კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი სიყვარული შეგიძლიათ

ადამიანებს შეუძლიათ სიყვარული, მაგრამ მათ ერთნაირად არ უყვართ. ფსიქოლოგები გამოყოფენ სიყვარულის ექვს ნაირსახეობას: ეროსი, თამაში, დაგროვება, პრაგმა, მანია, აგაფე... თუ როგორი სიყვარული შეგიძლიათ და რას ნიშნავს თითოეული, ამის ტესტიდან შეიტყობთ.
თითოეული პუნქტი შეაფასეთ 1-დან 5 ქულამდე.
1 ქულა – არ ვეთანხმები;
2 ქულა – მეტ-ნაკლებად ვეთანხმები;
3 ქულა – მიჭირს პასუხის გაცემა;
4 ქულა – ვეთანხმები;
5 ქულა – სხვანაირად არც შეიძლება.
შეეცადეთ, იყოთ გულახდილი.
1. მე და ჩემმა პარტნიორმა პირველივე შეხვედრაზე ვიგრძენით ერთმანეთისადმი ლტოლვა;
2. ჩვენ ფიზიკურად კარგად ვეწყობით ერთმანეთს;
3. ფიზიკურ სიახლოვეს ჩვენთვის მხოლოდ სიამოვნება მოაქვს;
4. ვგრძნობ, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილი;
5. ჩვენ ყოველ წუთს მეტად და მეტად გვიყვარს ერთმანეთი;
6. ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის;
7. ჩემი პარტნიორი ჩემს მოთხოვნებს სრულად შეესაბამება;
8. როცა ერთმანეთს მეტისმეტად ვუახლოვდებით, ჩვენ შორის დისტანციის გაზრდა მინდება;
9. მიყვარს სასიყვარულო თამაშები, ეს აუცილებელია;
10. ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს იმასთან, ვინც ადრე მყვარებია;
11. კარგა ხანს ვერ ვხვდები ხოლმე, რომ ადამიანი შემიყვარდა;
12. საუკეთესო სიყვარული ხანგრძლივი მეგობრობიდან იწყება;
13. ძნელი სათქმელია, როდის ვიგრძენით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა;
14. ჯერ კარგად უნდა ავწონო, რა ცხოვრებისეული მოთხოვნები აქვს ადამიანს, სანამ მასთან ურთიერთობას დავიწყებ.
15. უკეთესია, როცა შენივე წრის ადამიანი გიყვარს;
16. თუ სასიყვარულო ურთიერთობა დამენგრევა, ღრმა დეპრესიაში ჩავვარდები.
17. თუ შეყვარებული ვარ, ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ;
18. მირჩევნია, მე დავიტანჯო, ვიდრე დაიტანჯოს ჩემი პარტნიორი;
19. ბედნიერი მაშინ ვარ, როცა პარტნიორის ბედნიერებას ჩემს ბედნიერებაზე წინ ვაყენებ.
შეაფასეთ თითოეული პასუხი და ნახეთ შედეგები.
ყველაზე მეტი ქულა: „ეროსი“ – თქვენ ვნებიანი სიყვარული იცით. მნიშვნელობას ანიჭებთ პარტნიორის გარეგნობას. გახასიათებთ მის მიმართ ძლიერი სექსუალური ლტოლვა.
შედარებით ნაკლები ქულა: „თამაში“ – სიყვარულს სერიოზულად არ აღიქვამთ. ეგოისტი ბრძანდებით და პარტნიორის სურვილები ნაკლებად გადარდებთ. თქვენ გიყვართ „სიყვარულის თამაში“ ყველასთან.
თუ შეფასებებში ხშირად იყენებდით „3“-ს: „პრაგმა“ – ლოგიკური და რაციონალური სიყვარულის მომხრე ხართ. კარგად იცით, რისი მიღება გინდათ პარტნიორისგან და რა გააბედნიერებს მასაც. თქვენ სასიყვარულო ურთიერთობების კონტრაქტით გაფორმების მომხრეც ხართ.
თუ შეფასებებში გამოყენებულია მეტი „3“ და „2“: „მანია“ – ძალიან ემოციური სიყვარულის ფორმაა. თქვენ მუდმივად მერყეობთ სასოწარკვეთასა და ბედნიერებას შორის. ეს ფორმა შეესაბამება რომანტიკული სიყვარულის კატეგორიას. ეს არის გაუხედნავი ლტოლვა, რომელსაც საზღვარი არ აქვს. სიყვარულის ამ ფორმით შეპყრობილებს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება ახასიათებთ.
თუ შეფასებებში ბევრი „2“ და „1“ აირჩიეთ: „აგაფე“ – ეს არის სიყვარული, როცა ადამიანი საერთოდ არ ფიქრობს საკუთარ თავზე. ასეთებს ძლიერი სულიერი მიდრეკილება აქვთ პარტნიორის მიმართ. ეს ჭეშმარიტად არაეგოისტური სიყვარულია.
თუ შეფასებებში თითქმის ყველა „1“ ქულა იყო: „დაგროვება“ – მშვიდი, სტაბილური სიყვარულის ფორმაა. საწყისს ის მეგობრობიდან იღებს.

скачать dle 11.3