კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სპორტული დიეტა

იმისათვის, რომ სპორტმა და ვარჯიშმა მაქსიმალური შედეგი მოგცეთ, კორექტირება გაუკეთეთ თქვენს რაციონს. პრიორიტეტებია ცილები და „სწორი“ ნახშირწყლები.
ყველამ, ვისაც კი ოდესმე დაუცავს დიეტა, იცის, რომ საკვების არანაირი შეზღუდვა, ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ვერ აქცევს სხეულს მომხიბვლელად. დიეტა არ ახდენს კუნთოვანი ქსოვილის ფორმირებას. საკმარისი არ არის ზედმეტი ცხიმების მხოლოდ „ჩამოჭრა“. კანის „ტომსიკები“, რომლებიც ცხიმოვანი მარაგის შემდეგ ჩნდება, რამით უნდა ამოივსოს და, უმჯობესია, ცხიმები ჩაანაცვლოს კუნთებმა. ეს კი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვით შეიძლება მოხდეს. მაგრამ, მეორე მხრივ, ფიზიკური ვარჯიში, სწორად შერჩეული რაციონის გარეშე, არ მოგიტანთ სასურველ შედეგს. როგორ უნდა იკვებოთ დატვირთვის დღეებში?

მენიუ ძლიერი კუნთებისთვის
გაითვალისწინეთ, რომ ვარჯიშისთვის ყველაზე შესაფერისი დროა სადილობამდე 2-3 საათით ადრე, ან სადილობიდან 2-3 საათის შემდეგ, როცა ენერგიის მარაგი მთლიანად აღდგენილია. უნდა ივარჯიშოთ რეგულარულად, მინიმუმ კვირაში 3-ჯერ, სასურველია – დღეგამოშვებით.
დილა: იმისთვის, რომ კუნთები ენერგიით აივსოთ და შეამზადოთ დატვირთვისთვის, საჭიროა ნელი ნახშირწყლები. ამიტომ საუზმეზე მიირთვით ფაფები („ჰერკულესის“, წიწიბურას, „პერლოვკის“). შეგიძლიათ, ფაფაში ჩაუმატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. 1-1,5 საათის შემდეგ ჭამეთ ხილი – 1-2 ცალი ვაშლი ან ბანანი.
შუადღე: სადილად შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ცილოვანი კერძი (ხორცი, თევზი ან ხაჭო ბოსტნეულით). სპორტდარბაზში წასვლამდე 1 საათით ადრე არაფერი მიირთვათ (სამაგიეროდ, შეუზღუდავად დალიეთ წყალი). ვარჯიშის დასრულებისთანავე კუნთებს სჭირდება სწრაფი აღდგენა. ამიტომ, 20 წუთის განმავლობაში უნდა დალიოთ პროტეინების კოქტეილი, ანუ სუფთა ცილები, ნახშირწყლების გარეშე. თუ არ გაქვთ სპორტული პროტეინის შეძენის საშუალება, ჩაანაცვლეთ ის რძის შრატით ან 1 ჭიქა უცხიმო რძით (რძეში ჩაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი).
საღამო: ძალოვანი დატვირთვიდან, დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 18 საათისა, შეგიძლიათ მიირთვათ კიდევ ერთი ცილოვანი კერძი – ეს აუცილებელია ცილოვანი ქსოვილის გასაზრდელად და აღსადგენად. 18 საათის შემდეგ კი მხოლოდ სალათის, ბოსტნეულის სუპის ან ჩაშუშული ბოსტნეულის ჭამის უფლება გაქვთ; ან, შეგიძლიათ, მიირთვათ 2 კვერცხის ომლეტი უპუროდ. ამ სახის მეორე ვახშამი არ მისცემს ორგანიზმს მოშიების საშუალებას და მთელი ღამის განმავლობაში მოამარაგებს აუცილებელი ამინომჟავებით.
გთავაზობთ ორი კერძის რეცეპტს თქვენი ყოველდღიური რაციონისთვის:
1) მსუბუქი სუპი კიტრის, ნიახურისა და ავოკადოსგან:
30 გრამი ავოკადო და 1 ცალი საშუალო ზომის კიტრი დააბლენდერეთ. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, მარილი და პილპილი – გემოვნებით. მიღებული მასა სასურველ კონსისტენციამდე გააზავეთ წყლით ან ბოსტნეულის ბულიონით. 1 ძირი ნიახური, 1 ცალი ბულგარული წიწაკა და 1 ცალი საშუალო ზომის პომიდორი დაჭერით პატარა კუბიკებად, დააწყვეთ ღრმა თეფშზე და დაასხით გაგრილებული ბულიონი.
2. რუკოლა ბოსტნეულითა და ხაჭოთი:
200 გრამი პომიდორი „ჩერი“, 200 გრამი ბულგარული წიწაკა, 100 გრამი კიტრი და 1 ძირი ნიახური სასურველ ზომებად დაჭერით; დაუმატეთ 200 გრამი რუკოლა და 50 გრამი უცხიმო ხაჭო, შეაზავეთ პილპილითა და 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენით. ხაჭოს ნაცვლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თხის ყველი და მოცარელა.
არ დაგავიწყდეთ, რომ ვარჯიშის შემდეგ ნახშირწყლების მიღება მიზანშეწონილი არ არის.

скачать dle 11.3