კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უყიდა ნინო ძოწენიძეს ქმარმა ბინა ქეთა თოფურიას მეზობლად და ვინ ახვედრებს მას აბაზანაში ანთებულ სანთლებს

მომღერალ ნინო ძოწენიძეს პირად ცხოვრებაში, ნამდვილად გაუმართლა. მისი ქმარი, გიგა კუხიანიძე ყველაფერს აკეთებს, რომ ის ბედნიერი იყოს და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეს. ნინოს ახალ ბინაში ვესტუმრეთ, რომელიც გიგამ უყიდა და ისე გაარემონტა, ნინო არც კი ჩარეულა ამ საქმეში. რის გამო არ უნდა მას დედოფალივით ცხოვრება და რა ულტიმატუმი წაუყენა ქმარს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინო ძოწენიძე: ცხოვრების უმადური არ ვარ, მაგრამ მარტივად ნამდვილად არაფერი მომსვლია. იღბალს მინდობილი არ ვარ. მაგალითად, ხომ არიან იღბლიანი ადამიანები, მარტივად რომ გამოსდის ყველაფერი? მე კი ეს დიდი შრომის ფასად მიჯდება და მადლობა ღმერთს, შრომა არ მეზარება. მართალია, მარტივად არაფერი გამომდის, მაგრამ არ ვწუწუნებ. ბუნებით „კარიერისტკა“ არ ვარ და რისკებზე წასვლაც არ მიყვარს. საქართველოში არც ღირს რისკზე წასვლა, თუ გინდა, ჭორაობას და ინტრიგებს აცდე.
– თუმცა, ხშირად რისკიც გამართლებულია, მით უმეტეს, ხელოვანი ადამიანისთვის. არ მეთანხმები?
–  შეიძლება, ვიღაც-ვიღაცეებს ამ რისკზე წასვლა უღირთ, მე – ნამდვილად, არა. ოჯახი და კარიერა, ერთად არ გამოდის. გარემოცვა ჩემზე ძალიან მოქმედებს. მინდა, ვიყო წარმატებული, სულ რაღაც ვაკეთო ჩემს სფეროში –  ახალი სიმღერები ჩავწერო, გადავიღო კლიპები, მაგრამ ვერ ვახერხებ. თუმცა, არ დაგიმალავთ და ცოტა ზარმაციც ვარ (იცინის). იმასაც ვერ მივხვდი, ამ ქვეყანაში რა ჟანრი უნდა ვიმღერო, რომ მოეწონოთ. დაბნეული ვარ. ყველა ჟანრი ვიმღერე, მაგრამ „შინამანაკენათი“ რომ მიმიღეს, მორჩა. სულ ვხუმრობ, გაუგებარი ენა გაიგეს და სხვა ვერაფერი ჩემგან-მეთქი (იცინის). ბევრმა ისიც მითხრა, რამ გამღერა ეს სიმღერაო. მაგრამ, რა გინდათ, ხომ გახდა ჰიტი?! მას მერე ბევრი წელი გავიდა და მაინც ამ სიმღერასთან მაიგივებენ. თან, თუ საცოდავი იმიჯი არ გაქვს და ბედნიერი ჩანხარ, ხალხის გულს ვერ მოიგებ. სიმართლე გითხრათ, ჩემზე ჭორიც კი არ გამიგია და არც მინდა, ჭორების ეპიცენტრში ვიყო – მლანძღონ, მთათხონ და ამით გავხდე თვალშისაცემი. სულ ვიწყებ და სულ რაღაც დროს ველოდები, თან ზოდიაქოთი „კურო“ ვარ და მისთვის დამახასიათებელი თვისებაა – დაელოდოს საჭირო დროს. არ მიყვარს დაძაბულობა და კონკურსები. სულ ვამბობ, შვილს კონკურსისთვის ვერ გავიმეტებ-მეთქი. ემოციური ვარ და ჩემზე ძალიან მოქმედებს სხვისი აზრი. იმაზეც ვფიქრობდი, უცხოეთში ხომ არ წავიდე და იქ ვცადო ბედი-მეთქი, მაგრამ, მგონი, დავაგვიანე. ხომ იცით, ადამიანის ბუნება, გგონია სადაც არ ხარ, იქ გაგიმართლებს. შანსები მქონდა, თუმცა უარი ვთქვი და საქმე არ გავირთულე. ქუთაისში გავიზარდე და საკმაოდ აქტიური ცხოვრება მქონდა. სანამ თბილისში ჩამოვიდოდი, ეს ქალაქი დიდად არ მიყვარდა. ცივი ქალაქი მეგონა. თუმცა, გიგას დაჟინებული თხოვნით ჩამოვედი და დღემდე შემოვრჩი. დღემდე მიყვარს ჩემი ქუთაისი და თბილისმაც ნელ-ნელა შემაყვარა თავი.
– ჩამოსულის კომპლექსი გქონია?
