კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოქმედებს ახალშობილზე არასწორად დარქმეული სახელი და როდის იდება გენეტიკური კოდი ადამიანში

ეზოთერიკოსების აზრით, ყველა სახელს თავისი ენერგეტიკა აქვს და მოსახელე ადამიანები, თვისებებითა და გარეგნულადაც კი, ერთმანეთს ემსგავსებიან. ახდენს თუ არა ჩვენს ბედსა და იღბალზე მშობლების მიერ შერჩეული სახელები და რა კავშირშია საკუთარ დაბადების დღეზე გარდაცვალება შთაგონებასთან, ამ თემებთან დაკავშირებით, ვესაუბრეთ, ეზოთერიკოს, ქალბატონ რაისას. ის უკვე დიდი ხანია მსგავსი საკითხების კვლევითაა დაკავებული და არაერთი საინტერესო ნაშრომიც აქვს ამასთან დაკავშირებით დაწერილი.

 – ყოველთვის მესმოდა, რომ სახელს ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. იმასაც ამბობენ, ყველა სახელს თავისი ენერგეტიკა აქვსო. თქვენ ამ საკითხით დიდი ხანია, დაინტერესებული ხართ და არაერთი კვლევა ჩაატარეთ. იქნებ ამაზე გვიამბოთ?
– სამყაროში არაკანონზომიერად არაფერი ხდება და ჩვენ ამ სამყაროს უმწეო სტუმრები ვართ. დიახ, სწორია, რომ სახელს ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად,  ძველი ინდოელები და ეგვიპტელები, სანამ ბავშვი არ წამოიზრდებოდა, სახელს არ არქმევდნენ. ესპანელები კი რამდენიმე სახელს არქმევენ ახალშობილს, რომ ამით დაიცვან ისინი ბოროტი ძალებისგან. ეს უძველესი დროიდან მოდის და დღესაც სჯერათ, რომ ასეთი წესით,  ადამიანის ნამდვილი სახელის ამოცნობა გაუჭირდება ბოროტ სულს და მას ვერაფერს დააკლებს. პირადად მე, ჩემი სახელი არ მომწონს,  თანაც, დედის სახელი მქვია. თურმე, რომ დავიბადე, დედა ცუდად ყოფილა, ექიმებს გადარჩენის იმედი არ ჰქონიათ და მისი სახელი ამიტომ დამარქვეს. საბედნიეროდ, დედა გადარჩა, თუმცა მთელი ცხოვრება უიღბლო იყო და მისი უიღბლობა მეც დამყვა. დარწმუნებული ვარ, მისი სახელის დარქმევამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს უიღბლობაზე. გეტყვით რომ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვს მშობელმა გარდაცვლილი წინაპრის ან უიღბლო ადამიანის სახელი დაარქვას. ახალშობილისთვის ახლობლის სახელის დარქმევით, მის გარკვეულ ბედისწერასაც უზიარებ. ასევე, როცა მშობელი შვილს თავის სახელს არქმევს, ფაქტობრივად, ბავშვს მშობლის ენერგეტიკა გაზიარებული აქვს. ისიც სწორია, რომ ყველა სახელს თავისი ენერგეტიკა აქვს. მე ამ საკითხით წლების წინ დავინტერესდი და ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე კომპეტენტური ადამიანებისგან. კერძოდ, ყოველი სახელი, თავისთავად ცუდ ან კარგ ენერგეტიკას ატარებს, აქვს საკუთარი კოდი და ამიტომ, ერთმანეთის მოსახელე ადამიანები რაღაცით ყოველთვის ჰგვანან ერთმანეთს.
– სეხნიები ერთმანეთის ბედ-იღბალსაც იზიარებენ?
