კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააღწია გიორგი ყიფშიძემ თავი ნარკოტიკებს და რატომ აღარ ჩანს ის ეკრანზე

მიმდინარე სეზონზე გიორგი ყიფშიძე სატელევიზიო პროექტებში აღარ ჩანს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუმანიშვილის თეატრში არსებული წინასაპრემიერო ორომტრიალია. სპექტაკლ „მეფე ლირის“ მუშაობის პროცესში გიორგის თეატრში ვესტუმრეთ და მისი ცხოვრების წარმატებულ თუ წარუმატებელ პერიოდებზე, პრობლემებსა და მიღწევებზე, ოჯახზე, შვილებსა და სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხზე ვესაუბრეთ.
გიორგი ყიფშიძე: ახლა თუმანიშვილის თეატრში „მეფე ლირზე“ ვმუშაობთ, რომელსაც ზურა გეწაძე დგამს. მეფე ლირს მამაჩემი თამაშობს, მე – ედმუნდს. გვინდა, რომ 21-ში ვაჩვენოთ, მაგრამ შეიძლება, ვერ მოვასწროთ. პრემიერის მოლოდინში თეატრში სხვა სპექტაკლები მოიხსნა, მთლიანად ამაზე ვართ გადართულები – დილიდან საღამომდე ვრეპეტიციობთ. ხომ ხედავ, ხელები რას მიგავს, ამჩეხეს ხმლებით რეპეტიციებისას.
– გავიგე, გიორგის სიტყვას თეატრში დიდი ძალა აქვს. სპექტაკლში რამე თუ არ მოსწონს, მის აზრს ყოველთვის ითვალისწინებენ. სპექტაკლიც გაუუქმებიათ, როცა რაღაც არ მოსწონებიაო.
– ეგ ცოტა გაბუქებულია, მაგრამ მსგავსი რამ მომხდარა. მითქვამს, რაღაც არ მომწონს და დამისაბუთებია კიდეც. ეს ჩემი აზრია, რომელსაც არავის ვახვევ, მაგრამ თუ მეკითხებიან, სიმართლეს ვეუბნები.
– შენი რჩევით თუ გაუუქმებიათ სპექტაკლი?
– ახლა, ზუსტად რომ ვთქვა, შეიძლება ეწყინოთ. იყო რაღაც სპექტაკლი, რომელშიც ძალიან დიდი მსახიობები თამაშობდნენ სხვა თეატრიდან. მაგრამ, სპექტაკლი ძალიან ცუდი გამოვიდა. აუცილებელი პირველი ათი სპექტაკლი ვითამაშეთ და მერე გავჩერდით, იმიტომ რომ, სირცხვილი იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია, ვიღაცამ შეიძლება, სხვანაირად ჩათვალოს. მე, სცენაზე რომ ვდგავარ, უნდა ვისიამოვნო. თუ ვიწვალე და ვერ „ვიკაიფე“, ვერც მაყურებელი ისიამოვნებს. გასაგებია, რომ ფული დაიხარჯა, მაგრამ ფაქტია, რომ არ ღირს. ასეთ დროს მეთანხმებიან ხოლმე, თორემ მარტო ჩემი აზრი რომ იყოს, ასე არ მოხდება.
– მთავარია „ვიკაიფო“ როლითო. რომელ როლს გამოარჩევ ამ თვალსაზრისით?
– „რომეო და ჯულიეტაში“ მერკუციოს როლი ყველაზე კარგია, რაც კი ჯერჯერობით მითამაშია. მაშინ მომცეს „წინანდლის” პრემია, „ოქროს ნიღაბი” და თეატრში საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ტიტული.
– პირიქით – ყველაზე რთულად რომელი მომენტები გახსენდება?
