ვის ემოციებზე არ დაიკმაყოფილებს სექსუალურ ფანტაზიებს ნიკოლას ქანთარია და როდის არის საყვარელ ქალთან სექსი მისთვის მიუღებელი
დიზაინერმა ნიკოლას ქანთარიამ, რომელიც საზოგადოებაში ნელ-ნელა კიდევ უფრო პოპულარული ხდება, ცოტა ხნის წინ კოლექციაში ახალი – ფერადი სამოსის ხაზი შეიტანა. ნიკოლასმა თავის ახალ ნამუშევრებს პროვოკაციული ვიდეოარტი მიუძღვნა, რომელიც რამდენიმე საათში ინტერნეტქსელში ძალიან პოპულარული გახდა.
ნიკოლას ქანთარია: ახალი, ფერადი ხაზი გაჩნდა კოლექციაში, რაც აქამდე არ ყოფილა ჩემი ბრენდის ისტორიაში. გარდა ამისა, ეს არის უნისექსი. ანუ, მისი ჩაცმა ქალებსაც შეუძლიათ და მამაკაცებსაც. ვიდეოარტიც გადავიღე, რათა ხალხი მოემზადოს ჩვენებისთვის. ჩვენება მინდა, გავაკეთო ისეთ ლოკაციაში, დიდ აჟიოტაჟს რომ გამოიწვევს.
– შენმა ვიდეოარტმა სერიოზული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს იყო შენი მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაცია?
– საქართველოში ფერადოვნება თურმე საოცრებაა. ამიტომ, ამ კოლექციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თან, ლამბერსექსუალ ბიჭებზე გადავიღე ვიდეოარტი. საქართველოში თუ ბიჭს ფერადი სამოსი აცვია, მის მიმართ არასწორი შეხედულება ყალიბდება და ეს ერთგვარი სტერეოტიპია. რატომ არ შეიძლება, ჩვეულებრივმა, ჰეტეროსექსუალმა ბიჭმაც ჩაიცვას წითელი ბოტასები და მაისური? ამიტომაც, ჩემი ვიდეოარტით საზოგადოებას დავანახვე, რომ ფერადი სამოსი შეუძლიათ ჩაიცვან ბიჭებმაც, მათ შორის, ძალიან სიმპათიურებმა, წვეროსანმა და სექსუალურმა ბიჭებმა.
– სექსუალური ელემენტებიც არის ვიდეოარტში.
– ჩემი ვიდეო, სექსისა და სექსუალური ელემენტების გარეშე, არ არსებობს. ჩემი რაღაცეებით ყოველთვის ახალ რევოლუციას ვუმზადებ ხალხს, არადა, ისეთ მარტივ და უბრალო რამეს ვაკეთებ. მთელი ცხოვრება სტერეოტიპებს ვამსხვრევ, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ამ ყველაფერს სტერეოტიპი არ ერქვას. იმისთვის კი არ ვაკეთებ, ვიღაცას დავუდო – ეს უნდა მიიღო-მეთქი. მე ჯერ რა მაქვს ისეთი გაკეთებული, რომ სხვებს ეს ვუთხრა, უბრალოდ, ადამიანებს მინდა გავაგებინო, რომ ჩაიცვან ის, რაც უნდათ, თუნდაც ფერადი იყოს. ჩემთვის ჩემი საქმე ხელოვნებაა. ჩემს ცხოვრებაში კი ყველგან ხელოვნებაა – სექსში, საქმეში. ამიტომაც არის ჩემს ვიდეოარტში ცოტა ეროტიკული ელემენტები. საქართველოში ისეთი რაღაცეები ხდება – ჯანსაღი ყველაფერი დაივიწყეს, მათ შორის, სექსიც. ჩემი კოლექცია რომ სექსისთვის ინსპირაცია გახდეს ძალიან ბედნიერი ვიქნები. ყველა სხვისი ცხოვრებით, სხვისი ინტიმით არის დაკავებული. საკუთარი ინტიმური ცხოვრება კი აღარ გააჩნიათ. რაც შეეხება ვიდეოს, ბიჭები ერთმანეთის მიმართ სიახლოვეს რომ გამოხატავენ, ერთი პომადასაც ისვამს, ერთმანეთს აფერადებენ – ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანები, განურჩევლად სქესისა, ზრუნავენ ერთმანეთზე, აფერადებენ... ანუ, ამაში ზრუნვა ვიგულისხმე. რაც შეეხება კანფეტებს, ეს 21-ე საუკუნის ახალი ბიჭები არიან. ისინი გარეთ რომ გამოვლენ, მართალია ჩვეულებრივი მამაკაცები არიან, მაგრამ მათი შინაგანი სამყარო სხვანაირია – ბავშვური, ფერადი. „მიგდებული“, სევდიანი, შავჩაფხუტიანი გოგონა, რომელიც ამათ ფერადოვნებას ებრძვის – ესენი არიან ჰომოფობი გოგონები, რომლებსაც არ მოსწონთ ასეთი ბიჭები, სხვანაირი კაცი უნდათ თავისთვის. მაგრამ, 21-ე საუკუნეში, ვერ მოგართვით ასეთი კაცი.
