კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ხაიამი: ვეძებდი ცოდნას, რაც კი ძალა და ღონე შემწევდა და გაურკვეველი არა დამრჩენია რა. როდესაც ბოლოში ჩავედი და უკან მოვიხედე, დავრწმუნდი, რომ არა ვიცოდი რა.
ბუასტი. სინდისის ერთი ხმა უფრო საამურია, ვიდრე ასი ხმა დიდებისა.
ჰელვეციუსი: ყველას, ვინც ხალხთა უბედურებების ისტორიას სწავლობს, შეუძლია, დარწმუნდეს, რომ უიღბლობის დიდი ნაწილი მოაქვს უვიცობას.
ტვენი: როგორც წესი, უკეთესია, დაიმსახუროთ პატივი და ვერ მიიღოთ იგი, ვიდრე ისარგებლოთ დაუმსახურებელი პატივისცემით.
აინშტაინი: თეორია ის არის, როცა ყველაფერი ცნობილია, მაგრამ არაფერი მუშაობს. პრაქტიკა – როცა ყველაფერი მუშაობს, მაგრამ არავინ იცის – რატომ.
ვოლტერი: თავისუფლება და დემოკრატია ნიშნავს, რომ ადამიანი მარტო კანონზე იყოს დამოკიდებული.
ბენტამი: ეჭვიანობა შეზღუდული ჭკუის უხამსობაა, ნდობა – განვითარებული ადამიანის კეთილშობილება.
ტოლსტოი: აღზრდა და განათლებაც განუყრელია. ვერ აღზრდი, რომ არ ასწავლო, ყოველგვარი განათლება კი აღმზრდელობითი ქმედებაა.
ტერნერი: მიყვარს, როდესაც ამბობენ, რომ რამეს ვერ შევძლებ. ამაზე უკეთ თავს არაფერი მაგრძნობინებს, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება, სულ იმას ამბობდნენ, ამა თუ იმ მიზნის შესახებ, ვერ მიაღწევსო.
ოთარ ჭილაძე: როცა კაცი რაღაცას იხსენებს, უკან კი არ იხევს, წინ მიდის, წარსული გადააქვს მომავალში.
კონფუცი: ვინატრებდი, რომ ნამდვილ მტრებსაც ისეთივე გულმავიწყობა გამოეჩინათ, როგორც ეს ნამდვილმა მეგობრებმა შემაგრძნობინეს.
შოპენჰაუერი: უმჯობესია, გეკავოს ნაკლები თანამდებობა, ვიდრე იმაზე მეტი, რისი ღირსიც ხარ. პირველ შემთხვევაში სახელს მოიხვეჭ, მეორეში კი – სირცხვილს.
დუბუა: სიბრძნე ის კი არ არის, რომ ვნებათაღელვა მოვიკლათ, არამედ ის, რომ ისინიც ჩვენდა საბედნიეროდ წარვმართოთ.
ემერსონი: არაფერს აპატიებენ ისე უხალისოდ, როგორც აზრთა სხვაობას.
პომპადური: კაცს თვითონ უნდა ჰქონდეს ღირსება, რომ სხვისი ღირსება აღიაროს.
ეშენბახი: მამაკაცისთვის უმანკოება პატიოსნებაა, დედაკაცისთვის პატიოსნება – მისი უმანკოებაა.
დესტუშე: უფრო ადვილია შვიდ ქალს შეაყვარო თავი, ვიდრე ერთისგან თავი დაიხსნა.

скачать dle 11.3