კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გასტრიტის დროს მაღალია სიმსივნური პროცესის განვითარების რისკი


კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, ანუ გასტრიტი, საკმაოდ საშიში დაავადებაა. ატროფიული, ანუ განლევითი პროცესებით მიმდინარე გასტრიტის დროს ძალიან მაღალია სიმსივნური პროცესის განვითარების რისკი. ამიტომ, თავი რომ დაიზღვიოთ და პროცესი არ გაართულოთ, საჭიროა, დროულად დაიწყოთ მკურნალობა.
ზოგიერთი პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციას, რითაც მწვავე ანთებითი პროცესების განვითარება იწყება. მწვავე გასტრიტი შეიძლება, ასევე, ჰელიკობაქტერპილორით იყოს გამოწვეული. სწორედ ეს მიკრობი ასრულებს მნიშვნელოვან როლს მწვავე და ქრონიკული გასტრიტის ზოგიერთი ფორმის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ჩამოყალიბებაში. კუჭში მიკრობი ძირითადად ლორწოვანი გარსის ზედაპირულ შრეშია განთავსებული. მიკრობით გამოწვეული გასტრიტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასევე, არსებობს ინფექციური გასტრიტი, რომელსაც სხვა ბაქტერიები და ვირუსები იწვევს, მაგალითად, მარტივი ჰერპესი და ციტომეგალოვირუსი.
ქრონიკული გასტრიტი ანთებითი პროცესის გახანგრძლივებული მიმდინარეობით ხასიათდება. პირველ ეტაპზე პათოლოგიური პროცესი ლორწოვანის ზედაპირულ, შემდეგ კი ჯირკვლოვან შრეში ლოკალიზდება. დაავადების განვითარებისას მიმდინარეობს ჯირკვლების რღვევა, გალევა და გადაგვარება. ამ დროს ლორწოვანი მნიშვნელოვნად თხელდება. განვითარების მიხედვით არსებობს ორი ტიპის ქრონიკული გასტრიტი: A და B ტიპის. A ტიპის ქრონიკული გასტრიტი შედარებით ნაკლებად გავრცელებული დაავადებაა. ის ხშირად სისხლნაკლებობის ანუ ანემიის დროს გვხვდება, როცა ორგანიზმში არ არის B12 ვიტამინის საკმარისი რაოდენობა. B ტიპის ქრონიკული გასტრიტის შემთხვევები უფრო ხშირია. ის წლების მატებასთან ერთად ხშირდება, მის განვითარებაში კი წამყვანი როლი აკისრია ჰელიკობაქტერპილორს. ამ ბაქტერიის წინააღმდეგ ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ლორწოვანი გარსი განახლებას იწყებს, ხოლო კუჭის განმეორებითი ინფიცირების შედეგად, პროცესი კვლავ გრძელდება. B ტიპის ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭის წვენის გამოყოფა დაქვეითებულია. 
ასევე, აუცილებელია იცოდეთ, რა უნდა სვათ კუჭის მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობის დროს. სამკურნალო მცენარეები კი აუცილებლად შეიძინეთ აფთიაქში.
*კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის დროს მოამზადეთ შემდეგი სახის ნაყენი: 20 გრამი პიტნის ფოთოლი, 15 გრამი მატიტელა, 15 გრამი ფარსმანდუკი, 10 გრამი გვირილა, 10 გრამი კვლიავი, 10 გრამი კამის თესლი და 10 გრამი კატაბალახა ერთმანეთში კარგად აურიეთ. დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და დაახლოებით 10-15 წუთით დადგით ნელ ცეცხლზე, შემდეგ კი გადაწურეთ. ნაყენი დალიეთ დილით, უზმოზე, 1 ჩაის ჭიქა, შემდეგ კი, ყოველ 4 საათში ერთხელ – ნახევარი ჩაის ჭიქა. კურსი ჩაიტარეთ ერთი კვირის განმავლობაში.
*კუჭის წვენის მჟავიანობის მომატების დროს: ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით აურიეთ არყის ხის კვირტები, ცაცხვის ყვავილი და ფარსმანდუკი. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15-20 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 20 დღეა.
ასევე, კომბოსტო. შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ასევე, მასში გვხვდება ეგრეთ წოდებული ულცეროზული ვიტამინი, ანუ, წყლულის საწინააღმდეგო ნივთიერება. გარდა ამისა, კომბოსტოს შემადგენლობაში შედის ტარტარონის მჟავა, რომელიც ძალიან ეფექტური საშუალებაა სიმსუქნისა და კუჭის წყლულის დაავადების დროს.

