როგორ ვაქციოთ კაპიტალდაბანდებად იტალიური სახლი ონიაშვილის 25-ში
უპრეცედენტო შემოთავაზება – იტალიური ბრენდული ავეჯით გაწყობილი ყველა ოთახი!
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის (ჟურნალ „თბილისელების“ 20-ე ნომერში გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე), რომ კომპანია „ჯი და ჯი ერთი“ ონიაშვილის ქუჩაზე უპრეცედენტო შემოთავაზებას გთავაზობთ: საცხოვრებელ ბინებს სრული რემონტით უმაღლესი ხარისხის უცხოური მასალებითა და თქვენი გემოვნებით და, ასევე, თქვენივე გემოვნებით შერჩეული იტალიური ბრენდული ავეჯით გაწყობილ ყველა ოთახს (სამზარეულოს ჩათვლით, სველი წერტილების კეთილმოწყობითა და ცენტრალური გათბობის სისტემით). თუმცა ეს ყველაფერი არ არის, თქვენ შეგიძლიათ, ეს შემოთავაზება აქციოდ კაპიტალდაბანდებად და შემოსავლის სარფიან და პასიურ წყაროდ, თუ როგორ, ამას კომპანია „ჯი და ჯი ერთის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აგვიხსნის.
– საცხოვრებელი კორპუსი იქნება ერთსადარბაზოიანი, 100 კვადრატულ მეტრამდე კეთილმოწყობილი ჰოლით პირველ სართულზე, სადაც მაცხოვრებლებს შეეძლებათ სტუმრების მიღებაც, რა ფართის ბინებს სთავაზობთ მომხმარებელს?
– პროექტი გათვლილი მაქვს პატარა ზომის ბინებზე: ძირითადად, ოროთახიანზე, საძინებელი და ზალა-სტუდიო, დაახლოებით, 45-55 კვადრატულ მეტრამდე ფართობის, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ დიდი ფართის ბინები არ იქნება. შეიძლება, მივიღოთ 110 და 160 კვადრატული მეტრი ფართობის ბინები, თუ გაერთიანების მსურველი იქნება. თუმცა რამდენიმე ბინა იქნება სამოთახიანი: 70-75 კვადრატული მეტრი ფართობის. ყველაზე მცირე ფართის, ოროთახიანი, ბინებითაც რომ ავაშენოთ, 40 ბინა გამოვა; თუ დიდი ზომის ბინები იქნა, უფრო ცოტა. სახლის წინა ფასადს მოვაპირკეთებთ ბუნებრივი ქვით, სახლის დანარჩენი სამი გვერდი კი მოპირკეთდება გერმანული მიუნჰენით. ფანჯრები ყველა ბინაში იქნება შავი ფერის მეტალოპლასტმასის, ძალიან კარგი ხარისხის. ასევე, საცხოვრებელ კორპუსს ექნება მიწისქვეშა პარკინგი.
– ანუ ეზო არ მოცდება, როგორც ავტოსადგომი.
– ეზო იქნება მხოლოდ მოსასვენებელი ადგილი და რეკრეაციული ზონა. პარკინგის ღირებულება არ შედის ბინის ღირებულებაში. მაგრამ მისი შეძენა სავალდებულო არ არის. მსურველებზეა გათვლილი.
– ძალიან მნიშვნელოვანია გადახდის პირობები. როგორია ის ონიაშვილის 25-ში ბინის შეძენის მსურველთათვის?
– სახლის საძირკველი უკვე გავჭერით და მაისის ბოლოს უკვე პირველ სართულამდე ავალთ. მშენებლობის დასრულებას ვფიქრობთ ნოემბრის ბოლოს და, მაქსიმუმ, დეკემბრის ბოლოს საცხოვრებელ კორპუსს ჩავაბარებთ ექსპლუატაციაში.
– იმ პირობებით, რა პირობებითაც თქვით: მოწყობილ სველ წერტილებს და იტალიური ავეჯით გაწყობილ ყველა ოთახს ფარდების ჩათვლით?
– ბუნებრივია. აარჩევენ ავეჯის ტიპს ჩვენს „ლა გრანდე დიმორას“ შოუ-რუმში და ჩვენი სპეციალისტები მთელ სახლს გააწყობენ ავეჯით ერთ თვეში. რაც შეეხება გადახდის სქემას: პირველი შენატანი იქნება სიმბოლური. დაახლოებით ერთი კვადრატული მეტრის ფასი, მშენებლობის დასრულების პერიოდში კი – მთელი ღირებულების ათ პროცერტს პირველი შენატანის ჩათვლით. დავუშვათ, ბინა ღირს 60 000 დოლარი. მყიდველს მშენებლობის პროცესში გადასახდელი ექნება მხოლოდ 6 000 დოლარი. დასრულების შემდეგ კი სამთვიან ვადაში უნდა დაიფაროს მთლიანი ღირებულება ან უკვე შესაძლებელი იქნება სესხის აღება, რადგან ექსპლუატაციაში მიღებულ სახლს ნებისმიერი ბანკი ჩაიდებს იპოთეკაში და კრედიტს, ფაქტობრივად, დაფარავს ბინის გაქირავებით. ჩვენი პროექტი მისაღებია, როგორც მათთვის, ვისაც სასწრაფოდ სჭირდება საცხოვრებელი, ისევე, მათთვის, ვისაც სჭირდება კაპიტალდაბანდება. მით უფრო, რომ შენი კაპიტალი იზრდება ყოველდღიურად. ამიტომ იჩქარონ, რადგან, როგორც გითხარით, ამ უპრეცედენტო ბინების რაოდენობა შეზღუდულია.
P.S. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: (+995 32) 255-55-44; (+995) 555-88-00-44.