– რას გულისხმობ?
– ყველა ჰეტეროსექსუალ ქალს გვერდით უნდა სუფთა, კარგი კაცი. ჩემი მესიჯიც ეს იყო: მინდა, ქალებო, გვერდით გყავდეთ მოვლილი, სუფთა, დაბანილი კაცი. წვერების ჩამოსწორება გინდა; თუ შუაში წარბის ამოღება, რომ ერთწარბიანი ქართველი ბიჭის ნაცვლად კოხტა იყო და ფრჩხილებსაც იკეთებდე – ამას გადმოვცემ ჩემს ვიდეოში. ასეთი ბიჭები კი დღეს არ არიან. ეს არაფრით არ არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფერები ახლოს არის „ელგაბეტეს“ ფერებთან. მე არ ვეკუთვნი ადამიანთა იმ კატეგორიას, რომ გამოდიან და სხვებს უკონტროლებს თუ რა ორეინტაცია აქვს. ჩემთვის სულერთია, ვის რა ორიენტაცია აქვს, როგორ ცხოვრობს. უბრალოდ, ასეთ რაღაცეებს უფრო შეუმდგარი ადამიანები აკეთებენ. შემდგარი და რეალიზებული თავის პირად ცხოვრებას არავის დაუდებს წინ.
– შენს ორიენტაციასთან დაკავშირებით ხშირად ჩნდება კითხვის ნიშნები?
– ხშირად ჩნდება, მაგრამ ყველას მინდა, ვუთხრა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი პირადია. მე მყავს ძალიან ახლობელი ადამიანი, შეყვარებული – ძალიან კარგი და საყვარელი გოგონა. სულ ვამბობ, რომ მთავარია, გოგონა ჩემზე ყველანაირად იყოს მორგებული. მე ისეთი ადამიანი არ მინდა გვერდით, 24 საათში ათასჯერ რომ მეტყვის: შენ მე სითბო მომაკელიო. მე არ მოვაკლებ სითბოს და ვიქნები კარგი, ერთგული ქმარი, რომელიც ცოლს არ უღალატებს. ის გოგონა, რომელიც ჩემი ცხოვრების ლიანდაგზე დგას, კარგად არის მორგებული, ლამაზი ფეხებით მოდის და ძალიან კარგი გოგოა. შეიძლება, ვინმემ ძველ დროში ჩარჩენილად ჩამთვალოს, მაგრამ საყვარელ გოგონასთან სექსუალური ურთიერთობა, ვიდრე ყველაფერს სერიოზული სახე არ მიეცემა, ჩემთვის მიუღებელია. მე შეიძლება, ნებისმიერთან მქონდეს სექსუალური კავშირი, მაგრამ თავშეკავებული ვარ. ეს მაინც საქართველოა და ტრადიციულ ოჯახში რომ ხარ გაზრდილი, მიუხედავად იმისა, განსხვავებული ბრენდი გაქვს და სიგიჟეებს აკეთებ, არ ნიშნავს იმას, უნდა აიშვა. ანუ, რაღაც ჩარჩოები მაინც საჭიროა. ჩემი ჩარჩო კი ჩემი ოჯახია.
