კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის სანახავად დადიოდა ღამღამობით 3 წლის განმავლობაში გიორგი სუხიტაშვილი და ვის უმზადებს ის სადილებს ორიგინალური წინსაფრით

ცოტა ხნის წინ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა. ახლად აშენებულ ბინაში გიორგიმ ყველაფერი თავისი გემოვნებით მოაწყო – მინიმალისტურად, სადად და გემოვნებით.
გიორგი სუხიტაშვილი: ბინაში ცოტა ხნის წინ გადმოვედი. სულ სხვა შეგრძნებაა, როცა უცხოვრებელ, ახალ ბინაში იწყებ ცხოვრებას, სხვანაირი აურა იგრძნობა. თან, მე ყველაფერი ჩემი გემოვნებით გავაკეთე, თუმცა ჯერჯერობით, ბოლომდე არ მაქვს დამთავრებული. ბევრი დეტალია გასაკეთებელი. პირველ ღამეს რომ დავრჩი, ვერ ვიძინებდი, აფორიაქებული ვიყავი. ცოტა დაუჯერებელი იყო, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. 3 წლის წინ, როცა კორპუსის საძირკველი გაიჭრა, მაშინდელი ფოტოც მაქვს შენახული. მერე, რომ შენდებოდა, ძირითადად, მანქანით ღამე მოვდიოდი, რადგან დღისით ვმუშაობ. ფარებს მივანათებდი, ვუყურებდი და უკან ვბრუნდებოდი.
– რადგან მარტოს გიწევდა ცხოვრება, ამიტომ, ალბათ, ძირითადად, ყველაფერი შენი გემოვნებით გააკეთე.
– კარგია, მარტო რომ აკეთებ ყველაფერს და ოჯახის წევრები ან სხვა ვინმე არ ერევა. თუმცა, რჩევებსაც ვითვალისწინებდი. ფერებზე გართულება მაქვს. ამიტომ, ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც მე მინდოდა. ჭერიც ჩვეულებრივი გავაკეთე, არც განათება იქნება ძლიერი, რადგან ბევრი სინათლე არ მიყვარს. ავეჯიც მაქვს დასამატებელი, ფარდებიც ჯერ არ დამიკიდია. სულ ვამბობდი: 30 წლის ასაკში ჩემი სახლი მექნება-მეთქი და ასეც მოხდა, ავისრულე ეს სურვილი. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რაღაცეები სულ ხდება. ადრე ვთქვი, რომ ჩემი დისკი აუცილებლად მექნებოდა და გავაკეთე კიდეც, თან, იმაზე ადრეც, ვიდრე ვფიქრობდი. მთავარია, ადამიანმა იცოდეს, რისი კეთება უნდა, მიზანდასახული იყოს და საკუთარ თავში ყოველთვის იპოვის ძალას, საზოგადოებაში, თავის საქმეში საჭირო ადამიანი გახდეს – მაგიდის გარშემო თავისი სკამი ჩადგას. სკამის ჩადგმაში იმას არ ვგულისხმობ, რომ როდესმე ვიღაცისთვის თავზე გადამივლია. ფეხბურთელი, შეიძლება, დიდხანს ხეხავდეს სათადარიგო სკამს, მაგრამ ერთხელად დაუძახებენ, მოუწევს მოედანზე გასვლა და ამისთვის მზად უნდა იყოს. თან, ისე, რომ დაკავებული ადგილი ვეღარავინ წაართვას. ფეხბურთი ჩემი მეორე საყვარელი საქმეა და ამიტომაც ვავლებ პარალელებს, თორემ ჩემს საქმეშიც ზუსტად ასეა. ცოტა ხნის წინ, შორეულმა ნათესავმა დამირეკა: ჩემი შვილი კარგ ლექსებს და მუსიკას წერს, იქნებ გზის გაკვლევაში დაეხმაროო. ცოტა დავიბენი, ვერ გავიგე, როგორ უნდა დავეხმარო ადამიანს გზის გაკვლევაში. ჯერ ერთი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მეორეც – არ მიყვარს ვინმესთვის ჩემ გამო რამის თხოვნა, მით უმეტეს, იმ ადამიანისთვის, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ.