– კრიზისული პერიოდიც მქონდა. ეს იყო 2005-დან 2008 წლის ჩათვლით. იმ პერიოდში ძალიან ცუდად ვიყავი ნარკოტიკების მოხმარების გამო. მაშინ ჩემზე ხელი ჩაიქნიეს და ამან იმოქმედა. ხომ არ გაგიჟდით, „ვსო“, ვწვები საავადმყოფოში-მეთქი, თორემ ვიღუპებოდი. არადა, უკვე იმედი აღარ ჰქონდათ. მამაჩემმა თქვა, საბოლოოდ „დაგვერხაო“. დედაჩემი და ჩემი ცოლი მედგნენ ძალიან მაგრად გვერდში. ვხვდებოდი, რომ ბრმად იყვნენ ჩემთან. იმასაც ვხედავდი, რომ ჩემ გამო ისინიც გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ და მივხვდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მაგარი ცუდი წინაისტორია ჰქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ, ჯოჯოხეთიდან გამოვძვერი. ჩემი ცხოვრების ეს სამი წელი საერთოდ არ მახსოვს. ეს პერიოდი ბურუსში ვიყავი. ნდობა დავკარგე, ვერ ნიშნავდნენ სპექტაკლს, იმიტომ რომ, არასანდო ვიყავი. ვიტყოდი, მოვალ-მეთქი, მაგრამ შეიძლება, არ მივსულიყავი. კინოშიც აღარავინ მეძახდა, მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. 
– როგორ მოახერხე გამოძრომა და თავის ხელმეორედ დამკვირდება?
– ერთი წელი მქონდა რეაბილიტაცია. აუზზე დავდიოდი, კატეგორიულად არ შეიძლებოდა დალევა და სასმელს არ ვეკარებოდი. ამ ერთი წლის განმავლობაში აბსოლუტური სიფხიზლე მქონდა. წონაშიც მოვიმატე და ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან. მერე დამიძახეს „ქუჩის დღეებში“ და „ყარაბაღი 2-ზე“, ეს იყო პირველი იმ ამბების შემდეგ.
– შემოთავაზებები თავისით წამოვიდა თუ მოგიწია მტკიცება, რომ ყველაფერი წარსულს ჩააბარე?
– კი, მომიხდა დამტკიცება, რომ მართლა დავანებე თავი ნარკოტიკს და არა ისე, როგორც ძირითადად, საქართველოში ხდება ხოლმე. ამბობენ, მორჩაო და მერე ისევ იწყებენ. მე მომიწია ამის დამტკიცება და შემდეგ წამოვიდა შემოთავაზებები. თორემ მანამდე, ერთი წელი ხომ რეაბილიტაცია მქონდა, მერე კიდევ დაახლოებით წელიწად-ნახევარი, არაფერს ვაკეთებდი. იმიტომ რომ, სანდო ტიპი არ ვიყავი. ასეთ დროს, სულ გიყურებენ, რომ აი, ახლა გაფუჭდება და შენი იმედი არ აქვთ. ბოლო პერიოდში ყველაფერი აეწყო. სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, „ნიჭიერი“, „ცეკვავენ ვარსკვლავები”, თეატრი... მაქსიმალურად დაკავებული ვიყავი. ახლა „X ფაქტორში“ არ ვარ, მაგრამ „ნიჭიერი“ ხომ დაიწყება ისევ და იმედი მაქვს, მეც ვიქნები.
– ცოტა ხნის წინ ძალიან აქტიურად ჩანდი ეკრანზე. ახლა რა შეიცვალა, რატომ აღარ ჩანხარ?
– ახლა მთლიანად „მეფე ლირზე“ ვარ გადართული. ბევრ რამეზე უარი ვთქვი, იმიტომ რომ, სხვანაირად არ გამოდიოდა. თუ „X ფაქტორს“ გულისხმობ, უფროსობამ გადაწყვიტა, რომ აქაც და „ნიჭიერშიც“ ერთი და იგივე სახეს სიახლე ჯობდა, რამაც ფინანსურად მაგრად დამარტყა. მაგრამ იმედია, „ნიჭიერში“ ისევ მე და ვანიჩკა ვიქნებით.
