კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავამუშაოთ ფინანსების მოზიდვის მექანიზმი და რა როლს თამაშობს ჩვენს ბედზე საფულეში ჩაწყობილი ბრინჯის მარცვლები და ბზის ფოთოლი

მეტად წარმატებულ ადამიანებს ბედნიერების არხი დაბადებიდან აქვთ გახსნილი და ნაკლები ძალისხმევით შეუძლიათ დიდი წარმატების მიღწევა, შედარებით უიღბლოებმა კი ამ არხის გააქტიურება თავად უნდა შეძლონ. როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი გულნარა ამბობს, სწორად დახარჯული ენერგია და შერჩეული ყოველდღიური ნივთები მეტი წარმატებისა და იღბლის გარანტიაა.

გულნარა: როდესაც ადამიანი წარმატებულია და კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში ერთნაირად უმართლებს, მასზე ამბობენ, ქუდბედიანი დაიბადაო. თუმცა, ჩვენსავე ბედ-იღბალსა და წარმატებაში ჩვენვე უნდა შევიტანოთ წვლილი და გავაორმაგოთ ის შანსები, რასაც ცხოვრება გვაძლევს. ყველა წვრილმანს უნდა მივაქციოთ ყურადღება და თითოეულმა ჩვენგანმა ის ელემენტარული წესები უნდა შეასრულოს, რაც მას შემდგომში აუცილებლად მოუტანს წარმატებასა და იღბალს. სამწუხაროდ, ძალიან სულწასულები და, ამავდროულად, დაუდევრები ვართ. გვინდა, თითოეულმა ქმედებამ დღესვე, ამწამსვე მოგვცეს სასურველი შედეგი. ზოგჯერ კი ისე დაუდევრად ვიქცევით, რომ შედეგს წლების განმავლობაში ვიმკით. დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენი აზრიც კი გარკვეული ენერგიაა და, გვინდა თუ არა, ჩვენი აზრები ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. აზრობრივი ენერგია ადამიანისთვის ძალიან საშიში და დამანგრეველიც კი შეიძლება გახდეს. როცა ერთ ადამიანს მეორე ადამიანის შურს, ის ამით უდიდეს ზიანს აყენებს მის ენერგიას და, ზოგადად, წარმატებას. ამ დროს იქმნება გარკვეული აზრობრივი ენერგეტიკა, რომელიც შურის ობიექტს პრობლემებს უქმნის. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ შური ძალიან ცუდი თვისებაა. ამიტომ, თუ გსურთ, არ ავნოთ არც სხვას და არც საკუთარ თავს, არასდროს არავისი შეგშურდეთ. ასევე,  ადამიანი წყევლის დროს ქმნის იმ უარყოფით აზრფორმას, რაც შემდეგში აუცილებლად უარყოფითად იმუშავებს მასზე. წყევლის დროს მართლაც ხდება ძალიან დიდი, დამანგრეველი ენერგიის გადინება. ამ მომენტში ადამიანი გარკვეულ დონეზე სასიცოცხლო ენერგიასაც კი ხარჯავს და მისი აღდგენა, შესაძლოა, ვეღარც კი მოახერხოს. ამიტომ, სანამ ვინმეს დაწყევლით, მანამდე დაფიქრდით, რა შეიძლება ამას მოჰყვეს.
– თუ ადამიანი გულით არ იწყევლება?
– ეს რას ნიშნავს? არ მესმის, როცა ამბობენ, გულით არ ვიწყევლებიო. იმ მომენტში აზრის დონეზე ხომ უსურვებს ცუდს მეორე ადამიანს და ხომ უქმნის მას საფრთხეს?! მთავარი ესაა და, ამიტომ, უნდა გჯეროდეთ იმის, რასაც ამბობთ, გულით უსურვოთ საკუთარ თავსაც და სხვასაც წარმატება და, დამიჯერეთ, ის არ დააყოვნებს, მთავარია, ოპტიმისტურად იყოთ განწყობილი და არასდროს დაკარგოთ ხვალინდელი დღის იმედი. გამდიდრების პერსპექტივა ნებისმიერ ჩვენგანს აქვს, ოღონდ, ამის აუცილებლად უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს.
– ესე იგი, თუ თქვენს რჩევას გავითვალისწინებთ და ოპტიმისტურად განვაწყობთ თავს, წარმატებულ კარიერას, იღბლიან სიყვარულსა და ოჯახურ იდილიას ადვილად მოვიწყობთ?
