კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო აწამებდა ყვარელში ქმარი ცოლს და როგორ მოკლა ის

გასული წლის 11 სექტემბერს შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა სამხარაძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილ მეუღლეს, 1965 წელს დაბადებულ ლალი თვალიაშვილს, რომელიც დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალბატონი ადგილზევე  გარდაიცვალა. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა შალვა სამხარაძე   მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ახალსოფელშივე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა – 108-ე მუხლით. ჩვენ ინტერვიუზე გარდაცვლილი ქალბატონის შვილს, ცირა სამხარაძეს დავუკავშირდით, რაზეც მან თავდაპირველად უარი გვითხრა იმ მიზეზით, რომ მას მამამისის ოჯახის წევრები, მამიდები ემუქრებიან, ბოლოს კი მაინც დაგვთანხმდა. 
 – ცირა, როდიდან დაიწყო თქვენს მშობლებს შორის კონფლიქტი, რა ედო საფუძვლად ამ დანაშაულს?     
– კონფლიქტი მთელი ცხოვრება ჰქონდათ. უაზრო ადამიანი იყო ეს კაცი, შალვა სამხარაძე. ყველაფრით შეეძლო, გაემწარებინა დედა, ნებისმიერ მიზეზს იყენებდა. დედაჩემი 14 წლისა მოიტაცა. თვითონ ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში ცხოვრობდა, დედა იქვე, ახალსოფელში. სანამ ჩვენ გავჩნდებოდით, ორჯერ მოშლია მუცელი, მერე მე ვეყოლე. ექვსი თვის ვყოფილვარ, ის კაცი რომ დაიჭირეს ძარცვაზე. დედა ორჯერ თუ სამჯერ იყო წასული მოსანახულებლად ციხეში და მაგ პერიოდში შეეძინათ ჩემი ძმა. კონფლიქტი ისევ გრძელდებოდა. მე საიდანაც მახსოვს, იქიდან მოგიყვებით: რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს ურტყამდა, კედელზე თავს არტყმევინებდა, სასიკვდილოდ სცემდა, არ ინდობდა. სახლიდან გვყრიდა, არადა, ზედსიძედ იყო – დედაჩემს ბაბუამისმა სახლი მისცა და იქ ცხოვრობდნენ. იქვე, დედაჩემის გვერდით, ბებიაჩემი ცხოვრობდა. დედა ისეთი ქალი იყო, არავისთან არაფერზე არ ლაპარაკობდა. სახლიდან ხმაური და თეფშების მტვრევა რომ  გამოდიოდა, მაშინ თუ გაიგებდნენ, ისე მეზობლის ყურამდეც არ მიდიოდა. მთელი ცხოვრება ეშინოდა – რომ გავშორდე მომკლავსო. თითქოს უყვარდა, მაგრამ ეს როგორი სიყვარული იყო, არ მესმის; ადამიანი ასე სასიკვდილოდ გირტყამდეს და შენ მაინც გიყვარდეს?! ალბათ, მაინც შიშის ფაქტორი იყო. არ ჰქონდა სხვაგან წასასვლელი. კი,  დედაჩემის სახლი იყო, მაგრამ ვერანაირად ვერ თავისუფლდებოდა  მისგან. მე სულ ვეუბნებოდი, გაშორდი-მეთქი. ალბათ, 4 წლის ვიქნებოდი,  კარადას ვუჩხიკინებდი, თვითონ ტელევიზორს უყურებდა, უცებ ამიყვანა ხელში და ძირს დამანარცხა. მას მერე სერიოზული პრობლემები დამეწყო თავში. დედაჩემს 14 წლის ასაკამდე დავყავდი სამკურნალოდ. არც ეპილეფსია მქონდა, არც არაფერი, რაღაც ისეთი დამიზიანდა თავში, სულ გული მიმდიოდა და ვითიშებოდი.  