– ბინას რა ბედი ეწია, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გადმოგეცა?
– შარშან გონიოში წამოვიწყე ბიზნესი, კაფე გავაკეთე და ის ბინა ჩავდე. კარგი კაფეა, მაგრამ გონიოში ძალიან ცოტა ხალხი იყო და ვალებში გადავვარდით. ახლა ბინის გაყიდვა მიწევს. რაღაც თანხა კი დამრჩება, მაგრამ ნახევარი ვალებში წავა.
– თქვი, ფინანსურად დამარტყა ტელევიზიის მიღმა ყოფნამო. ლენუკაც საუბრობდა მატერიალური პრობლემების შესახებ...
– რაც თქვა, ეგაა. ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა, მაგრამ „პიზდეცია“. ზურა ამბობს, 62 წლის ვარ და აღარ მინდა, მათხოვარი ვიყო, მაგრამ ვარო. იცი, რა მანქანა ჰყავს ზურას? დინოზავრის ასაკისაა, ოფიციალური დინოზავრი ჰყავს. არავინ იცის, როდის მოკვდება, ნეოლითის ხანისაა. ყველგან ვალი გვაქვს... კი არ ვწუწუნებ, მაგრამ ასეა. ზოგადად, როცა სატელევიზიო პროექტში ვარ ჩართული, მაშინ პრობლემა არ გვაქვს. თავისუფლად შემიძლია, მთელი ოჯახი შევინახო. ტელევიზიას აქვს იმდენი ანაზღაურება, რომ მე მინიმალური პრობლემები არ მქონდეს და არც მქონია, როცა რაიმე პროექტში ვყოფილვარ. მაგრამ, ეს მაქსიმუმ ოთხი თვე გრძელდება.
– ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებითაც შეიცვალა რამე?
– ზურამ ამ სპექტაკლის გამო 20 000 დოლარზე თქვა უარი. იმიტომ რომ, რუსეთში უნდა წასულიყო და იქ გადაეღოთ ფილმში. დროში ემთხვეოდა იმ ფილმისა და ამ სპექტაკლის გამოსვლა. გამოდის, იმას რომ დათანხმებოდა, აქ დაწყებულ საქმეზე უარი უნდა ეთქვა და ორი თვით წასულიყო რუსეთში. აზრზე ხარ, რაზე თქვა უარი? 20 000 დოლარი ძალიან მაგარი ფულია ყველა ქვეყანაში, მით უმეტეს, აქ რასაც გიხდიან, იმ ფონზე. უარი რომ თქვა, კინაღამ მოვკალი, მაგრამ რა? მერე სხვებმაც თქვეს რაღაც შემოთავაზებებზე უარი. მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი გვაქვს. თან, ბიზნესშიც არ მაქვს გამოცდილება. ხომ ხედავ, რაღაცას ხელი მოვკიდე და მოგების ნაცვლად, ზარალში გადავვარდი. ოჯახში ფულის შემომტანი ძირითადად მე და ზურა ვართ. „ქერჩში” რომ ვმონაწილეობდით, იქაც კარგი ანაზღაურება გვქონდა, მაგრამ ისიც დროებითი იყო. ამ დროებითი ფულით კიდევ, აღარ იცი, რომელი ერთი გააკეთო და რა თანხაც არ უნდა აიღო, სწორ მიმართულებას ვერ აძლევ (იცინის). ნაკლები შემოსავალი რომ იყოს, მაგრამ სტაბილური – ეს კიდევ კარგია. აბა, რვა კაცის ორი ათასი ლარით შენახვა ძალიან რთულია.
– სხვა თემებსაც შევეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ოჯახი დაგენგრა, მეორე ქორწინება საკმაოდ მყარი აღმოჩნდა. უამრავი სირთულის მიუხედავად, როგორ მოახერხეთ ამდენი წელი ოჯახის შენარჩუნება?
