ბრძნული აზრები
ტვენი: მოწევისთვის თავის დანებება უადვილესი რამაა. ვიცი, რადგან ათასჯერ გამიკეთებია.
სენეკა: როცა არ იცი, რა გააკეთო, გადადგი ნაბიჯი წინ.
მონტენი: ტყუილად ვაბრალებთ მამაზეციერს ადამის შექმნას; უფრო ადამიანებს უნდა დაგვბრალდეს მამაზეციერზე რაიმე ცნობების არსებობა.
ცვაიგი: თუ ერთი ადამიანი ახერხებს, რომ მეორე ადამიანი შეიძულოს, ეს მეორის სისუსტეა და არა პირველის ძლიერება.
ლუკრეციუსი: საქმე თვითონ ლაპარაკობს თავის თავზე.
ოთარ ჭილაძე: თუ მართლა შეგტკივა ჩემზე გული, ნუკი მომატყუებ – ბედნიერი ხარო, – გამარკვიე, რატომ ვარ უბედური.
სოკრატე: თუ ადამიანი თვალს ადევნებს საკუთარ ჯანმრთელობას, ძნელად მოიძებნება ისეთი ექიმი, რომელმაც უკეთესად იცის მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ვიდრე თვითონ მან.
ბარტი: წიგნი ქმნის აზრს, აზრი კი, თავის მხრივ, ცხოვრებას ქმნის.
ეკლესიასტე: არც ისე ჩქარა მოვა სასამართლოს დრო, რომელიც ცუდ საქმეებს გაასამართლებს; ამიტომაც, ადამიანების შვილების გულებს ბოროტების ჩადენის არ ეშინიათ.
აკაკი ბაქრაძე: განა ცოტა ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანები სიყვარულით დაქორწინებულან, მაგრამ, გასულა ხანი და ერთმანეთის დაუძინებელი მტრები გამხდარან?! ასე მარტო პიროვნებებს შორის არ ხდება, ასე ერებს შორისაც ხდება.
ბიორნი: მოთმინების ხარჯზე კი არა, მოუთმენლობის ხარჯზე მოიპოვებენ ხალხები თავისუფლებას.
ფრანკლინი: ის, ვინც უსაფრთხოებისთვის წირავს თავისუფლებას, არც უსაფრთხოებას იმსახურებს და არც თავისუფლებას.
ავრელიუსი: ვინც იხილა აწმყო, მან იხილა ყველაფერი: ისიც, რაც იყო მილიარდი საუკუნის წინ და, ისიც, რაც იქნება უკუნისამდე, რადგან ყველაფერი ერთგვაროვანი და ერთსახოვანია.
ბუასტი: მოსმენის ხელოვნება თითქმის უტოლდება კარგი ლაპარაკის ხელოვნებას.
ლუ სინი: ოცნება ის არ არის, რაც უკვე არსებობს, მაგრამ, არც ის არის, რაც შეუძლებელია, არსებობდეს.
ჰეგელი: ღმერთი დაოკებული ძალაა, ბუნება კი – დაუოკებელი.
ლაბრიუერი: ძველი სიყვარული იმდენად ცოტას ნიშნავს ქალისთვის, რომ ადვილად ცვლის ახალ ქმარზე, ახალი ქმარი კი იმდენად სწრაფად კარგავს სიახლეს, რომ სულ მალე ადგილს უთმობს ახალ სიყვარულს.
არისტოტელე: გიყვარდეს – ეს ნიშნავს, რასაც სიკეთედ მიიჩნევ, გინდოდეს სხვისთვის.