კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ბიოლოგიური საათი გაქვთ და სწორად გადის თუ არა დრო თქვენთვის

დრო ნებისმიერი ადამიანისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია, თუმცა, სამწუხაროდ, ყველამ როდი იცის მისი ფასი. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დრო განსხვავებულად მიდის – კერძოდ, ხან იწელება და ხან ძალიან სწრაფად გადის. ასტროლოგიურად, ადამიანის შინაგანი ქრონომეტრის მუშაობაზე განსხვავებული ფაქტორების სიმრავლე სხვადასხვაგვარ ზეგავლენას ახდენს. საათის ისრები ქალისა და მამაკაცისთვის განსხვავებულად მოძრაობს. ძლიერი სქესის წარმომადგენლები წუთებს ზუსტად და სწორად აღიქვამენ, ემოციური ქალები კი, შეიძლება, შეცდნენ. ასევე, დროის აღქმა დამოკიდებულია ასაკზეც. მაგალითად: 12 წლამდე დრო უსასრულოდ გაწელილი გვეჩვენება. რაც უფრო გადის დრო, გაცილებით უფრო ზუსტად შევიგრძნობთ საათებსა და წუთებს. დროის დინების სათანადოდ შეფასებასა თუ შეუთავსებლობაზე გავლენას ახდენს სუნთქვა და პულსის სიხშირე. ვისაც შენელებული გულის რიტმი და ნელი სუნთქვა აქვს, დრო ნელა გადის, ხოლო, ვისაც გახშირებული გულის რიტმი და მეტად ინტენსიური სუნთქვა აქვს – ჩქარა.
არ შეიძლება, ნებისმიერმა ჩვენგანმა ანგარიში არ გაუწიოს საკუთარ ბიოლოგიურ საათსაც. მაგალითად, ვინც დილით ადრე იღვიძებს, ოპტიმისტი, საქმიანი ადამიანია და დროსაც აქტიურად, დატვირთულად და ნათლად აღიქვამს. ვინც გვიან იძინებს და გვიან დგება კი შფოთიანი, მოუსვენარი და ხშირად საქმეში ზანტია. როგორც წესი, ისინი დროის შეგრძნებაზეც ადეკვატურად რეაგირებენ. ანუ, მათში დროის შეგრძნება, შესაბამისად, შენელებულია.
ადამიანის შინაგან საათზე ყველაზე მეტად ტემპერამენტი მოქმედებს. ამ მხრივ, არსებობს ოთხი ტიპი და თითოეულს დროის შეგრძნების სპეციფიკური მახასიათებელი აქვს. კერძოდ:
ემოციური ტიპის ადამიანებს ეჩვენებათ, რომ სამყარო ისეთივე დარჩა, როგორიც მათი ახალგაზრდობის წლებში იყო. მომხდარ მოვლენებს მხოლოდ ემოციურობისა და სიცხადის თვალსაზრისით აფასებენ. ამ ტიპისთვის დრო თითქოს წრიულად ბრუნავს. ისინი ხშირად უბრუნდებიან წარსულს და არ აქვთ აწმყოს შეგრძნება.
ანალიტიკოსების ტიპი, ემოციურების მსგავსად, დროს როგორც წარსულიდან მომავლისკენ მიმართულს, ისე აღიქვამენ. ასეთი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორი და ყველა დეტალში თანმიმდევრობა. ძალიან ფრთხილები, წინდახედულები არიან და არსებულ რეალობაზე საკუთარი შეხედულებები გააჩნიათ.
სენსუალისტების ტიპი, განსხვავებული შეხედულებები ახასიათებს. წარსულის გამოცდილება მათთვის დიდს არაფერს ნიშნავს. უყვართ სიახლეები, ახალი მიზნების დასახვა და დროის ხანგრძლივობას არ აცნობიერებენ. მათთვის მნიშვნელოვანია აწმყო, რეალობა. ასეთი ადამიანები, ყოველივე ზემო ჩამოთვლილის გამო, ადვილად აღწევენ წარმატებებს.
და მეოთხე, ინტუიციური ტიპი – ზემოთ ნახსენები სამი ტიპისგან რადიკალურად განსხვავებული. მათ დასახული მიზნის მისაღწევად მოთმინება და მუყაითობა არ ჰყოფნით. ამ ტიპის ადამიანები დროს წინ არ უსწრებენ, თუმცა, არც უკან ჩამორჩებიან.

скачать dle 11.3