არის თუ არა პაპილომა ვირუსი კიბოს გამომწვევი
პაპილომა ინფექციური პათოლოგიაა, რომელსაც პაპილომას ვირუსი იწვევს. ის მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც კანსა და ლორწოვანზე პაპილომური წარმონაქმნების – მეჭეჭისმაგვარი წანაზარდების, ანუ კონდილომების გაჩენა ახასიათებს. სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ამ ვირუსული ინფექციების გადაცემის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ადამიანის ორგანიზმში ვირუსების რაოდენობა და აქტივობა პირდაპირ უკავშირდება ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას. ინფექცია რომ გამოვლინდეს და დაავადება განვითარდეს, ვირუსის გარკვეული რაოდენობაა საჭირო.
პაპილომის ვირუსი, ძირითადად, სასქესო და საშარდე ორგანოების ლორწოვან გარსსა და კანის მიმდებარე საფარველზე ჩნდება და აზიანებს მას. არ არის გამორიცხული, ასევე, სხეულის სხვა უბნის ლორწოვან გარსსა და კანზეც განვითარდეს.
ინტენსიური გამრავლებისა და გააქტიურების ფონზე, ვირუსი ეპითელურ უჯრედებს აზიანებს და სახეს უცვლის მათ, შედეგად კი კანის შესაბამისი უბნები კონდილომებით იფარება. განსაკუთრებული მძიმე კლინიკური სურათით გამოირჩევა შარდსადენ მილში განვითარებული პაპილომა.
არსებობს პაპილომა ვირუსის 2 ტიპი: ონკოგენური და არაონკოგენური. ზოგიერთი ტიპის ვირუსით გამოწვეული წარმონაქმნი შეიძლება ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცეს. ეს კი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: ორგანიზმის ინდივიდუალურ იმუნურ სტატუსსა და პროცესის მიმდინარეობის აქტივობაზე; გარემოს ტიპსა და პაპილომური წარმონაქმნის თავისებურებაზე;  ზრდის ფორმაზე და ასე შემდეგ.
პაპილომას მკურნალობა შეიძლება ადგილობრივი და ზოგადი კომპონენტებით. ადგილობრივი მკურნალობა კონდილომებისა და ატიპურად შეცვლილი ეპითელიუმის მოსაშორებლად არის გამიზნული. დღეს ყველაზე პოპულარულია კონდილომების თხევადი აზოტით მოწვა, თერმოკოაგულაცია, ქიმიური კოაგულაცია, ლაზერული დესტრუქცია. ზოგად მკურნალობაში კი შედის იმუნური სისტემის გაძლიერება და ორგანიზმში ვირუსის კონცენტრაციის შემცირება.

თავის ტკივილის, ნევროზისა და უძილობის დაძლევაში თავშავას ნაყენი დაგეხმარებათ

თავშავას პრეპარატებს აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემახორცებელი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, საჭმლის მომნელებელი, წნევის დამწევი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტი.
*შეკრულობის, კუჭის სპაზმის ან უმადობის დროს, 2 ჩაის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, ნახევარი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა თბილი ნაყენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
*სისხლძარღვების სპაზმის ან თავის ტკივილის დროს, 4 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, ერთი საათის განმავლობაში გააჩერეთ თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და ამ ნაყენით დაიბანეთ თავი და სახე. თავი თბილად შეიხვიეთ და ჩაწექით ლოგინში.
*ნევროზისა და უძილობის დროს, 1 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 1 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 3 სადილის კოვზი ნაყენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1 თვის განმავლობაში.
*ხველების ან გრიპის დროს, 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სვით გამოჯანმრთელებამდე.

რატომ უნდა დააკვირდეთ ყურადღებით სხეულზე გაჩენილ ხალებს
მელანომა არის კანის სიმსივნე, რომელიც მის ზედაპირზე ჩნდება. ის ძირითადად ვითარდება ხალებისგან, მაგრამ, შეიძლება, სუფთა კანზეც წარმოიქმნას. კეთილთვისებიანი ხალები თანაბარი და გლუვია, ბრტყელი ან ოდნავ ამობურცული და არ იზრდება. ხალის გარეგნული სახის ნებისმიერი ცვლილება: ქავილი, სისხლდენა ან ტკივილი კი მის გადაგვარებაზე მიანიშნებს.
განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვისაც კანზე ბევრი თანდაყოლილი ხალი აქვს, მით უფრო, თუ ისინი დიდი ზომისაა.
მათ, ვისაც აქვთ თეთრი კანი, ქერა თმა, ჭორფლი და ცისფერი თვალები, ძალიან სწრაფად ეწვებათ მზისგან კანი, მაგრამ არ ირუჯებიან, ეკრძალებათ სოლარიუმში ულტრაიისფერი დასხივება.
მელანომა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ავთვისებიან წარმონაქმნად. ამიტომ, სასურველია ამ დაავადების ადრეულ ასაკში აღმოჩენა, რადგან, დაგვიანებული დიაგნოზი, როგორც წესი, ავადმყოფისთვის ტრაგედიით მთავრდება.
აუცილებელია, რეგულარულად გაისინჯოს კანზე ხალი და ყურადღებით დაათვალიეროთ, რათა არ გამოგეპაროთ მელანომის განვითარების პირველი ნიშნები.

