კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიულოცა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს დაბადების დღე

გასული საუკუნის 90-იანი წლების არეულობისას მე და ჩემს მეუღლეს ისე გაგვიჭირდა, რომ, რაც კი რამ ძვირფასეულობა გვქონდა, თითქმის ყველაფერი გავყიდეთ. ამ გაყიდვა-გაყიდვაში მე მხოლოდ ბაბუის ნაჩუქარი ჯიბის ოქროს საათი შემომრჩა, მსხვილი ოქროს ჯაჭვის გარეშე, რომელიც გავყიდე; მეუღლეს კი – ულამაზესი, ძველებური, ბებიის ნასახსოვრები კულონი, ასევე, ოქროს ჯაჭვის გარეშე, რადგან ისიც  „გავასუხარეთ“...
მე და ჩემი მეუღლე ერთ დღეს ვართ დაბადებულები და ერთ-ერთ დაბადების დღეზე გადავწყვიტე, მისთვის „მეფური საჩუქარი“ მიმეძღვნა. დიდხანს არ მიფიქრია. გავყიდე ჩემი უჯაჭვო ოქროს საათი და მეუღლეს მსხვილი ჯაჭვი ვუყიდე კულონისთვის. დარჩენილი ფულით კი სასმელ-საჭმელი ვიყიდე და გახარებული გავემართე სახლისკენ. მეუღლე არ დამხვდა. სუფრა გავშალე. დაველოდე და სულ მალე ისიც „პრავეზიით” დაბრუნდა სახლში.
– ფული სად იშოვე, ძვირფასო, ასეთი მეფური სუფრა რომ გაგიშლია? – მკითხა ცოლმა. მე კი მივუგე:
– ეს ჩემი სიურპრიზია და კიდევ მაქვს სიურპრიზი. შენ – საიდან ამდენი საშუალება?
– სიურპრიზად მოგიმზადე, – პირდაპირ პასუხს მანაც ჩემსავით აარიდა თავი და დააყოლა – კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს შენთვის, მაგრამ ჯერ შენი ვნახოთ.
ჯიბიდან ოქროს მსხვილი ჯაჭვი „გავაძრე“, ცოლს ჩამოვკიდე და ვუთხარი:
– აი, საყვარელო, ეს – შენ. გილოცავ დაბადების დღეს. დააბნიე კულონი და გაიხარე...
ჩემს ცოლს სახეზე შეცბუნება შევატყვე, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია. მანაც მსხვილი ოქროს ჯაჭვი ამოიღო ჩანთიდან. დაბადების დღე მომილოცა და მითხრა:
– ეს კი შენ, საყვარელო. ჩამოკიდე შენი მშვენიერი საათი და ატარე...
უცებ ხარხარი ამიტყდა და გული რომ ვიჯერე, ვუთხარი:
– სადაა საათი, გავყიდე, ჯაჭვი და პრავეზია ვიყიდე-მეთქი...
– ჩემს სიტყვებზე ჩემი ცოლიც ახარხარდა და მითხრა:
– არც მე მაქვს კულონი. მეც გავყიდე და ჯაჭვი და პრავეზია ვიყიდეო...
ასე შეგვრჩა ორი ოქროს ჯაჭვი, რომლებიც აღარ გაგვიყიდია და დღემდე ვინახავთ.

скачать dle 11.3