კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

უფალი გვიცავს!
ღმერთი ბედის ანაბარად არ გვტოვებს. ღმერთი ამჟამინდელ სამყაროს ორივე ხელით იფარავს, მაშინ, როცა ძველ დროში მხოლოდ ერთით იცავდა. დღეს, როცა ადამიანი ამდენი საშიშროებით არის გარემოცული, ღმერთი იცავს მას ისე, როგორც დედა – შვილს, რომელიც ეს-ესაა სიარულს იწყებს. დღეს ქრისტე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმიდანები შეგვეწევიან მეტად, ვიდრე ძველ დროში, მაგრამ ჩვენ ეს არ გვესმის. სადამდე მივიდოდა ქვეყნიერება, ეს შეწევნა რომ არ ყოფილიყო!.. ადამიანების უმრავლესობა აბებით ცხოვრობს. ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ სათქმელადაც საშინელებაა. ერთი მთვრალია, მეორე – ცხოვრებაზე იმედგაცრუებული, მესამეს თავი აქვს გაბრუებული, მეოთხე უძილობით იტანჯება. ხედავ, თუ როგორ მართავენ ეს ადამიანები ავტომანქანებს, დაქრიან მოტოციკლებით, ასრულებენ სარისკო სამუშაოებს, შრომობენ საფრთხის ქვეშ. რა, განა ყველა მათგანი საჭირო ფორმაშია? მრავალი მათგანი შეიძლებოდა, დასახიჩრებულიყო. როგორ გვიცავს ღმერთი, ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებით!
მამა პაისი მთაწმინდელი

ღმერთი იქცა ადამიანად
ღმერთმა, რომელმაც თავისი ძლევამოსილი სიტყვით ყოფიერებისკენ მოუწოდა ყველაფერს, რაც კი არსებობს, პასუხისმგებლობა აიღო თავის შემოქმედებით აქტზე, თავის გადაწყვეტილებაზე შეექმნა სამყარო და მიეცა მისთვის თვითგანსაზღვრის თავისუფლება. ღმერთმა პასუხისმგებლობა აიღო იმით, რომ ისტორიის რომელიღაც მომენტში, იმ პირველ დღეებში, საიდანაც ქრისტიანული ერა, ქრისტიანული პერიოდი იწყება, თვით ღმერთი იქცა ადამიანად და ისე, რომ ბოროტებას არ შეხებია, ცხოვრობდა და მოქმედებდა ჩვენში – ეხებოდა ბოროტების ყველანაირ შედეგს, ყველანაირ ტანჯვას, ქვეყნიერების ყველანაირ საშინელებას, უღმერთობას და სიკვდილს. ღმერთმა მოუწოდა ადამიანს ცხოვრებისკენ არა იმიტომ, რომ ოდესმე ადამიანი მის წინაშე პასუხით წარმდგარიყო: მან ჩვენ მოგვანდო მის მიერ შექმნილი ქვეყნიერება, მოგვცა შემოქმედების საშუალება, რომ შეგვექმნა ამ სამყაროსგან საოცარი სილამაზე, ჰარმონია, სიმართლე. მაგრამ, როდესაც ადამიანმა გადაუხვია ამ გზიდან, წავიდა ეგოიზმის, სიხარბის, შიშის, უსიყვარულობის გზით, მაშინ ღმერთი იქცა ადამიანად. ჩვენ გვჯერა, რომ ბეთლემში შობილი იესო ქრისტე, რომელიც წმიდა მიწაზე ქადაგებდა, რომელიც ჯვარს აცვეს უსამართლო განსჯის შემდეგ და რომელიც აღდგა, არის თვით უფალი და ამ ქვეყანაზე იმიტომ მობრძანდა, რომ ჩვენთან ერთად გაეზიარებინა თავისი შემოქმედებითი აქტის ყველანაირი შედეგი – ისიც, რაც ჩვენ ამ სამყაროს ვუყავით, სამყაროს, რომელიც მან ჩვენ მოგვანდო.
მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი)