– 13 წელია, ჩვენ ერთად ვართ. ბევრი ნიუანსია. უპირველესად, მე და ჩემი ცოლი ძმაკაცები ვართ. როგორც ქალი და კაცი, ყველაზე საკაიფო პონტში ვართ... როგორც მეგობარი, ყველაზე მაგარ რჩევას მაძლევს. ჭამითაც კი ერთნაირი რაღაცეები გვიყვარს. მოკლედ, ზუსტად ერთნაირი გემოვნება გვაქვს. ყველანაირად გვერდში მიდგას. თვითონ მხატვარია, თეატრში თავისი პროფესიით უმუშავია და იცის შიდა სამზარეულო. ამიტომ, პრობლემა არ აქვს, როცა ღამით თეატრში ვრჩები. აბა, სადა ხარ, აბა ვისი ხმა მესმის ტელეფონში? – ამის ტიპი არ არის.
– მაგრამ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დროს, ცოტა რთულად იყო საქმე. ჯულიანა ბარგნარის შემთხვევას ვგულისხმობ.
– (იცინის) ჰო, ეგ ცოტა რთული პერიოდი იყო, მაგრამ ისევ ერთად ვართ.
– შვილები: ქალიშვილით დავიწყოთ. ნატალია გამორჩეული გოგოა გარეგნულადაც და აზროვნებითაც.
– კი, უკვე დიდია და იმდენად დამოუკიდებელი ტიპია, რომ აქეთ მაძლევს რჩევებს. ერთი პერიოდი ემოსავით იცვამდა. თმა შეიღება და დაიწყეს ნერვიულობა, რაღაც სექტაში არ გაწევრიანდესო. დაველაპარაკე და სიცილით მოკვდა – რა სექტა, თინეიჯერი ვარ და არ შეიძლება თმა ლურჯად შევიღებოო?! ეგ კი არა, „მეფე ლირი“ წაიკითხა ინგლისურად. კარგად სწავლობს და ძალიან ჭკვიანია. ვენდობი და მთავარი ეგაა. ხომ გეუბნები, აქეთ მაძლევს რჩევებს. მოდის და მეუბნება: მამა, არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლობა. როცა ადამიანს რამეს შეჰპირდები, უნდა აასრულო. ისე მელაპარაკება, მრცხვენია (იცინის). ისეთ ასაკში გამიჩნდა, ვერ აღვიქვამდი, რომ მამა-შვილი ვიყავით და „ვძმაკაცობდით”. მამას მეძახის, რიდი აქვს, ძალიან ზრდილობიანია, მაგრამ შიში თუ კრძალვა რომ აქვთ მამების მიმართ, ეგრე არ ვართ. პირიქით, ჩემთან გიჟობს.
– როცა საქმე მის თაყვანისმცემლებს ეხება?
– რა თაყვანისმცემლები?! არ გამაგიჟო ახლა, გული არ გამიხეთქო... მაგაზე არც ვფიქრობ, ეგეთ თემებს ვისხლიტავ (იცინის). ვუთხარი, ხაჭაპურების ცხობას დროზე ადრე ნუ დაგვაწყებინებ-მეთქი. ძალიან მეშინია მაგ თემის. ვაიმე, ნუ მელაპარაკები (იცინის).
– კარგი. პროფესიას რაც შეეხება?
– ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ჟურნალისტობაც მოსწონს და წერს კიდევ და სხვათა შორის, ძალიან კარგადაც. თეატრში რომ მოდის და რეპეტიციებს უყურებს, ტირის: ბაბუ, ნუ მატირეეებ, რააო... – იძახის (იცინის). მსახიობობაც უნდა. მოდელობას რაც შეეხება, ეგ ნამდვილად არ უნდა.  სისულელედ მიაჩნია. ფიზიკური მონაცემები თუ გაქვს, ისედაც შეგიძლია მოდელობა, ამისთვის მისი პროფესიად არჩევა არაა საჭირო. ამაზე შეიძლება, მადრიდში და პარიზში იფიქროო, ამბობს.