– შენ არავინ დაგხმარებია გზის გაკვლევაში?
– არავინ დამხმარებია, სამაგიეროდ, ბევრს დაუდია ფეხი და ეს ახლაც გრძელდება. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ჩემზე დიდი გავლენა მოუხდენია. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო სულიკო კოროშინაძე, რომელიც 3 წელი ჩემი მასწავლებელი იყო. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ჩემი უფროსი მეგობარიც გახლდათ და  მისგან ბევრი რამ ვისწავლე.
– ადრე, როდესაც ამ სფეროში გამოუცდელი იყავი, ალბათ ბევრ რამეს ვერ ხვდებოდი.
– თავიდან უფრო მიამიტი, გამოუცდელი ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, ამას რატომ აკეთებდნენ. ახლა აღარც მიკვრის და ამიტომაც ჩემს სფეროში ძალიან ცოტა მეგობარი მყავს. ზოგადად, არ ვარ სოციალური ადამიანი, უცხო პირებთან შორიდან შევდივარ კონტაქტში, სიფრთხილეს ვიჩენ. ეს ეხება როგორც საქმეს, ასევე პირად ურთიერთობებსაც. სიყვარულსაც ვერ გამოვხატავ, ღლაბუცი, მსგავსი რაღაცეები არ მიყვარს. ეს შეიძლება, ერთგვარი კომპლექსია. საზოგადოებაში მივიდე, სიყვარული გამოვხატო – არ შემიძლია, გარკვეულწილად, ვიზღუდები, ვკომპლექსდები. ერთადერთი ჩემი ძმაა, რომელიც კოსმოსამდე მიყვარს – გამორჩეულად, ყველაზე მეტად. მის მიმართ გამოვხატავ სიყვარულს, რადგან სხვანაირია და განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ჩემი დაც ძალიან მიყვარს, მის გამო ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მაინც გოგოა და მას ისე ვერ მოვექცევი, როგორც ძმას. კი გავრცელდა ჭორი: სახლიდან გიორგი იმიტომ წავიდა, ოჯახის წევრებთან კონფლიქტი აქვსო, მაგრამ ეს არ არის მართალი. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ოჯახის წევრებთან. პირიქით, მარტო რომ ვცხოვრობ, დედა უფრო მომენატრება ხოლმე და მერე კიდევ მეტად გვიხარია ერთმანეთის ნახვა. მეც და ლევანიც მშობლებმა დამოუკიდებლობას მიგვაჩვიეს, არაფერში არ გვზღუდავდნენ. ახლა განა არ მეუბნება მამა: რამე ხომ არ გჭირდებაო, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია, ჩემით გავაკეთო ყველაფერი, მე მოვაგვარო პრობლემები. როცა სხვა მეხმარება, რაღაც უხერხულად ვგრძნობ თავს.
– ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო დადე, სადაც მეგობრის ნაჩუქარი წინსაფარი გიკეთია, წითელტრუსიანი მამაკაცის ტორსია გამოსახული.