– არასოდეს. სულ ვამაყობდი ჩემი ქუთათურობით და არც არასდროს უკადრებია ვინმეს, თბილისში ჩამოსული ხარო. 17 წლისამ ჩავალაგე ჩემოდანი და ჩამოვედი. დედაქალაქში ჩამოსული რომ ხარ, ადაპტაცია, რასაკვირველია, რთულია, თუმცა არა – შეუძლებელი. რომ ამბობენ, ჩამოსულებს „ბლოკავენო“, სისულელეა. ის, რომ მე ჩამოსული ვარ, ამის გამო არც არასდროს შემქმნია პრობლემა და არც არავის დავუბლოკივარ.
– თქვი, კარიერაში ზარმაცი ვარ და ამიტომაც არ მიმართლებსო. თუმცა, პირად ცხოვრებაში გაგიმართლა, არა?
– ნამდვილად. პირად ცხოვრებაში გამიმართლა და ამით ბედნიერი ვარ. გიგა და მე ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და 13 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. სულ ცდილობდა, გავენებივრებინე, ხელის გულზე ვეტარებინე და ამისთვის ბევრს შრომობს. უამრავი წინაღობა გადავლახეთ ერთად, თუმცა გაჭირვებამ უფრო დაგვაახლოვა.
– მართალია, რომ გიგამ სიურპრიზი გაგიკეთა და ბინა ისე იყიდა, გაარემონტა, შენ არ იცოდი?
– ამ  ბინის ყიდვა გიგას ქეთა თოფურიას დედამ, ნატამ ურჩია. თავადაც ამ კორპუსში აქვთ ბინა. მოკლედ, მე აჭარაში ვიყავი და რომ ჩამოვედი, ისე გემოვნებიანად დამხვდა გარემონტებული, ნამდვილად წუნი ვერ დავუდე. მე თუ რამეს ვიწყებ, მინდა, უცბად დავასრულო, გიგას კი ფიქრი უყვარს. ამაში არ ვგავართ ერთმანეთს. მოკლედ, ჩამოვედი და პირდაპირ ახალ სახლში შემოვედი. ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო ჩემთვის. „კომფორტისტი“ არ ვარ და არ მაქვს მსგავსი მოთხოვნები, მაგრამ ამ სახლში, ნამდვილი კომფორტი, იდილია და ინტიმი შემიქმნა გიგამ. იმიტომ კი არ გამარიდა რემონტს, რომ დედოფალი ვარ? უბრალოდ, არ უყვარს, როცა მის საქმეში ვინმე ერევა (იცინის). თან, მის გემოვნებას, აბსოლუტურად ვენდობი. სახლში ყველაფერი გიგას ნაყიდია. სულ ხელნაკეთი ავეჯი დამახვედრა. სხვათა შორის, ძალიან მომწონს სამეზობლო. ამას წინათ აივნიდან ვიხედებოდი და ნინა ანდრონიკაშვილი დავინახე მეზობლად, აივანზე. გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა. პოლიტიკოსი, გიორგი ბარამიძეც ჩემი მეზობელია, ქეთა თოფურია – თავისთავად. მოკლედ, გამიმართლა სამეზობლოში.
– ყველაზე მეტ დროს ცოლ-ქმარი სახლის რომელ კუთხეში ატარებთ?
– სამზარეულოში, რადგან ორივეს ჭამა გვიყვარს (იცინის). ყოველ დილით ვიწყებთ დიეტას და ყოველ ღამე, გემრიელობებს ვამზადებთ და ვაგემოვნებთ. გიგას უყვარს იმპროვიზებული კერძების კეთება, მე – მამაპაპური კერძები... და, ასე რომ, ცოლ-ქმარი უარს ვერ ვამბობთ, ამ მხრივ ერთმანეთი გავანებივროთ. მეგობრებსაც ძალიან უყვართ ჩვენთან სტუმრობა. გიგა ძალიან მზრუნველია. წარმოიდგინეთ, ისე გაარემონტა და გააწყო ბინა, მე მონაწილეობა არ მიმიღია. თან, გემოვნება აქვს და უყვარს სახლის ნივთების შეძენა. სიმართლე გითხრათ, ისე მანებივრებს, ხანდახან მრთგუნავს ასე, დედოფალივით ცხოვრება. მეუბნება, მე მოვიტან, შენ სახლში იყავიო (იცინის). არ დამავიწყდება, ერთხელ ძალიან დაღლილი დავბრუნდი სახლში და აბაზანის კარი რომ შევაღე, საოცრება დამხვდა – უამრავი ანთებული სანთელი. ძალიან რომანტიკულია, ჩემგან განსხვავებით. საძინებელში კი ხშირად მხვდება ის ნივთები, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. არასდროს მიშლის თამამად ჩაცმას და უყვარს, როცა ფორმაში ვარ. გიგას ძალიან უნდა მეორე შვილი და ამას წინათ მითხრა, გავაჩინოთო. მე კი ულტიმატუმს ვუყენებ – თუ სიმღერებს დამიწერ, გაგიჩენ-მეთქი (იცინის). ძალიან დეპრესიული ორსული ვარ და მანამდე, მინდა, ახალი სიმღერები ჩავწერო. მერე კი დავჯდე და ვუსმინო. ზოგადად, მინდა, წარმატებული დედა ვიყო და დეპრესიაში არ ჩამაგდოს ქმარზე დამოკიდებულებამ.

скачать dle 11.3