ბექა ონიანის ანეკდოტები
ცისფერების ჯვრისწერაზე:
– ახლა კი შეგიძლიათ, ერთ-ერთმა თქვენგანმა პატარძალს აკოცოს.
***
ერთი ხანში შესული კაცი ვენახში კუკუნებს თავისთვის. მომიჯნავემ გამოიარა და ეკითხება:
– როგორა ხარ, კაცო?
რაღა როგორა ვარ... ქალი იშვიათად მინდება.. თუ მინდება, გავიქცევი სახლში, მაგრამ, სანამ ავალ, აღარ მინდა.
– მე გასწავლი მაგის წამალს. მოკლედ, თოფი წამოიღე თან, ხოდა, ცოლი გაფრთხილებული გყავდეს: როგორც კი გაისვრი, ესე იგი, მასთან გინდა და, ის იქიდან გამოიქცევა, შენ აქედან და შუა გზაზე შეხვდებით.
– გაიხარე, ე რა მაგარი რამე მასწავლე!
სამი თვის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს:
– აბა, როგორა ხარ?
– რა როგორა ვარ, შენი დედა კი ვატირე, შენი, ჰა! დამღუპე კაცი. ეს რა მასწავლე? ორი თვე კი ვისიამოვნე, მაგრამ, რაც ნადირობის სეზონი გაიხსნა, ცოლი სახლში ვეღარ დამიჭერია!.
ნიკა არაბიძის ანეკდოტები
სომეხი წიგნს კითხულობს. პერიოდულად ადგება, სინათლეს გათიშავს და ისევ რთავს.
ცოლმა ჰკითხა:
– არმენჩიკ, ეგრე რატომ აკეთებ?
– ვააა, გადამრევ, ქალო, მე შენა! გადაფურცვლისას დენი ტყუილად რატომ უნდა დაიწვას?
***
აღდგომას გურული თბილისიდან გურიაში მიდის, დედის საფლავზე უნდა გავიდეს და კვერცხი გადააგოროს. ტაქსი გამოიძახა. ვიღაც ძაან მაგარი „ლიხაჩი“ შეხვდა და მიაქროლებს. სადღაც ქუთაისამდე ითმინა გურულმა, მარა ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა და უთხრა:
– ახლა ძამა, თლა ხელში ნუ მიმაცემინებ ამ კვერცხებს დედაჩემიზა.
***
– ამ კასეტაზე რა გაქვს ჩაწერილი?
– სიდედრის ლაპარაკი.
– კი, მაგრამ, ასე საინტერესოს რას ამბობს?
– არა, რას ამბობს, იმას კი არა აქვს მნიშვნელობა. მთელი კაიფი ისაა, რომ როცა მომინდება, მაშინ გავაჩუმებ. მომინდება – გავაჩუმებ... მომინდება – გავაჩუმებ!
***
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ახალი ჯარიმები:
სახანძროს ყალბი გამოძახებისთვის – 100 ლარი!
პატრულის ყალბი გამოძახებისთვის – 200 ლარი!
სასწრაფოს ყალბი გამოძახებისთვის – 300 ლარი!
სამივე სამსახურის ყალბი გამოძახების შემთხვევაში – 20–პროცენტიანი ფასდაკლება!
***
პანაშვიდზე მისული ძმაკაცი ეუბნება ძმაკაცს:
– რა იყო, შეჩემა, მიცვალებულზე რვა კრუგის დარტყმა ვის გაუგია?
– ჭირისუფალში გოგო დამევასა და ნომერზე ვეჩალიჩებოდი.
***
ცოლი:
– საყვარელო, დედაჩემს რაღაც სჭირს. ამ ბოლო დროს, ვეღარც ღამე იძინებს და ვეღარც დღე.
ქმარი:
– არ ინერვიულო ძვირფასო, ეს ნორმალურია, ეშმაკს არასდროს სძინავს.
***
გურულს ცოლმა შეუსწრო ქალთან და ატეხა ერთია ამბავი.
– შე სასიკვდილე, რაია აგი, ვისში გამცვალე, რას გავს აი სასიკვტილე...
– ოხ, შენი მოსაწონი ქალი ხო ვერ ვიხმარე...