– დიახ, სეხნიები, ასევე, თავისებურად, ერთმანეთის ბედ-იღბალს იზიარებენ, ერთნაირი შეხედულებები და მისწრაფებები გააჩნიათ. ასე რომ, უმჯობესია, მეტსახელი შეირჩიო, თუ გრძნობ, რომ წინაპრის სახელის ტარებით, ბედს უჩივი. ასე, შესაძლო უიღბლობას მეტად დააღწევ თავს. ამ ფორმით სახელის შეცვლით, გათავისუფლდება ადამიანი უარყოფითი კარმისგან და მეტადაც გაუღიმებს იღბალი. ბევრი მეკითხება, გარდაცვლილის სახელის დარქმევით, ამ ადამიანზე გადადის მისი ბედისწერა თუ არაო. რასაკვირველია, ყველას თავისი მისია და ვალი აქვს დედამიწაზე, მაგრამ თუ გარდაცვლილის სახელს დაარქმევთ შვილს, მაშინ დიდი შანსია, ხასიათების დამთხვევა მოხდეს. ეს მსგავსება გენეტიკური კარმისა და ერთნაირი სახელის ენერგეტიკის შედეგია.
კერძოდ, გარდაცვალების დროს, ზოგჯერ ბებია-ბაბუის ან სხვა ახლობლის სული ღია ასტრალში ვერ გადის და ოჯახის რომელიმე წევრის აურას ეწებება. სული ამ ადამიანის ენერგეტიკით იწყებს საზრდოობას და ისინიც ემსგავსებიან გარდაცვლილებს. ალბათ, ბევრ ახლობელში თქვენც აღმოაჩენდით ასეთ მსგავსებას. ზოგადად, გენეტიკური კოდი, რომელიც ადამიანს ჩასახვისას ეძლევა, მასთან ერთად ცოცხლობს. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი იძენს ცოდნას, გამოცდილებას, მიდრეკილებებს... სული ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, მეორმოცე დღეს თავისუფლდება. ასევე, შვილისა და მშობლის დაბადების დღეების დამთხვევა ცუდის მომასწავებელია, რადგან ბავშვის ჩასახვისას, მისი გენეტიკური კოდი უკვე რეალურად არსებობს.
– რაც შეეხება საკუთარ დაბადების დღეზე გარდაცვალებას, ეს უბრალო დამთხვევაა თუ რაიმე მისტიკური დევს ამ ფაქტში?
– ცხოვრებაში ბევრ რამეს ვგეგმავთ და საკუთარ თავს ვაპროგრამებთ წარმატებაზე, წარუმატებლობაზე, უბედურ შემთხვევაზე, სიხარულსა თუ სიკვდილზე. აზრს და ფიქრს მატერიალიზების უნარი აქვს. საკუთარ დაბადების დღეზე ადამიანის გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი კი, სწორედ შთაგონებაა. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანი საკუთარ დაბადების დღეს წყევლის. მას ამ დროს არ აქვს გაცნობიერებული, რას ამბობს და რამხელა შეცდომას უშვებს, როცა დაბადების დღეს იწყევლის. კოსმოსი კი ყველა სიტყვის გამგონეა და იქ, სიტყვის მარცვალიც კი არ იკარგება. საკუთარი ცხოვრება შეგვიძლია, თავადვე დავგეგმოთ, მაგრამ ისე არა, რომ იციან თქმა: ოღონდ ამას მივაღწიო და მერე თუგინდ მოვკვდეო. ასე თუ მოიქცევით, მაშინ მიაღწევთ საწადელს და სიკვდილს დაელოდებით. ძლიერი შთაგონება ბიოლოგიურ პროცესებზეც მოქმედებს. დაბადების დღე ყველასთვის ზეიმი უნდა იყოს და მნიშვნელოვანი თარიღი. სხვათა შორის, ქვეცნობიერიც დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს შესაძლო გარდაცვალებაზე სწორედ დაბადების დღეს. ეზოთერული კანონით, ადამიანი, როცა თავის მისიას, დაგეგმილ პროგრამას შეასრულებს, დაბადების დღეს იღუპება. ანუ, ზუსტად იმ დროს, როცა ქვეცნობიერმა თავად დაგეგმა სიკვდილი. შთაგონებას, ისევე, როგორც ყველაფერს, თავისი ენერგეტიკა აქვს. ენერგიას ვხარჯავთ ჩანაფიქრის დამახსოვრებისას. ასე, შთაგონებით ვქმნით სწორედ იმ ენერგეტიკულ მასას, რომელსაც გარკვეული ძალა აქვს და ზოგიერთი მოვლენის შეცვლა შეუძლია.

скачать dle 11.3