ეს დღემდე მაქვს გამოყოლილი სიხარულზე, ნერვიულობაზე...  არც კი მინდა, ვახსენო როგორც მამა. მძულს, მეზიზღება, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება გაგვიმწარა და დაგვინგრია. რა აღარ გააკეთა ცხოვრებაში. საყვარლები სახლში მოჰყავდა და დედაჩემის გვერდზე აწვენდა. ბოდიში და, დედაჩემის ლოგინიდან ადგებოდა, მერე სხვა  ქალთან წვებოდა და ამას ყველაფერს ჩვენ გვაყურებინებდა. ერთი საძინებელი გვქონდა, სადაც ოთხი საწოლი გვედგა. ერთ საწოლში  თვითონ იწვნენ, მეორეზე მე, მესამეზე ჩემი ძმა და მეოთხეზე – თავისი საყვარელი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი საყვარელი, ხან ერთი იყო, ხან მეორე. ეს ხშირად ხდებოდა –პერიოდულად ჩვენთან ცხოვრობდნენ, ჩვენთან ჭამდნენ, სვამდნენ... შეეძლო, დედასთვის ისე ჩაერტყა, გაეთიშა, სულ დალურჯებული დადიოდა. ხან სახლიდან გვყრიდა.  ან ქუჩაში უნდა გამეთია, ან მეზობლის ბაღჩაში, სადმე ხის ძირას ან ხეზე. გამოუძინებელი, გაუბედურებული მივდიოდი სკოლაში, თან ექიმთან დავდიოდი და ისეთ წამლებს მაძლევდნენ, რომ სკოლაში სულ მეძინა. რა ვისწავლე, არაფერი წერა-კითხვის გარდა. დედა იყო წყნარი ადამიანი, მაგრამ ხანდახან სიდებილეში გადასდიოდა და ამიტომაც დაემართა ეს. არ შეეძლო შეპასუხება, არ შეეძლო, თავი დაეცვა. ყველა ნათესავმა დაკარგა იმის გამო, რომ ასეთ საზიზღარ ადამიანს იტანდა. რაღაც პერიოდის მერე  რუსთავში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, მაგრამ იქ კიდევ უარესი ხდებოდა. ფანჯრიდან რომ გადაიხედავდა ან წმენდდა ფანჯარას, ეჩხუბებობდა – ვის უყურებო. მანამდე სოფელში ბაბუას ნაჩუქარი სახლი გააყიდვინა და ყვარელში გადავიდნენ, ისიც გააყიდვინა და მერე ჩამოვიდნენ რუსთავში. ბოლოს ისიც გაყიდა. მოკლედ, ყველა გაყიდვაზე წილს სთხოვდა. არაფერი არ ეკუთვნოდა, რა წილი. ახალსოფელში რომ ცხოვრობდნენ, მე მაშინ უკვე იქ აღარ ვიყავი – 15 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს, ყვარლელი ბიჭი იყო. მამწარებდა. ჩემი ოჯახის სიტუაციიდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ ეს არ დამთავრდებოდა, რომ არანორმალური არ სწორდება და გავშორდი. ორწლინახევრის მყავდა გოგო, თბილისში რომ წამოვედი, ასე, მარტო. ბავშვით რომ დავბრუნდი სახლში, ამ კაცმა არ მიმიღო –  არც შენ მჭრიდები და არც შენი ნაბიჭვარიო. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. სამ ლარზე ვმუშაობდი და ქირას ძლივს ვიხდიდი, ბავშვს როგორ შევინახავდი?!
– თუ მუშაობდა ეს კაცი და, საერთოდ, როგორ ცხოვრობდით?   
