყავი, სანამ გულიდან ბოლომდე არ წავშლიდი ჩემს პირველ სიყვარულს?! თან ვფიქრობ, მარტო მე რატომ დავისაჯე და დავიტანჯე სიყვარულისგან? მეცოდება საკუთარი თავი. ჩემი ქმარიც მეცოდება – არ იმსახურებდა ამ ღალატს.

скачать dle 11.3