კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოდვანაწევი

ანუ ნავთობიც უხმარ არს ბრიყვთათვის?!

 თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ენერგომატარებლების ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებელია ამ ცოდვილ დედამიწაზე, რაკი არა მხოლოდ ჭკუა, როგორც ჩანს, ნავთობიც უხმარ არ ბრიყვთათვის, ვენესუელაში ფრიად მასშტაბური ეკონომიკური კრიზისია, რომელიც ნავთობზე ფასის ვარდნის გამო დაიწყო და 2015 წელს ქვეყანაში ინფლაციამ თვით 181 პროცენტსაც კი მიაღწია.
როგორც ჩანს, ამ მიზეზით, ვენესუელის მთავრობამ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 2 მილიონ ადამიანს სამუშაო კვირა 2 დღემდე შეუმცირა, ოღონდ, შრომას მოწყურებულები დაამშვიდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა (ენერგოკრიზისს დავძლევთ და კვლავ დაუბრუნდებით შრომა-გასწორების ჩვეულ რიტმსო).
მანამდე კი სამუშაო დღეებად ორშაბათსა და სამშაბათს გამოიყენებენ, დანარჩენ ხუთ დღეს კი იმცონარებენ, ანუ დაისვენებენ, თუმცა სასწავლო დაწესებულებები კვირაში ოთხ დღეს მაინც იმუშავებენ.
ამის პარალელურად, მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენაც მოუწოდეს. მართალია, ვენესუელელი სახელმწიფო მოღვაწენი ამ პრობლემებს ნავთობზე ფასის დაცემასა და ვენესუელას წინააღმდეგ ეკონომიკურ და ფინანსურ ბოიკოტს უკავშირებენ, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, მხოლოდ ეს არ უნდა იყოს: თუ გავიხსენებთ, რომ ვენესუელა გვერდს უმშვენებს რფ-ს ამ ჩვენი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაში, იქნებ და, ცოდვამ უწია?! –

скачать dle 11.3