– მეორე?
– მეორე რომ დაიბადა, იმ დღეს ანის „აიპადი” ვუყიდე. წლინახევრიდან უჭირავს ეს „აიპადი” ალექსანდრეს ხელში და ახლა, როგორც მე გელაპარაკები ქართულად, ისე ლაპარაკობს რუსულად და ინგლისურად. არადა, ოთხი წლის ბავშვია. არავინ დახმარებია, დამოუკიდებლად ისწავლა. გავგიჟდი... მისი ტოლა რომ ვიყავი, „დედას“ დაძახება ძლივს ვისწავლე, ეგ კიდევ სამ ენაზე მელაპარაკება. ცოტა შემეშინდა, ბავშვი ცუდად არ გახდეს ამდენი ინფორმაციით-მეთქი. ფანტასტიკა ბიჭია, ჩასაყლაპი. ერთხელ რუსული საღამო მომიწყო, ყველაფერზე რუსულად მელაპარაკებოდა და გავგიჟდი. თან, გგონია, მარტივ წინადადებებს ამბობს? არა, ურთულესს და ჭკუიდან გადავყავარ.
– შენ როგორი ბავშვი იყავი?
– მე ამათთან შედარებით ერთუჯრედიანი ამება ვიყავი. ძალიან მორცხვი, მაგრამ მავნე. მახსოვს, მამაჩემთან მოვიდნენ სტუმრები. სუფრა იყო გაშლილი, მაგიდის ქვეშ შევძვერი და ერთ-ერთ მსახიობს ჩანგალი გავარჭე ფეხებშუა. კიდევ კარგი, ჯინსი ეცვა და იმან გააჩერა, თორემ დავტოვებდი უშვილძიროდ. რომ გამოვძვერი, ვიძახდი, ვაა, მე რა შუაშია ვარ, არაფერი გამიკეთებია, ვიღაცამ ჩაარჭო, ან თვითონ ჩაირტყა-მეთქი (იცინის). მაგრამ თან, ისეთი მორცხვი ვიყავი, სკოლაში კლასელებთან ერთად გაკვეთილის მოყოლა მრცხვენოდა. მასწავლებელი მიხვდა და შესვენებაზე იბარებდა ხოლმე ჩემგან გაკვეთილს. სკოლა რომ დავამთავრე, კვიპროსზე წავედი, ვითომ სასწავლებლად, მაგრამ სინამდვილეში, არ მისწავლია. სულ ვმუშაობდი: სკუტერებს ვაქირავებდი, კლუბში მიმტანი, ბარმენი ვიყავი, რესტორანში ოფიციანტი. აი, იმ დროიდან გავიხსენი და შევიცვალე.
– ეგრეთ წოდებული, ქუჩის პერიოდი როგორ გამოიარე?