– ზოგადად, ძალიან უცნაური საჩუქრები მაქვს. თაროზე მიდევს დიდი ბაყაყი, რომელიც ნათია დუმბაძემ მაჩუქა. პატარ-პატარა სუვენირებიც მაქვს, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი. მონეტების საკმაოდ დიდი კოლექციაც მაქვს. ცოტა ხნის წინ ჩემმა რძალმა ლამაზი ნივთი გამიკეთა – იდეაში, საჭრელი დაფაა, მაგრამ ვაპირებ, კედელზე დავკიდო. ზედ ახატია ძაღლი, ჭიქა, რომლის ყური ასო – „ს“-ა და აწერია „სუხიტა“. დაბლა კი „13“ და „ბ“ – ბინა 13. 13 ჩემი საყვარელი ციფრია. ბინას რომ ვყიდულობდი, ერთიღა იყო დარჩენილი. რომ მითხრეს, 13 ნომერიაო, მეგონა, მეგობრები მეხუმრებოდნენ. მერე ამოვედი და კარზე გაკრულ ფურცელზე ეწერა – 13. ბოლოს ხელშეკრულებაშიც გადავამოწმე და ყველგან 13 ეწერა. წინსაფარის ამბავი სასაცილო იყო. ჩემი მეგობარია ხატია სულაბერიძე, პროფესიით ექიმია. მან გამიკეთა ეს საჩუქარი. თურმე, ყოფილა კომპანია, რომელსაც საჩუქრები მიაქვს ადგილზე. ღამის 11 საათზე დამირეკა ვიღაც გოგომ დამტვრეული ქართულით და რუსული აქცენტით: მითხარით, სად ხართ, საჩუქარი მაქვს თქვენთვის გადმოსაცემიო. არ დავიჯერე, ვიფიქრე, რამე შარში არ გამხვიონ, ღამის 11 საათია, სადომაზოხისტური სექსის მსხვერპლი არ გავხდე. ისე არ მიჭირს, დილით გაშოლტილმა რომ გავიღვიძო-მეთქი. ბოლოს მაინც ვუთხარი მისამართი და მომიტანეს წინსაფარი წარწერით: ეს დაგეხმარება საჭმელების მომზადებაში და გემრიელი გოგონების გასინჯვაშიო. ისე, ბოლო პერიოდია, არ მივარჯიშია, თორემ ცოტა ხნის წინ, მეც ზუსტად ასე გამოვიყურებოდი, როგორიც ეს ტორსია.
– უკვე მოუმზადე ამ წინსაფრით ვინმეს საჭმელი?
– სამზარეულოში დევს, ხშირად ვიყენებ და ესე იგი, ვუმზადებ ვიღაცეებს. ზოგადად, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ვცდილობ, ისეთი კერძები მოვამზადო, რაც ბევრ დროს და ძალისხმევას არ საჭიროებს. შემწვარი კარტოფილი მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია, შხეფებს რომ ისვრის აქეთ-იქით. თან, მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც სამზარეულოში ყველაფერს დაყრის და არ მიალაგებს.
– რას ფიქრობ ოჯახში გენდერულ თანასწორობაზე?
– ზოგადად, ეს სიტყვა ძალიან მაღიზიანებს – რას ჰქვია გენდერული თანასწორობა? თავად ეს სიტყვა აკნინებს როგორც ქალის, ასევე კაცის უფლებებს. საერთოდ, არ უნდა იყოს საუბარი იმაზე, ვის უფრო მეტი უფლება ექნება ოჯახში და ოჯახს გარეთ. რომ გამოდიან და ამბობენ: ქალების უფლებებს ვიცავთო, ეს მხოლოდ სიტყვად რჩება, საქმით არავინ არაფერს აკეთებს. მეც ვიტყვი: ნაგვის დაყრის წინააღმდეგი ვარ-მეთქი და მერე მანქანის ფანჯრიდან გადავაგდებ სიგარეტის ნამწვავს... ეს საკითხი უფრო რეგიონებშია მოსაგვარებელი. უკაცრავად, მაგრამ უნდა ვიხმარო ეს სიტყვა: ბევრი ქალი მიიჩნევს იქ თავს მონად და კაცებიც მათ, როგორც მონებს, ისე ექცევიან. ამ მხრივ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. მთავარია, ორი ადამიანი – ცოლი და ქმარი იქნება ის თუ შეყვარებულები, ერთმანეთს პატივს სცემდნენ, ერთმანეთის უფლებებს აღიარებდნენ და ფუნქციებს როგორ და რანაირად გადაანაწილებენ, ეს უკვე მათი, ორი ადამიანის გადასაწყვეტია.

скачать dle 11.3