„17 მაისი ერთად გადავაგოროთ“?!
ანუ „სიყვარული ვერტიკალურია, თანაც – ბრუნვადი…“
ავად თუ კარგად, როგორც იქნა, 17 მაისიც გადავაგორეთ. გადავაგორეთ, ვინაიდან, თუ ამ ჩვენს ადგილმდებარეობას გავიხსენებთ, ანუ იმას, რომ თბილისი კავკასიის გულია (ზედაც, რეპუტაცია ფრიად შეგვერყა წაგებული ომებით დაწყებული და ოკუპაციით დასრულებული, ხოლო, კავკასიაში ლაჩრობა, მოგეხსენებათ, სიკვდილის ტოლფასია), ჯერჯერობით ვერაფრით ავუხსნით ამ ჩვენს მეზობლებს, თუ რა განსხვავებაა ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციასა და გეი-აღლუმს შორის.
აქედან გამომდინარე კი, ჩემი ასევე მოკრძალებული აზრით, ისიც, ვინც ცდილობს, ამ თემით გრანტები მოიძიოს და როგორმე თვალში შეეჩხიროს სამართალდამცველებს (მაგალითად, საპატრიარქოს კედლის შეღებვით, რაც, იმთავითვე ცნობილია, რა რეაქციასაც გამოიწვევს, იმას გარდა, რომ სამართალდარღვევაა) და ისიც, ვინც კუნთებზე იყურება და ლგბტ პირებს დასდევს, ორივენიცა, ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებენ.
მაგრამ, როგორც უნდა იყოს, სანამ ჩვენ 17 მაისს ვაგორებდით, აშშ-ის სენატმა 47 წლის ერიკ ფენინგი, ლგბტ თემის წარმომადგენელი, ქვეითი ჯარის მინისტრად დანიშნა. ეს ფაქტი იმიტომაც გახდა აღნიშვნის ღირსი, რომ ხსენებული ბატონი პირველი აშკარა ჰომოსექსუალია, რომელიც თვით ამერიკის შეერთებული შტატების ქვეით ჯარს უხელმძღვანელებს (სხვათა შორის, დანიშვნას 8 თვე ელოდაო). მანამდე კი, ბოლო 25 წლის განმავლობაში, პენტაგონსა და კონგრესში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
მეორე მხრივ, თუმცა ფაქტია, რომ ფარულს აშკარა სჯობს, მაინც საინტერესოა, ქვეითი ჯარის მინისტრი მარტოხელაა თუ დაოჯახებული?! –