უცილობელი სინამდვილე
ჩვენი მზე, ჩვენი მაცოცხლებელი და ამაყვავებელი ძალა ღმერთია. თუ კაცის გული გამთბარია ჭეშმარიტი ღვთის რწმენითა და სიყვარულით, თუ კაცის გონება გაშუქებულია ღვთის მოძღვრების ბრწყინვალე სხივებით, თუ კაცი მოქმედებს იმ რწმენით, რომ ის ქმნილებაა ღვთისა და ამის გამო ცდილობს, რომ ყოველი მისი მოქმედება გამოვიდეს ღვთის საამო, ერთი სიტყვით, თუ კაცი ცდილობს ღმერთთან კავშირისა და განუწყვეტელი დამოკიდებულების განწყობას, იგიც, როგორც მიმოზა მზიან დღეში, სავსეა სიცოცხლის უნარით. გაშლილი, აყვავებული და ხალისიანია მისი სიცოცხლე. ის გულდამშვიდებითა და სრული შეგნებით ეგებება ცხოვრების ყოველ მოვლენას. ვერავითარი ძალმომრეობა, ვერავითარი სისასტიკე და ულმობელობა მტერისა ვერ ათმობინებს სულ მოკლე და უმნიშვნელო ვადითაც ერთხელ ბეჯითად შეთვისებულ აზრებს. ეს უცილობელი სინამდვილეა, მრავალმხრივ და მრავალგზის დამტკიცებულ-გაშუქებული წმიდანების უთვალავი მაგალითით.
ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე

ცოდვა – შურის ნაყოფი
ჭეშმარიტებისა და სათნოებისთვის ყველაზე საშიშია შური. ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა (სიბრძნე სოლომონისა 2,24). შურის ნაყოფია ცოდვაც ამ საწუთროში. ეს ერთი მანკიერება შობს სხვა მრავალს და განსაკუთრებით საშიშია იმიტომ, რომ მას დამონებულნი საკუთარ თავსაც კი უმალავენ ამას. სათნოების ეს შეურიგებელი მტერი აღიგზნება იმით, რომ ადამიანებში აღძრავს გაკვირვებას და არავის არაფერს აპატიებს, გარდა მანკიერებისა და უცოდინარობისა. გვმართებს განვეშოროთ საყოველთაო ყურადღებას, რათა არ მივიპყროთ სხვისი მზერა და შეწყალება. არ არსებობს ბოროტება, რომელიც შენივთებული არ იყოს შურთან. არ არსებობს ისეთი სულმდაბლობა, რომელსაც ის არ განიზრახავს, როგორც კი შური სულს დაეუფლება. ეს კი მას – დიდებისთვის შექმნილ ჭურჭელს ყოველგვარი სისაძაგლით აღვსილ უპატიო ჭურჭლად აქცევს.
კიევ-პეჩორის ლავრის მღვდელ-მონაზონი ვლადიმირი

ცრუ იმედი
არსებობს ცოდვის კიდევ ერთი სახე, როდესაც ახლობლები უმალავენ მომაკვდავს საქმის ნამდვილ ვითარებას. ამშვიდებენ მას გამოჯანმრთელების ცრუ იმედით, იმის მაგივრად, რომ განაწყონ მომაკვდავი აღსარებისა და ქრისტეს წმიდა ნაწილების ზიარების საიდუმლოსთვის.
მოინანიეთ უფლის წინაშე, თუკი რომელიმე ახლობელი უზიარებელი გადავა მარადისობაში თქვენი მიზეზით: მომაკვდავისადმი თქვენი უკიდურესი უყურადღებობის ან მისი სიკვდილით შეშინების ყალბი შიშის გამო. ასეთი საქციელი შეიძლება, ჩაიდინოს მხოლოდ იმან, ვისაც არ სწამს საიქიო ცხოვრებისა. მეტად საშიშია, თუკი თქვენს სინდისზეა ახლობლისადმი ასეთი შეუწყალებლობის ცოდვა.
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

скачать dle 11.3