კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიკა არაბიძის ანეკდოტები

ავტობუსში სათნო მოხუცი ამოვიდა. წინ მჯდომმა ორმა გოგონამ, ვითომ ვერ დაინახეს, განაგრძეს ღლაბუცი. ვერ მოითმინა ერთმა მამაკაცმა და გოგონებს მიმართა:
– იქნებ ადგილი დაგეთმოთ ასაკოვანი ქალბატონისთვის.
– იქნებ მე ფეხმძიმედ ვარ – ცინიკური ღიმილით უპასუხა ერთმა.
– შენ არ შეიძლება, ფეხმძიმედ იყო – ნიანგები კვერცხებს დებენ.

ბექა ონიანის ანეკდოტები
კაცი მიდის გურულ მამაოსთან და შეწუხებული სახით ეუბნება:
– მამაო, ორი დღეა, რაცხა თავი მტკივა ნამეტანი და მიშველე რამე.
– მონათლული თუ ხარ?
– კი, მამაო.
– დილით და საღამოს ლოცულობ?
– კი, მამაო, – პასუხობს კაცი.
– მარხვას იცავ?
– კი.
– ცოლს ხომ არ ღალატობ?
– არა, მამაო.
– აღსარებას რეგულარულად აბარებ?
– კი, მამაო.
მამაო ცოტა ხანს დაფიქრდა და უთხრა:
– რას გეტყვი, შვილო ჩემო, იცი? მგონი, შარავანდედი გიჭერს და, გეიწევს აწი, ზამთარი მოდის.
***
ახალგაზრდა მამაკაცი კარზე აკაკუნებს. გააღო ახალგაზრდა ქალმა:
– გამარჯობა! მე თქვენი მეზობელი ვარ.
– ზევიდან თუ ქვევიდან?
– არ დაფიქრდები და ეგრე პირდაპირ?
***
აფთიაქში: აციდიუმაცეტილოსალიცილიუმი გაქვთ?
– ასპირინი გინდათ?
– ჰო, რა! სულ მავიწყდება მაგ წამლის სახელი...
***
მეგრელი ტრაბახობს:
– ჩვენთან სულ ახალი „მერსედესი” 500 ლარი ღირს.
– აჰ! ტყუილი იქნება მაგი!
– ტყვილია, მარა, იაფი ხოა!
***
ოთხი სვანი ერთს მიადგა:
– უნდა გეჩხუბოთ!
– არ მინდა, რატომ უნდა მეჩხუბოთ?
– მაინც უნდა გეჩხუბოთ!
– არ მინდა, ვა! ან რა წესია, ოთხი ერთს უნდა მეჩხუბოთ?
– მაშინ, აი ეს კაცი შენკენ იქნება და ისე გეჩხუბებით!
– მაინც უსამართლობაა – სამი ორზე!
– ჰოოო!!! ... კარგი, მაშინ, შენ წადი და ჩვენ ვიჩხუბებთ.
***
დაქალი შესჩივის დაქალს:
– რა ცუდად არის ეს ქვეყანა მოწყობილი – ყველაფერი, რაც მომწონს, ან მასუქებს, ან უზნეობად ითვლება!
***
პირველი სექტემბერია, პირველკლასელი მიხო სკოლიდან ბრუნდება.
– რა გითხრეს, მიხო, სკოლაში?
– ეჰ, თორმეტი წელი მამარჭვეს!
***
ღია ფანჯრიდან ყვირილი ისმის:
– მიშველეეეთ! კატა მოვიდაააა! მიშველეეეთ! შემჭაამს!..
შეიყარა ხალხი ქვევით. რა ხდება, ვერ ხედავენ და ამხნევებენ:
– ნუ გეშინია! რა იყო, კაცი არა ხარ? კატამ შეგაშინა?!
– კაცი არა ვარ, თუთიყუში ვარ. მიშველეეეეთ!
***
საღამოა. ქმარი ფანჯარაში იყურება ჩაფიქრებული და ცოლს ეკითხება:
– ძვირფასო, გინდა, ციდან ვარსკვლავი მოგიწყვიტო?
– არავითარი ვარსკვლავი, ამ საღამოს სახლში იჯდები!

скачать dle 11.3