– სულ მუშაობდა და ყოველთვის კარგი ხელფასიც ჰქონდა, მაგრამ, არ მახსოვს, ჩვენთვის რამე ეყიდოს. სხვისი შვილებისთვის კარგი იყო ძალიან. დედას ბოსტანში რაღაცეები მოჰყავდა და იმას ვჭამდით. ერთადერთი, რასაც ყიდულობდა, იყო პურის ფქვილი და დედა თონეში აცხობდა პურს. ის ფქვილიც რომ თავდებოდა, გვაყვედრიდა – რამდენს ჭამთო. მე რომ ცუდად ვიყავი და ექიმთან დავყავდი (კაპიკებს აგროვებდა ამისთვის დედა), უკვე უნდა წამოვეყვანე (თბილისში ვმკურნალობდი), რომ  უთქვამს: თავი დაანებე, მაგას მაინც არაფერი ეშველება, დღეს თუ ხვალ მოკვდებაო. სუსტი კაცი იყო ფსიქოლოგიურად  და ამ სისუსტეს ძალადობით ფარავდა. კარის დაბრახუნებაზე უკვე კანკალს ვიწყებდით – ვიცოდით, რომ აუცილებლად რაღაც უნდა მომხდარიყო.
– როგორც ვიცი, ბოლოს დაშორდნენ. როგორ დაითანხმა დედამ? 
– ვერ დაითანხმა განქორწინებაზე. სახლი მოტყუებით უყიდა, ვითომ ჩემს ძმასთან ერთად ხშირად ივლიდა და მიხედავდა. დედამ შეიტანა განცხადება, ადვოკატი აიყვანა და განქორწინება  მის გარეშე გააკეთა. მიუვიდა უწყება, მაგრამ არ მივიდა დახურულ სასამართლოზე (როგორც ახლა ამბობენ იმის დები, უყვარდა და იმიტომ მოკლა – განქორწინება არ უნდოდაო). აი, ამის მერე დაიწყო მუქარები – ურეკავდა და ეუბნებოდა, მოგკლავო. ჩემს  ძმას არ სჯეროდა. ძალიან გულუბრყვილო ძმა მყავს. დღესაც ელაპარაკება თავის მამას, პატიობს თუ არ პატიობს, როგორი გრძნობა აქვს მის მიმართ, არ ვიცი (შალვა სამხარაძე დაჭერილია. 9 წელი მიუსაჯეს უჩვენოდ. ამიტომ ვუწოდებ  „დახურულ სასამართლოს“.  არც დაგვკითხეს, არც სასამართლოს დაგვასწრეს შვილები). იგონებდა რაღაცეებს, ვითომ ცუდად იყო, რამდენჯერმე ჩამოიყვანა ჩემმა ძმამ სამკურნალოდ. რომ დაშორდნენ, ჩემი ძმა ამბობდა, მივცეთ ერთი შანსი, გამოსწორდება, მე დაველაპარაკები დედასო.  მოკლედ, რამდენიმე თვით სახლში დაბრუნდა, მაგრამ იქ მოხდა სექსუალური ძალადობა და ამის მომსწრე იყო ჩემი რძალი, ძმის ცოლი. გეუბნებით, საშინელი, ყველანაირად მოძალადე  ადამიანი იყო.
–  ახლა ის დღე გაიხსენეთ როცა უკვე მკვლელობა მოხდა და, ასევე, საინტერესოა, წინა დღეებში რა ხდებოდა.