– ანუ, ქორწინებამდე სექსის წინააღმდეგი ხარ?
– ქორწინებამდე სექსი და მთლად ასეთები – არა. როცა ადამიანთან სექსი გაქვს, ის შენთვის უკვე უფერულდება. ჩემთვის სექსი, ინტიმი ხელოვნებაა და როდესაც ადამიანთან ინტიმური კავშირი მაქვს, მერე მისდამი იგივე დამოკიდებულება ვერ მექნება. არ მინდა, მას თავი ბოლომდე მივაწოდო და არც მან გახსნას ბოლომდე საკუთარი თავი – მანამ, სანამ სერიოზული რამ არ მოხდება ჩვენ შორის.
– და ეს სერიოზული რამ რა არის?
– სერიოზული ქორწინებაა. ჩემს სექსუალურ ფანტაზიებსა და ვნებებს ვერ დავიკმაყოფილებ ვიღაც გოგონას ემოციების ხარჯზე. მეზიზღება ისეთი ბიჭები, ბირჟაზე რომ დგანან და ამბობენ: ეს უნდა მოვ... ის... ჩემი ოჯახი ისეთივე იქნება, როგორშიც დავიბადე და გავიზარდე. ყველანაირად შევეცდები, მქონდეს ტრადიციული ოჯახი. ოჯახურ ტრადიციებს, რაც სიყვარულს, ოჯახურ სიწმიდეს ეხება, ყოველთვის ვიცავ. ჩემს შვილს გავზრდი ისე, როგორც მე მათ გამზარდეს – მივცემ თავისუფლებას. მე ვიცი, ორიენტაცია არ არის ავადმყოფობა, ეს ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა და ჩემი შვილი თუ სხვა ორიენტაციის იქნება, ნამდვილად ვერ განვუდგები. თუ ის ამით ჩირქს არავის მოსცხებს, მით უმეტეს, ოჯახს, მისი პირადი იქნება მისი. მას შეუძლია, იყოს ისეთი, როგორიც არის.
– შენი კოლექცია იყიდება საქართველოს ფარგლებს გარეთ?
– მოსკოვიდან მაქვს შეკვეთები, შემოთავაზებები. ასევე, ჩეხოსლოვაკიაში, კიევში ვაგზავნი ჩემს სამოსს, იქიდანაც მაქვს შეკვეთები. თან, კიევში ხომ ვსწავლობ და მაქვს კონტაქტები. 2 თვეში უკვე დიპლომიანი სასიძო ვიქნები. თუმცა, ამას გარდა, სხვა ბევრი დიპლომი მაქვს. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოსვლასაც ვფიქრობ, ვნახოთ... მილანში შოუ-რუმის გაკეთებასაც მთავაზობდნენ, მაგრამ, როცა ადგილზე არ ხარ და გინდა, ჯერ აქ გააკეთო მაქსიმუმი, ჯობია, მერე წახვიდე. ამიტომ, ჯერჯერობით, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. თუმცა, შემოთავაზებები სულ არის, რადგან საინტერესო ადამიანები ყველგან სჭირდებათ. ჩემი არაერთი ლუქი მოხვდა „ვოგში“. რაც მთავარია, მალე ვაპირებ გადაცემის, „ნიკოლასის დღიურების“ გაკეთებას. მე ვიქნები წამყვანი და კვირის ბოლოს მოდის სფეროში მიმდინარე მოვლენებს გავაშუქებ. თუმცა, მხოლოდ მოდა არ იქნება ჩემი ინტერესის სფერო. შეეხება ხელოვნებას, ადამიანებს, ვისაც არ იცნობს საქართველო, მაგრამ ძალიან ნიჭიერები არიან.