– ჰოო, რთულად და მაგიტომაც გამიშვეს აქედან. (იცინის).  ზოოპარკთან ვცხოვრობდი და როგორც ყველა, ჩვენც ვხულიგნობდით. აკუმულატორებს ვიპარავდით და რაღაცეებს ვმაიმუნობდით. ისეთი პერიოდი იყო, მაგის გარეშე არ ჩაითვლებოდი ავტორიტეტად. რაღაცნაირი დებილური კლიშეები არსებობდა. ასე იყო ბავშვობიდან და რომ წამოვიზარდე, სანამ ომი და იარაღის ჩადებები დაიწყებოდა, აქაურობას მომარიდეს და გამიშვეს. იქიდან უკვე საყურით ჩამოვედი. საყურე ოჯახში არ იყო პრობლემა. მამაჩემს მთელი ცხოვრება უნდოდა ყურის გახვრეტა, მაგრამ ვერ გაიხვრიტა, სხვა დროში ცხოვრობდა. მაგრამ საყურით ქუჩაში რომ გავიარე და ვიღაც ნახალოვკელები შემხვდნენ, დაიწყეს: „ძმაო, რა გაქვს აქაა?“ და ამბები (იცინის)... ისევე, როგორც გრძელ თმაზე. ახლა იმდენად აღარ ხდება მსგავსი რამეები, მაგრამ მაინც ჭედავენ რაღაცეებზე. რატომ გაცვია ასეთი შარვალი? შარვალი კი არა, „შოტლანდიური იუბკით“ დავდივარ უკვე (იცინის). შოტლანდიურ კაბას რაც შეეხება, ეს შოტლანდიაში ვიყიდე. იქ კაცები ბარებში ამ კაბებში ჩხუბობენ, თან შიგნით ტრუსიკები არ აცვიათ და მიდის ბარში იუბკების ფრიალი. რამდენიმეჯერ მეცვა, მაგრამ ქუჩაში მართლა კაბით ხომ არ გახვალ... რაღაც საღამოს წამყვანი ვიყავი, იქ მეცვა და ცოტა „ისეთი ტიპებიც“ იყვნენ. მითხრეს: „აუ, ასწორებს, არ გიბერააავს?“ ჰო, სკვაზნიაკი მაქვს-მეთქი (იცინის).
– რომ შევაჯამოთ: იყო რთული პერიოდები, ძალიან ბევრი წარმატება, შემდგარი ოჯახი, შვილები... დღეს რა არის შენი ოცნება?
–  ისე როგორ უნდა მოვკვდე, რომ რიოს კარნავალზე ვერ მოვხვდე?! ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. სხვათა შორის, ჩიტმა ამბავი მომიტანა, სოფი ლორენი ჩამოდის თბილისშიო და ვოცნებობ, მაგ ქალს ლოყაზე ვაკოცო, ლოყაზეეე! (იცინის) ის ნამდვილი ქალღმერთია და მინდა, ყველა დროის ყველაზე ლამაზ ქალს, შემთხვევით მაინც შევეხო. ყველაფერი რომ გადაკეტილი იყოს, მაინც შევძვრები, ვეცემი და ვაკოცებ. მერე, თუ უნდათ, დამიჭირონ (იცინის).
– ცნობილ ადამიანებზე გამახსენდა. კრის ბოტი რომ იყო ცოტა ხნის წინ საქართველოში, მასა და კრისტის ურთიერთობაზე დაიწყეს საუბარი.
 – ვიცი, ეპრანჭებიან ერთმანეთს. მე ვუთხარი, გათხოვდი, გოგო, წადი, წადი... (იცინის).  კრის ბოტი რომ გეპრანჭება, რა ჯობია, მასზე მაგარს ვის იპოვი-მეთქი. პატარა ხომ აღარაა, ჩემზე ერთი თვით უფროსია, 38 წლისაა და ვინმე ხომ უნდა ჰყავდეს?! ჰოდა, კრის ბოტზე მაგარი ვინ უნდა იყოს?!.
– და ბოლოს, მსახიობისთვის ყველაფერია ისეთი ადამიანის შეფასება, როგორიც ზურა ყიფშიძეა. რას გეუბნება?
– ზურასგან ყველაზე მაგარი შეფასებაა, როცა ამბობს, რომ ჩემი ნამუშევრის არ შერცხვა. აი, „რომეო და ჯულიეტაზე“ მითხრა ეს და გავგიჟდი სიხარულისგან. ყველაზე მაგარ რჩევებს მაძლევს. არასდროს მეტყვის უბრალოდ: „არ მომეწონა“. ყოველთვის ასაბუთებს, რატომ არ მოეწონა და როგორ იქნებოდა უკეთესი, რითაც ძალიან მეხმარება.

скачать dle 11.3