ნაწლავების გასუფთავება აუცილებელია
თუ გსურთ, ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოთ, გქონდეთ ლამაზი კანი და თავიც კარგად იგრძნოთ, ნაწლავები ტოქსინებისგან უნდა გაისუფთაოთ. თუ ნაწლავები პრობლემებს არ გიქმნით, გასუფთავების პროცედურა სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, სხვა შემთხვევაში კი – თვეში ერთხელ.
დასვენების დღეებში აადუღეთ 200 მილილიტრი წყალი და ჩაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი – ეს ფიზიოლოგიური ხსნარია, რომელსაც ორგანიზმი არ შეიწოვს. ის ნაწლავებს გარეცხავს და მავნე ნივთიერებებს გარეთ გამოიტანს. ამ ხსნარის დალევის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში უნდა ჭამოთ წინასწარ მომზადებული საუზმე: 1 მუჭა ბრინჯი მოხარშეთ უმარილო და უშაქრო წყალში, დაამატეთ ცოტა კარაქი და საუზმეც მზად იქნება. შეგიძლიათ, ოდნავ დამტკბარი ჩაიც მიაყოლოთ. ბრინჯის ჭამიდან ორი საათის შემდეგ, მიირთვით, რაც გსურთ. ასეთი წესით ნაწლავების გაწმენდა ძალიან ეფექტურია და არ არღვევს ნაწლავების მიკროფლორას.
თუ დეფეკაციის დროს ტკივილები გაწუხებთ და დისკომფორტს განიცდით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
* გაღვიძებისთანავე დალიეთ ოთახის ტემპერატურის მქონე 1 ჭიქა წყალი;
* დილას, უზმოზე, ასეთი ნარევი მიირთვით: დააქუცმაცეთ გარგარის, შავი ქლიავისა და ლეღვის ჩირი. 200 გრამ ნარევს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღეთ 1 სადილის კოვზი, რასაც, შეგიძლიათ, 1 ჩაის ჭიქა წყალიც მიაყოლოთ;
* ხშირად მიირთვით უმი კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის შეზავებული სალათა, მცენარეული ზეთით; ასევე, კიტრის, სალათის ფურცლების, პომიდვრის, ბოლოკისა და მწვანილების სალათები;
* მიირთვით ღერღილი, რადგან, ეს უკანასკნელი B ვიტამინის საბადოა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნისგან იცავს ადამიანს.
 იმ შემთხვევაში, თუ ნაწლავები არარეგულარულად და არასათანადოდ იცლება, ტოქსინები სისხლში გაედინება, რაც ცუდად აისახება კანის მდგომარეობაზე, შრომისუნარიანობასა და, ზოგადად, ადამიანის ხასიათზე.

ბრინჯი ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიგვარებთ
ბრინჯი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის B ჯგუფის ვიტამინების შეუცვლელი წყაროა, რისი წყალობითაც ბრინჯის მოყვარულებს ნერვულ სისტემასთან, თმასთან და კანთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათად აწუხებთ. ხოლო, ვიტამინი E, რომელიც ბრინჯში ასევე დიდი რაოდენობითაა, ორგანიზმს დაბერებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს. ასევე, ბრინჯი მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, თუთიას, მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს.
ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა ყავისფერი ბრინჯი. ის თეთრი ბრინჯისგან იმით განსხვავდება, რომ გადამუშავების დროს მას მხოლოდ ჩენჩოს აცლიან, დარჩენილი მარცვალი კი ბევრ მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს. ყავისფერი ბრინჯი შეიცავს, ასევე, ეთერზეთებს, რის გამოც მალე ფუჭდება. უმჯობესია, ბრინჯი ორთქლზე მოხარშოთ, რათა ვიტამინები არ დაიკარგოს.

скачать dle 11.3