– რასაკვირველია! ყველა ადამიანს სურს, იმდენი ფული ჰქონდეს, რომ ცხოვრება მოიწყოს, ახლობლები და საკუთარი თავიც საჩუქრებით გაახაროს და ამით თავი ბედნიერად იგრძნოს. ფულის მოზიდვის უამრავი საშუალება არსებობს, იქნება ეს თილისმები, ოთახის მცენარეები, ფენ-შუის პრინციპით შერჩეული სახლის დიზაინი და ასე შემდეგ. არასდროს იწუწუნოთ და არც სხვას დაანებოთ უფულობაზე წუწუნი, რადგან ეს გადამდებია და, შესაძლოა, უიღბლობა ერთი ადამიანისგან მეორეს გადაედოს. ამიტომ, თუ ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვა გინდათ, არც თავად დაიჩივლოთ უფულობასა და გაჭირვებაზე და არც გარშემო მყოფების წუწუნს მოუსმინოთ ამ თემაზე.
– იქნებ ჩვენს მკითხველსაც გაანდოთ, როგორ მოვიპოვოთ კეთილდღეობა და ამ მხრივ საწუწუნოდ არ გაგვიხდეს საქმე?
– რასაკვირველია, გაგანდობთ. ფული რომ ბედნიერების შემადგენელი ნაწილია, ამაში ვერავინ შემეკამათება, მე კი პატარა ეშმაკობებს გასწავლით და, მერწმუნეთ, ამ რჩევებით ნამდვილად შეძლებთ ფინანსების ჯიბეში მოზიდვას და არც საწუწუნოდ გექნებათ საქმე, მაგრამ, მთავარია, ამის გულით გჯეროდეთ და რწმენა არ დაკარგოთ. ამისთვის, უპირველესად, საჭიროა, სწორად შეარჩიოთ  საფულე, ანუ ის ნივთი, რომელშიც ფულს შეინახავთ და გაუფრთხილდებით. კერძოდ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ზომის, ფერისა და ფორმის საფულე გჭირდებათ, რომ ფინანსების მოზიდვის მექანიზმი თქვენს საკეთილდღეოდ ამუშავდეს. ზოგადად,  აუცილებელი პირობაა, რომ საფულე თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ, რადგან, სწორად შერჩეული საფულე თილისმის ძალას იღებს. მაგალითად, ფულის მოსაზიდად კარგია ოქროსფერი მძივებით გაწყობილი საფულე, რადგან, ეს ფერი სიმდიდრის სიმბოლოა; ასევე, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს განყოფილებები – ხურდა ფულის, ქაღალდის კუპიურების, საბუთების, საბანკო ბარათებისა და სავიზიტო ბარათების შესანახად. არ გირჩევთ ხელოვნური მასალის საფულის ტარებას, რადგან ის არანაირ ენერგიას არ ატარებს და თავისი ხელოვნურობით ბუნებრივი ენერგიების მოზიდვას აფერხებს. ყველაზე კარგია ბუნებრივი ქსოვილის ან ტყავის საფულე.
– გამიგია, რომ ლამაზად და რიგიანად ჩაწყობილი ფული საფულეში მის ენერგეტიკას ამყარებს და სიმდიდრის მოსაზიდადაც საუკეთესოა. ეს სიმართლეა?
– ეს სრული სიმართლეა, რადგან, თუ საფულეში ქაოსია, ასეთივე ქაოსი იქნება თქვენს ფინანსურ სფეროში. აქვე გეტყვით, რომ საფულეში აუცილებლად ჩაყარეთ ბრინჯის მარცვლები, რადგან ის სიმდიდირის სიმბოლოა და თქვენს ფინანსებს გააორმაგებს. და, დაიმახსოვრეთ: არ შეიძლება საფულეში ფოტოების შენახვა. ცნობილია, რომ ფოტო ფულის ენერგიის წყაროს შემოდინებას აბრკოლებს. საფულისა და თავად ფულის ენერგიამ, შეიძლება, იმ ადამიანზე, რომლის ფოტოსაც თქვენ ატარებთ, ცუდად იმოქმედოს. აბა, ჰკითხეთ იმ ფოტოსურათზე გამოსახულ ადამიანებს, არიან თუ არა ბედნიერები და მაშინ ჩემს ნათქვამში ადვილად დარწმუნდებით. გასათხოვარმა გოგონამ კი აუცილებლად უნდა ჩადოს საფულეში ბზის ფოთოლი და გულის ფორმის პატარა სამკაული, მაგალითად, კულონი – ასე ის უფრო საინტერესო ხდება საპირისპირო სქესისათვის, რადგან მისგან დადებითი ენერგია გაორმაგებულად იფრქვევა.

скачать dle 11.3