–  ბებია გახდა ცუდად, 81 წლის იყო. თავისი ბიჭი და რძალი არ აქცევდნენ ყურადღებას, ამიტომ დედაჩემი გახდა იძულებული, ჩასულიყო და მიეხედა. ბებია ლოგინად ჩავარდა აგვისტოში, 2 სექტემბერს კი გარდაიცვალა და ესეც მოვიდა იქ. დედაჩემი ძალიან ცუდად იყო, სულ ეშინოდა. ბებიაჩემის გასვენების წინა დღეს პატარა სუფრა გაშალეს, რომ გვესადილა და ისიც მაგიდასთან დაჯდა. უცებ თქვა – დანა დამრჩა სახლში, არადა, რა იცი, რაში დამჭირვებოდაო. მე ვუთხარი: შენ ხომ არ გაუბერე, დანა რაში გჭირდება, თუ რამე გაქვს დასაჭრელი, მოგიტან, თუ არა და, რაში გჭირდება-მეთქი. ყველასთვის ნათქვამი ჰქონდა უკვე, თავისი ნათესავებისთვისაც, ლალი უნდა მოვკლაო. დაკრძალვამ ჩაიარა. ბავშვები სხვასთან მყავდა დატოვებული, ამიტომ, იმ დღესვე წამოვედი თბილისში. დედაჩემს ვუთხარი, მოდი, ისე თქვი, ვითომ შენც მოდიხარ-მეთქი – რომ არ მიეკითხა. თურმე, ამოწმებდა. ძალიან მეზიზღება ეს ჩვენი წესები, რომ დაკრძალვის მეცხრე დღეს სახლში უნდა იყო, სანთლები უნდა გენთოს 40 დღე... თავისი ძმა მარტო ვერ დატოვა – ცოდოაო და დარჩა. მეცხრე დღეს საფლავზე ავიდნენ, მეათე დღეს უნდა მიელაგებინა სახლი და წამოსულიყო. დილით ჩემი ძმის ცოლს იმისი ნათესავები ურეკავენ  და ეუბნებიან: შალვას ვერ ვაკავებთ, დანა აიღო და გაიქცა, ლალი უნდა მოვკლაო. ჩემი რძალი ურეკავს დედაჩემს, რომ გააგებინოს, შენს მოსაკლავად მოდის და გაიქეციო. ამასობაში  დედაჩემმა თქვა  – უკვე მოვიდაო და გაითიშა ტელეფონი. ცოტა ხანში ისევ დაურეკეს და აღარ პასუხობდა. გადარეკეს, გადმორეკეს და დედაჩემი აღარ იყო.
– ამ დროს სად იყო დედათქვენის ძმა, როცა მისი ყოფილი სიძე დას უკლავდა?
– მისი ძმა იქ ყოფილა, 20-30 მეტრის დაშორებით მდგარა და, ამბობს, ვერ დავინახეო. დანა რომ დაარტყა ორჯერ, დედაჩემს ხელი უკრავს. მერე ქუჩაში გასულან, იმის შიშით რომ მისი ძმისთვისაც არ დაერტყა, დედას უყვირია: გოგი, თავი დაანებე, შენც არ დაგარტყას დანა, მე უკვე დამარტყაო. სანამ მეზობლები მოცვივდნენ, შალვა სამხარაძეს დანა გაურეცხავს და მეზობლის სახლის სახურავზე შეუგდია. სასწრაფო რომ მოვიდა, დედა უკვე გარდაცვლილი იყო. სანამ დედაჩემი არ მოკვდა, ის მანამდე არ წასულა. რომ დარწმუნდა, მოკვდაო, მაშინ წავიდა. მესამე უბანზე ცხოვრობს მისი და, იქ ჩამომჯდარა ჭიშკართან და თავისი დისშვილისთვის უთქვამს – წადი, ნახე, ბიცოლაშენი მოვკალიო. მალევე დააკავეს. 
– ცირა, კიდევ ხომ არ ჰქონდა ამ დანაშაულის სხვა მიზეზი?
– დედაჩემს გადააბრალეს მერე, საყვარლები ჰყავდა და ამის გამო მოკლაო. დაკრძალვაზე მოვიდნენ და ამტყუნებდნენ. როგორ არ შერცხვათ! ვერ ავიტანე და გავყარე. რა ნამუსით მოდიხარ? შენმა ძმამ მოკლა თავის ყოფილი ცოლი და, თუ მოხვედი, გაჩუმდი მაინც, ისედაც გამწარებულ ადამიანს რაღას მიმატებ?! დედაჩემის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ასეთ ქმარს მილიონჯერ დავადგამდი რქებს. როგორც თვითონ მოჰყავდა სახლში საყვარლები, ისე მოვუყვანდი.

скачать dle 11.3